ჩელენჯერი-2 (ტანკი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Challenger II.jpg
Challenger 2
კლასიფიკაცია ძირითადი საბრძოლო ტანკი
საბრძოლო წონა, ტ 62,5
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 4
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1994
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1995
გამოშვების რაოდენობა 400-ზე მეტი
ძირითადი ოპერატორები დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო ომანის დროშა ომანი
ზომები
კორპუსის სიგრძე , მმ 8300
სიგრძე ქვემეხით, მმ {{{სიგრძე ქვემეხით, მმ}}}
კორპუსის სიგანე, მმ 3520
სიმაღლე, მმ 2490
კლირენსი,მმ 500
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი კომბინირებული ჭურვსაწინააღმდეგო
შეიარაღება
ВН კუთხეები, გრად. -10…+20
მიზანი კომბინირებული სტაბილიზირებული SAGEM ჩაშენებული ლაზერული დიაპაზონით Barr & Stroud Nd-YAG, ღამი ტელევიზიური TOGS-2 ტელესკოპური მონოკუნური NANOQUEST L30, სტაბილიზირებული პერისკოპული პანორამული SFIM VS-580
ტყვიამფრქვევები 1 × 7,62-მმ McDonnel Douglas Chain-Gun, 1 × 7,62-მმ L37A2
მობილურობა
ძრავის ტიპი V-ს მაგვარი 12-ცილინდრიანი, ოთხტაქტიკიანი, დიზელის თხევადური გაცივებით
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 1200
ძრავის სიმძლავრე, კილოვატი 880
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 56
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 400
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. 19,2
საკიდრის ტიპი ჰიდროპნევმატური
აღმართზე გამავლობა, გრად. 30
კედლის გადალახვა, მ 0,9
თხრილის გადალახვა, მ 2,8
გუბის გადალახვა, მ 1,1

ჩენეჯერ 2 (ინგ. Challenger 2) - დიდი ბრიტანეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი. ასევე შედის ომანის შეიარაღებაში.

მოკლე მიმოხილვა[რედაქტირება]

ძირითადი საბრძოლო ტანკი „ჩელენჯერ 2“ წარმოებს ბრიტანული ფირმის „ვიკერს დეფენს სისტემსის“ მიერ. ეს არის ჩელენჯერ სახელის მტარებელი მესამე ტანკი. პირველი იყო „ჩელენჯერ A30“ - „კრომველის“ ტანკის ვარიანტზე, რომელიც აღჭურვილი იყო 76,2 მილიმეტრიანი ზარბაზნით. მეორე იყო „ჩელენჯერ 1“ - დიდი ბრიტანეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი 1980-x წლებში - რომელიც 1990-x წლებში მონაწილეობას იღებდა სპარსეთის ომში. მიუხედავად იმისა რომ „ჩელენჯერ 2“ შემუშავებულია „ჩელენჯერ 1“-ზე დაყრდნობით, ახალი ტანკი გასხვავდება ძველი მოდელისაგან სრულიად ახალი დიზაინით: ნაწილთა მხოლოდ 5% არის ძველი და ახალი ტანკებისათვის საერთო. დღესდღეობით დიდი ბრიტანეთის არმიაში „ჩელენჯერ 2“-მა შეცვალა წინა მოდელი.

1991 წელს დიდმა ბრიტანეთმა შეუკვეთა 127 ერთეული „ჩელენჯერ 2“ და კიდევ 259 ერთეული 1994 წელს. 1993 წელს ომანმა შეუკვეთა 18 ტანკი ხოლო 1997 წელს კიდევ 20. „ჩელენჯერ 2“ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაში შევიდა 1998 წელს, ბოლო ტანკი არმიაში შევიდა 2002 წელს. ტანკის ეს მოდელი ექსპლუატაციაში იქნება 2035 წლამდე.

ტანკები „ჩელენჯერ 2“ გამოიყენებოდა ბოსნიის, კოსოვოსა და ერაყის ომში(2003 წლიდან დღემდე(2008)).

ისტორია[რედაქტირება]

კომპანია „ვიკერს დეფენს სისტემსმა“ 1986 წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო ტანკ „ჩელენჯერ 1-ის“ შექმნა. ახალი თაობის ტანკის გენერალური შტაბის მოთხოვნებთან ერთად კომპანიამ ღიად განუცხადა თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე სამუშაოების შესახებ. დაიდო კონტრაქტი 90 მილიონ ფუტზე, რათა პირველი ნიმუში შექმნილიყო 1988 წლის დეკემბერში. 1991 წლის ივნისში სხვა მწარმოებლების ნიმუშებთან(მათ შორის იყვნენ „აბრამსი“, M1A2, „ლეკლერკი“ და „ლეოპარტი 2“) შედარებების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ტანკი „ჩელენჯერ 2“ მიიღო შეიარაღებაში.

აწყობა დაიწყო 1993 წელს ორ ძირითად ქარხანაში: ნიუკასტლში და ლიდსში. მთლიანად პროექტში მონაწილეობას იღებდა 250 ფირმა. პირველი მანქანები გამოვიდა 1994 წელს.

ტანკმა წარმატებულად გაიარა საიმედოობის გამოცდა, რომელიც ჩატარდა 1994 წელს. 285 დღის მანძილზე მიმდინარეობდა სამი ტანკის გამოცდა, რომელშიც სიმულირებდა საბრძოლო პირობები. ყოველი ეს დღე შეიცავს:

  • 27 კმ სიარული გზაზე
  • 33 კმ სიარული უგზო მიდამოებში
  • 34 გასროლა ძირითადი იარაღიდან
  • 1000 გასროლა 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევიდან
  • 10 სთ მთავარი ძრავის გამოცდა

გამოცდებზე დამტკიცდა, რომ ახალი ტანკი მთლიანად აკმაყოფილებს სამხედროთა მოთხოვნებს.

დიზაინი[რედაქტირება]

შეიარაღება[რედაქტირება]

„ჩელნჯერ 2“ აღჭურვილია 120 მილიმეტრიანი კუთხვილლულიანი ქვემეხით L30A1 - ეს იმ ქვემეხის მემკვიდრე, რომლითაც აღჭურვილი იყო „ჩიფტენი“ და „ჩელენჯერი 1“. ეს ზარბაზანი დამზადებულია ახალი, წიდის ელექტროხვეწის მეთოდით. ეს არის ერთადერთი ამ კალიბრის კუთხვილი ზარბაზანი ნატოს აღჭურვილობაში. ზარბაზნის ლულის არხი ქრომირებულია, იარაღი გადახურულია თერმო-საიზოლაციო პერანგით.სტაბილიზირებულია ორ სიბრტყეში, სამიზნები მოწყობილობები მთლიანად ელექტრონულია. საბრძოლო მარაგი არის 52 გასროლა.

ძირითად იარაღთან შეწყვილებულია 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი L94A1. სამეთაურო ლუკთან ახლოს კოშკზე დაყენებულია 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი L37A2, რომელიც ასრულებს ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის ფუნქციას. ტანკში სულ არის 7,62 კალიბრის 4000 ტყვია.

ტანკი აღჭურვილია „ჯენერალ დაინამიქსის“ მიერ შექმნილი ცეცხლის კონტროლის ციფრული სისტემით, რომელსაც გააჩნია 32 ბიტიანი პროცესორი და მონაცემთან შინი Mil Std 1553.

ჯავშანი[რედაქტირება]

„ჩელენჯერ 2“ არის ერთ-ერთი მძიმედ შეჯავშნული დასავლური ტანკი: კოშკიც და მისი კორპუსიც შეჯავშნულია მეორე თაობის კომბინირებული ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშანით, რომლის ინფორმაცია ახლაც კი გასაიდუმლოებულია. ბრიტანეთში ტანკზე გამოყენებული იყო რეაქტიური ჯავშნის პაკეტები. ბიოლოგიური და ქიმიური იარაღისაგან დაცვის კომპლექსი იმყოფება კოშკის შიგნით. წინ, კოშკის ორივე მხარეს იმყოფება კვამლსგამშვები ჭურვების სასროლი მოწყობილობა. ჩელენჯერს ასევე შეუძლია მის გარშემო შექმნას კვამლის ფარდა.



ომის შემდგომი დიდი ბრიტანეთის ტანკები
მსუბუქი ტანკი საშუალო ტანკი მძიმე ტანკი
FV101 სკორპიონი | FV107 სკიმიტარი ჩარიოტირი | ცენტურიონი დამპყრობელი
ძირითადი საბრძოლო ტანკები
ჩიფტენი | ვიქერსი | ჩელენჯერი | ჩელენჯერ 2