მუნქე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მუნქე | |
| მონღოლეთის იმპერიის დიდი ყაენი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1 ივლისი, 1251 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 11 აგვისტო, 1259 |
| წინამორბედი: | გუიუქ-ყაენი |
| მემკვიდრე: | ყუბილაი |
| დაბ. თარიღი: | 1208 |
| გარდ. თარიღი: | 11 აგვისტო, 1259 |
| გარდ. ადგილი: | ჩუნცინი |
| დინასტია: | ჩინგიზიდები |
მუნქე (დ. 1208 — გ. 11 აგვისტო, 1259, ჩუნცინი) — მონღოლეთის იმპერიის მეოთხე ხანი (ყაენი), ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი. ტახტზე ავიდა 1251 წელს ბათო-ყაენის მხარდაჭერით. მუნქე ცდილობდა მმართველობის ცენტრალური აპარატის განმტკიცებას, ვაჭრობისა და ხელოსნობის მოწესრიგებას, დამპყრობლურ ლაშქრობათა გაგრძელებას. 1258 წელს დაიპყრო ირანი და დაიწყო სამხრეთ ჩინეთის დამორჩილება. გარდაიცვალა ჩინეთში ლაშქრობის დროს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 197, თბ., 1984 წელი.