მონღოლების საიდუმლო ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონღოლეთის საიდუმლო ისტორიის ერთ-ერთი გვერდი

მონღოლების საიდუმლო ისტორია — ყველაზე ძველი მონღოლური ლიტერატურული და ისტორიოგრაფიული ძეგლი. მონღოლეთის ისტორიის, მათი სახელმწიფოს, მისი დამაარსებლის ჩინგიზ-ყაენისა და XII-XIII საუკუნეების ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო. საიდუმლო ისტორია შედგენილია მონღოლურ ენაზე 1240 წელს. ავტორი უცნობია.

საიდუმლო ისტორიის ხელნაწერი 1872 წელს პეკინში, სასახლის ბიბლიოთეკაში შეიძინა რუსულმა სასულიერო მისიამ. საბჭოთა პერიოდში ინახებოდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლურ განყოფილებაში.

ამჟამად საიდუმლო ისტორია თარგმნილია ყაზახურ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, ჩეხურ და ბულგარულ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]