ბიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერთეულები ბიტებში
ათობითი სისტემა (სი თავსართები) ორობითი სისტემა (IEC 60027)
დასახელება სიმბოლო მნიშვნელობა დასახელება სიმბოლო მნიშვნელობა
 
ბიტი bit ბიტი 100 ბიტი bit ბიტი 20
კილობიტი kbit კბიტი 103 კიბიბიტი Kibit კიბიტი 210
მეგაბიტი Mbit მბიტი 106 მებიბიტი Mibit მიბიტი 220
გიგაბიტი Gbit გბიტი 109 გიბიბიტი Gibit გიბიტი 230
ტერაბიტი Tbit ტბიტი 1012 ტებიბიტი Tibit ტიბიტი 240
პეტაბიტი Pbit პბიტი 1015 პებიბიტი Pibit პიბიტი 250
ექსაბიტი Ebit ებიტი 1018 ექსბიბიტი Eibit ეიბიტი 260
ზეტაბიტი Zbit ზბიტი 1021 ზებიბიტი Zibit ზიბიტი 270
იოტაბიტი Ybit იბიტი 1024 იობიბიტი Yibit იიბიტი 280

ბიტი (bit) — არის რიცხვთა ორობით სისტემაში გამოყენებული ციფრი, რომლის შესაძლო მნიშვნელობებია 0 ან 1. ორობით სისტემაში რიცხვის ჩაწერა ხდება ნულისა და ერთიანებისაგან შემდგარი მწკრივის საშუალებით. ორობით რიცხვში გამოყოფენ თანრიგებს. მაგ. 0110110101101101–ში თანრიგის მდგომარეობა გვიჩვენებს მის მნიშვნელობას, ანუ 2–ის შესაბამის ხარისხს. მარჯვენა კიდური თანრიგი უმცირესი მნიშვნელობისაა, მარცხენა კიდური — უდიდესი. ხშირად ბიტებს ბაიტებად აერთიანებენ და ბიტების ჩაწერის თანამედროვე ფორმაც ამას ეფუძნება. რვა ბიტად გაერთიანებულ ბაიტში (მაგ. 11101100) ზოგჯერ მარცხენა კიდური თანრიგი გამოიყენება როგორც ნიშნითი.

სიტყვა "ბიტი" პირველად კლოდ ელვუდ შენონმა პირველად 1948 წელს გამოიყენა თავის შრომაში "კომუნიკაციის მათემატიკური თეორია". მან ამ სიტყვის წარმოშობა ჯონ ტიუკის მიაკუთვნა, რომელსაც შენონის ცნობით ორი ინგლისური სიტყვა "binary digit" პირველს შეუკვეცავს და მიუღია "bit".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბიტი&oldid=2375805“-დან