ბათო-ყაენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბათო-ყაენი
მონღ. Бат Хаан
Batu.gif
ოქროს ურდოს მე-2 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1227
მმართ. დასასრული: 1256
წინამორბედი: ჯუჩი
მემკვიდრე: სარტაკი
დაბ. თარიღი: დაახ. 1209
გარდ. თარიღი: 1255/1256
დინასტია: ჩინგიზიდები
მამა: ჯუჩი
დედა: უქი-ხათუნი
Batuhan.JPG

ბათო-ყაენი, ბათუ, საინ-ხანი (დ. 1208 — გ. 1255) — მონღოლი ხანი (ყაენი), ჯუჩის ძე, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი.

მამის სიკვდილის შემდეგ (1227) სათავეში ჩაუდგა ჯუჩის ულუსს. 1236 წელს დაიპყრო დეშთი-ყივჩაყი (ყივჩაყთა ველები), 1237-1243 წლებში მეთაურობდა აღმოსავლეთ ევროპაში ლაშქრობას, რომლის დროსაც უკიდურესი სისასტიკით გაითქვა სახელი. რუსი ხალხის წინააღმდეგობამ, რიაზანის, მოსკოვის, ვლადიმირის, კოზელსკის, კიევისა და სხვა ქალაქების გმირულმა დაცვამ საგრძნობლად დაასუსტა მისი ლაშქარი. 1240 წელს ბათო-ყაენმა აღმოსავლეთ ევროპაში — პოლონეთში, ჩეხიაში, უნგრეთსა და დალმაციაში ილაშქრა. ამ ქვეყნების ხალხთა წინააღმდეგობამ და ზურგში დარჩენილი რუსეთის შიშმა აიძულა იგი 1242 წლის გაზაფხულზე უკან გაბრუნებულიყო. მონღოლთა დიდი ხანის უგედეის სიკვდილის (1241 წლის დეკემბერი) შემდეგ ბათო-ყაენი თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად ჯუჩის ულუსში დაბრუნდა. 1243 წელს მდ. ვოლგის ქვემოწელზე მან დააარსა ფეოდალური სახელმწიფო ოქროს ურდო (სატახტო ქალაქი სარაი-ბათუ). 1251 წელს მისი მხარდაჭერით ყურულთაიმ იმპერიის დიდ ხანად მუნქე აირჩია. ბათო-ყაენთან ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს, რომელიც ამ დროს მონღოლთა დიდ ყაენს ემორჩილებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]