ყუბილაი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
YuanEmperorAlbumKhubilaiPortrait.jpg

ყუბილაი, სეჩენ-ხანი, ში-ძუ (დ. 23 სექტემბერი, 1215 — გ. 18 თებერვალი, 1294, პეკინი) — მონღოლთა მეხუთე დიდი ყაენი 1260-1294 წლებში, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი. მონღოლეთის დიდი ყაენის მუნქეს დროს (1251-1259 ჩინეთის დასაპყრობად გაგზავნილი არმიის მეთაურად დანიშნეს. მუნქეს სიკვდილის შემდეგ ყაენის ტახტი მიიტაცა. 1260 წელს დედაქალაქი ყარაყორუმიდან ჩინეთის ტერიტორიაზე (თავდაპირველად კაიფინში, ხოლო 1264 წელს - ჯუნდუში, ახლანდელი პეკინი) გადაიტანა. 1271 წლის 18 დეკემბერს ჩინგიზიდების მონღოლურ დინასტიას ჩინური სახელი იუანი უწოდა. 1279 წელს დაასრულა სამხრეთ სუნის იმპერიის დარბევა და ამით მთელი ჩინეთი დაიმორჩილა.

ყუბილაიმ დააფინანსა ჩინეთის ისტორიაში უდიდესი თეატრის მშენებლობა, მოიწვია ტიბეტელი ლამები, არაბი ასტროლოგები. იუანის დინასტიის ერაში შექმნილ პოეზიაში აღწერილია სამდღიანი ქეიფები ათასი სტუმრისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]