Т-72

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
T72 cfb borden 1.JPG
T-72 კანადაში ვორტინგტონის სატანკო მუზეომში
T-72
კლასიფიკაცია ძირითადი საბრძოლო ტანკი
საბრძოლო წონა, ტ 41
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 3
ისტორია
ძირითადი ოპერატორები დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: რუსეთი რუსეთი

დროშა: ბელარუსი ბელარუსი
ინდოეთის დროშა ინდოეთი
სირიის დროშა სირია
დროშა: უკრაინა უკრაინა
ზომები
კორპუსის სიგრძე , მმ 6860
სიგრძე ქვემეხით, მმ {{{სიგრძე ქვემეხით, მმ}}}
კორპუსის სიგანე, მმ 3460
სიმაღლე, მმ 2190
კლირენსი,მმ 470
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი დაგრეხილი, ფოლადი და სამფენიანი კომბინირებული ფოლადი, ჭუვრსაწინააღმდეგო
შეიარაღება
მიზანი სამიზნე-მანძილსაზომი ТПД-2-49, პერისკოპიული ღამის ТПН-3-49
ტყვიამფრქვევები 1 × 7,62-მმ ПКТ
მობილურობა
ძრავის ტიპი V-ს მაგვარი 12-ცილინდრიანი, ოთხტაქტიკიანი, დიზელის თხევადური გაცივების ტურბოამჩქარებლით
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 780
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 60 კმ/სთ
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 500
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. 18,8
საკიდრის ტიპი ინდივიდუალური ხახუნი
მუხლუხების სიგანე, მმ 580
აღმართზე გამავლობა, გრად. 30
კედლის გადალახვა, მ 0,85
თხრილის გადალახვა, მ 2,8
გუბის გადალახვა, მ 1,2

Т-72 „ურალი“ - ძირითადი საბრძოლო ტანკი, შექმნილი სსრკ-ში. მეორე თაობის ყველაზე მასიური ძირითადი საბრძოლო ტანკი. შედიოდა სსრკს შეიარაღებაში 1973 წელს. Т-72 შექმნილია Уралвагонзавод-ის მიერ ქვემო ტაგილში. ურალი შედი დსთ-ს ქვეყნების შეიარაღებაში, ვარშავის შეთანხმებით ექსპორტირდებოდა ფინეთში, ინდოეთში, ერაყში და სირიაში. Т-72-ის მოდიფიკაციები გამოდიოდა იუგოსლავიის(M-84), პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და ინდოეთის (აჯეია) ლიცენზიებით, რომლებიც ამ მოდიფიკაციებსაც უკეთებდნენ ექსპორტირებას.

შექმნის მიზეზი[რედაქტირება]

1940-50 წლებისთვის საბჭოთა სატანკო ნაწილებს არ ჰყავდათ ერთი სტანდარტული ტანკი რომელიც მთლიანად შეიარაღებული იქნებოდა რომელიმე ნაწილი. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ როგორც მსუბუქი ისევე საშუალო და მძიმე ტანკებით. ამას კი თავისი პრობლემები ჰქონდა ჭურვების მომარაგებაში ბრძოლის დროს, სწორედ ეს იყო მიზეზი რომ შეექმნათ ერთი სტანდარტული ტანკი რომლითაც უმეტესი ჯავშანსატანკო ნაწილები იქნებოდნენ შეიარაღებულები. ამის განხორციელება კი დაევალა ალექსანდრ მოროზოვს რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში გამოუშვა რამდენიმე Т-72 - ის ვერსია, თუმცა შეიარაღებაში ის 1971 წელს მიიღეს.

შედეგი და შეფასება[რედაქტირება]

ტანკის შექმნა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და საკმაო რაოდენობით საცდელი ვერსიებიც გამოვიდა. საბოლოოდ 1971 წელს გამოვიდა მისი საბოლოო ვერსია რომელსაც ყველა პრობლემა რომელიც Т-64 - ს ჰქონდა მოგვარებული ჰქონდა, Т-64 - ისგან განსხვავებით მას ეყენა სრულიად ახალი ავტოდამდენი და სავალი ნაწილები, მისი წინამორბედისგან გადმოჰყვა შასი, ქვემეხი და ყველაფერი რაც Т-64 - ს ჰქონდა.

ცივი ომის დროს ეს ტანკი თავის მონაცემებით უსწრებდა ნებისმიერ ევროპულ და ამერიკულ ტანკს, მის ქვემეხს თავისუფლად შეეძლო გაეხვრიტა 630მმ ჯავშანი 3000ს მეტრზე მაშინ როდესაც ამერიკული M-60-ს ჰქონდა 155მმ ჯავშანი და მისი ქვემეხი კი ხვრიტავდა 420მმ ჯავშანს.

მისი ჯავშანი და ქვემეხი თავისდროზე საკმაოდ ძლიერი იყო თუმცა დღეს დღეისობით ქვეყნების უმეტესობა ამ ტანკებს მოდერნიზაციას უტარებს.

საბრძოლო ისტორია[რედაქტირება]

ეს ტანკი მონაწილეობდა საკმაოდ ბევრ საომარ კონფლიქტში და საბრძოლო გამოცდილება საკმაოდ დიდი აქვს.

ირან ერაყის ომი[რედაქტირება]

მისი პირველი საბრძოლო გამოცდა ირან ერაყის ომში მოხდა, ტანკი ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა ბრძოლისას თუმცა ერთხელ Т-72-ების კოლონა მოხვდა ამერიკული M-60 - ების ჩასაფრებაში და ყველა Т-72-ი განადგურდა.

ლიბანის ომი[რედაქტირება]

1982 წელს მოხდა ამ ტანკის მეორე საბრძოილო გამოცდა, ამჯერად მათი მოწინააღმდეგე იყო ებრაული მერკავა 1 და მერკავა 2. Т-72-ებს ძალიან გაუჭირდათ მათი ჯავშნის გახვრეტა ხოლო მერკავას ქვემეხი კი მას ადვილად ანადგურებდა, თუმცა Т-72 აშკარად ჯაბნიდა მანევრულობაში. მერკავასთან შედარებით ის ისეთ ადგილას მოძრაობდა სადაც მერკავათი იყო ძალიან რთული თავისი წონიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში 3 მერკავა განადგურდა ხოლო რამდენიმე ათეული Т-72-ი.

ყარაბაღის ომი[რედაქტირება]

ამ ომში Т-72-ი მონაწილეობდა ორივე მხრიდან და ორივე მხრიდან ძალიან დიდი რაოდენობით, სომხეთს 1990 წლისთვის მე-7-ე გვარდიული არმია შეიარაღებული იყო 258 ტანკით საიდანაც 246 იყო Т-72-ი ხოლო აზერბაიჯანელებს კი 1992-93 წლისთვის რუსეთისგან 330 ტანკი მიიღეს საიდანაც ნახევარზე მეტი Т-72-იყო. ორივე მხარემ რუსეთისგან მიიღო Т-72-ის შემდეგი მოდიფიკაციები : Т-72A, T-72AB, T-72AK, T72B და T-72B1 თუმცა აზერბაიჯანელებს Т-55 - ებიც შეხვდათ. ბრძოლის დროს ორივე მხარე ხშირად იყნებდა Т-72-ებს, მათ შორის სტრატეგიული ობიქეტების ასაღებად როგორც იყო ფიზული სადაც სომხეთის არმიამ 25 Т-72-ით შეუტია და რკინიგზის სადგური აიღო.

ყარაბაღის ომის მემორიალი. სომხური Т-72 ნომერი 442.

აზერბაიჯანის არმიის ერთ-ერთი რუსი ოფიცრის თქმით Т-72-ი ბრძოლისას მწყობრიდან არასდროს გამოდიოდა და თუ გამოიდიოდა ამის მიზეზი ცუდად მომზადებული ეკიპაჟები იყვნენო. ოპერაციებში სომეხი მებრძოლები ტრადიციული საბჭოთა მეთოდით უტევდნენ, ჯერ არტილერიით გაანადგურებდნენ ყველაფერს და შემდეგ კი უშვებდნენ ტანკებს რის გამოც სომხებს ბევრად ნაკლები ზარალი აქვთ ტანკების მხრივს, მათ სულ რაღაც 52 Т-72-დაკარგეს მაშინ როდესაც აზერბაიჯანმა 186 საიდანაც 160 Т-72 იყო, თუმცა აზერბაიჯანელების მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ტანკი თუ დაზიანდებოდა მისი შემკეთებელი არავინ იყო ამიტომ საკმაო რაოდენობით არასაბრძოლო დანაკარგიცაა.

ამ ომში დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა თუ რომელ ტანკში იჯექი რადგან ტერიტორია საკმაოდ მთაგორიანია და ყველა ტანკს უჭირდა თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებების ჩვენება. იყო შემთხვევა როდესაც საკმაოდ მოძველებულმა Т-55 მა 1000-1200 მეტრიდან გაანადგურა ქვეკალიბრული ჭურვით Т-72-ი.

აფხაზეთის ომი[რედაქტირება]

აფხაზეთის და საქართველოს სამოქალაქო ომშიც გამოიყენებოდა Т-72, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით, თუმცა სადაც გამოიყენებოდა იყო ფაქტობრივად აუფეთქებელი ტანკი. მითია სადაც აფხაზები ამბობდნენ რომ გაგრის შეტევისას Т-72 გამოიყენეს თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტის მოსახდენად დასჭირდათ.

უდაბნოს ქარიშხალი[რედაქტირება]

კუალიციური ჯარების T-72-ი (შესაძლოა იყოს ქუვეითის M-84 - ი)

1990 წელს დაიწყო ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი სადაც კვალიციური ჯარები იბრძოდნენ სადამ ჰუსეინის ჯარების წინააღმდეგ. კვალიციურ ჯარებში შედიოდნენ სხვადასხვა ტანკები მათ შორის: M1 ABRAMS,AMX-30,M-84 და კიდევ მრავალი ტანკი, სადამ ჰუსეინის მხარეს კი იბრძოდა მოძველებული საბჭოთა წარმოების T54\55,T-62 რომელიც იყო სატანკო ჯარები ნახევარზე მეტი ასევე იუგოსლავიური M-84 -ი რომელიც იყო T-72 - ის ასლი და T-72-ი რომელიც წარმოებული იყო ჩეხეთში და 200-მდე კი იყო წარმოებული სსრკში.

ომის დაწყებისავე გამოიკვეთა აშკარა უპირატესობა კუალიციური ჯარების, ერაყელებმა მალევე დაკარგეს საჰაერო უპირატესობა რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა საბოლოო შედეგზე. ერაყელთა მხარეს კი შედეგი კატასტროფული იყო მათ განადგურებით ვერცერთი ტანკი გაანადგურეს თუმცა მათ დააზიანეს რამდენიმე ათეული აბრამსი, ძველი T54\55 T-62 - ები ფაქტობრივად ვერაფერს აკლებდნენ კოალიციურ ჯავშანტექნიკას თუმცა T-72 - მაგრამ რამდენიმეჯერ გაარტყა მოწინააღმდეგის ტანკს თუმცა ტანკი აფეთქებით ვერ ააფეთქა ხოლო მოწინააღმდეგის ტანკები კი ადვილად უსწორდნებოდნენ მოძველებულ საბჭოთა ტექნიკას. ესეთი კატასტროფული შედეგი გამოიწვია იუგოსლავიაში და ჩეხეთში შეძენილმა ტანკებმა რომელიც ბევრად ჩამორჩებოდნენ საბჭოთა წარმოების ტანკებს განსაკუთრებით ჯავშანში რადგან იყო ძალიან დაბალი ხარისხის თუმცა M-84 - ი გამოიყენებოდა კოუალიციური ჯარების მხარესაც რომელიც საკმაოდ ადვილად ანადგურებდა ერაყულ ტანკებს.

ცივი ომის პოსტერი სადაც შესულია ყველაზე საშიში საბჭოთა შეიარაღება სადაც შესულია T-72-ი

ჩეჩნეთის პირველი ომი[რედაქტირება]

1996 წელს დაიწყო ომი ჩეჩნეთში სადაც რუსული არმია ებრძოდა ჩეჩენ ბოივიკებს.

ძალთა თანაფარდობა ჯავშანტექნიკის მხირვ იყო ძალიან დიდი რადგან ჩეჩნებს ტანკი საერთოდ არ გააჩნდათ. რუსეთის მხარეს იბრძოდა ფაქტობრივად ყველა ტანკი რაც სსრკს უწარმოებია მათ შორის : T54\55, T-62, T-72 და T-80 - ი. ტაქტიკური შეცდომების გამო რუსეთის მხარეს დანაკარგი ძალიან დიდია, რადგან ტანკი ქალაქში კარგავს მანევრულობას და ძალიან ადვილი სამიზნეა ტანკსაწინააღმდეგო იარაღით შეიარაღებული მებრძოლისათვის. რის გამოც ჩეჩნებმა დიდი ზიანი მიაყენს, სიტუაციას ისიც ამძიმებდა რომ T-72 და T-80 - ს გააჩნდა დინამიკური დაცვა რომელიც საკმაოდ ხარისხიანად იცავს ტანკს ტანკსაწინააღმდეგო იარაღისგან. ომში ამ ტანკებიდან ყველას ეკეთა დინამიკური დაცვა თუმცა არცერთის კონტეინერები არ იყო სავსე ასაფეთქებელი ნივთიერებით რის გამოც მისი აფეთქება ძალიან ადვილდებოდა ნებისმიერ ადგილიდან მორტყმისას.

ერაყული განადგურებული T-72-ი

ჩეჩნეთის მეორე ომი[რედაქტირება]

ჩეჩნეთის პირველი ომის შეცდომების შემდეგ დაიწყეს საბჭოთა მეთოდებით ბრძოლა რამაც შედეგი გამოიღო თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღუპა არტილერიის ცეცხლის შედეგად, არტილერიის შემდეგ ქალაქში შევიდნენ ქვეითები BTR - ების მხარდაჭერით. T-72 ებს კი სულ სხვანაირად იყენებდნე ამ ომში, ისინი გამოიყენებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ თუ რაიმე წერტილის განადგურება იყო საჭირო ამისათვის კი ის ქალაქს უახლოვდებოდა ესროდა 1000-1200 მდან რადგან ტანკსაწინააღმდეგო იარაღი ესეთი მანძილიდან ვერ ისროდა. საერთო ჯამში რამდენიმე T-72 განადგურდა.

რუსეთ საქართველოს ომი[რედაქტირება]

ცხინვალშ განადგურებული ქართული T-72-ები

2008 წლის აგვისტოში დაიწყო ომი სამაჩაბლოში, ორივე მხარეს იბრძოდა T-72-ები თუმცა ეს ტანკები განსხვავდებოდნენ თავდაპირველი ვერსიებისგან რადგან მათ ეკეთათ დინამიკური დაცვის კონტეინერები და ასევე საქართველოს მხარეს იბრძოდა 150მდე T-72SIM-1 რომელიც იყო საქართველოსა და ელბით სისტემსი - ს მიერ მოდერნიზებული, რუსეთი მხარეს კი იყო მცირე რაოდენობით T-72BV რომელსაც უყენია KONTAKT-5 - ი.

რუსეთის მხარეს ტანკების დიდი ნაწილი განადგურდა არტილერიის ცეცხლის შედეგად ხოლო ქართულ მხარეს კი განადგურდა ტანკები ქალაქში სადაც ისინი შეიყვანეს ქვეითების გარეშე, რაც იყო ძალიან დიდი შეცდომა. ყველა განადგურებულ ტანკს რომელსაც მოხვდა რპგ-7 - ი აფეთქების შემდეგ მოძვრა კოშკურა ეს კი საბჭოთა ტანკების თავისებურებებიდან იყო გამოწვეული, რადგან ჭურვები კოშკურაში სრულიად დაუცველად ალაგია და მათ დეტონაციას საშინელი შედეგი მოსდევს. ქართულ მხარეს ბევრმა T-72-ის ეკიპაჟმა თავისი ტანკი მიატოვა და მოწინააღმდეგეს ალაფად დაუტოვა.

ქართული T-72 დინამიკური დაცვის კონტეინერებით

ამ ომში ტანკებს შორის ბრძოლები ძალიან იშვიათი იყო თუმცა 9 აგვისტოს სატანკო ბრძოლა გაიმართა, ღამე რუსულ კოლონას შეუტია რამდენიმე T-72SIM-1-მა, ქართულმა ტანკებმა ცეცხლი გახსნეს და ერთი ბმპ გაანადგურეს რის შემდეგადაც რუსებმა თავიანთ ჯავშანტექნიკაზე ნათურები ჩააქვრეს თუმცა არ იცოდნენ რომ ახალ SIM-1-ს ღამის ხედვის ხელსაწყოები ჰქონდა და კიდევ რამდენიმე ბმპ გაანადგურა რის შემდეგადაც ბრძოლა დატოვეს უდანაკარგოდ.

საბოლოო ჯამში ქართულმა არმიამ იზარალა 45 ტანკი ამათგან 20მდე ცხინვალში განადგურდა ხოლო დანარჩენი კი ბაზებიდან ალაფად წაიყვანეს მათ შორის SIM-1-ები, რუსულმა მხარემ კი ასევე 20-მდე T-72-ი თუმცა ბმპ-ების დანაკარგი საკმაოდ დიდია.

მოდიფიკაციები[რედაქტირება]

T-72В (1983)

მოდიფიკაციები საბაზო ტანკის Т-72-ის

პოლონური T-72M1-ი
  • Т-72 (Объект 172М) (1973 г.) - საბაზო მოდელი
  • Т-72К (Объект 172МК) (1973 г.) — სამეთაურო ვარიანტი ტანკის Т-72ი. მას გააჩნდა დამატებითი სანავიგაციო სისტემები, КВ რადიოსტანცია Р-130М და დამატებითი მოწყობილობები
  • Т-72 (1975 г.) — საექსპორტო ვარიანტი რომელსაც ჰქონდა საბაზოსთან შედარებით ცუდი ჯავშანი კოშკურზე.
  • Т-72А (Объект 176) (1979 г.) — მოდერნიზაცია ტანკის Т-72. მოდერნიზაციის მერე ტანკს დაემატა: ლაზერული მანძილს მზომი ТПДК-1,ღამის ხედვისთვის ახალი სამიზნე ТПН-3-49 და პროძექტორი Л-4, ასევე დამტებითი ჯავშანი ბროტებზე , 902Б-საკვამლე ყუმბარები,ნაპალმისგან დამცავი ჯავშანი, ღამის ხედვის ხელსაწყო ТВНЕ-4Б , და ახალი ძრავა В-46-6.
  • Т-72АК (Объект 176К) (1979 г.) — სამეთაურო ვარიანტი ტანკის Т-72А.
  • Т-72М (1980 г.) — საექსპორტო ვარიანტი ტანკის Т-72А რომელმაც იუგოსლავიაში ახალი ინდექსი М-84 - ი მიიღო,იუგოსლაველებმა მას თითქმის ყველაფერი შეუცვალეს და თავისი წარმოების აპარატურა დააყენეს
  • Т-72М1 (1982 г.) — მოდერნიზაცია ტანკის Т-72М.მას დაემატა 16-მმიანი ჯავშნის ფურცლები ყველა მხრიდან.
  • Т-72АВ (Объект 176В) (1985 г.) — ვარიანტი ტანკის Т-72А რომელსაც პირველად საბჭოთა ტანკებიდან ჰქონდა დინამიკური დაცვა «Контакт».
  • Т-72Б (Объект 184) (1985 г.) — მოდერნიზაცია ტანკის Т-72А,მას დაემატა ახალი შეიარაღებნა 9К120 «Свирь»ი რომელიც იყო რაკეტა, დინამიკური დაცვის სისტემა «Контакт», ძრავა В-84 და СУО 1А40.
  • Т-72Б 1989 წლის მოდელი (მეორე სახელით Т 72БМ) — მოდერნიზაცია ტანკის Т-72Б,რომელსაც ჰქონდა უახლესი დინამიკური დაცვა «Контакт-V», რომლის ანალოგიური ეყენა Т-80У-ზე.
  • Т-72БК (Объект 184К) (1987 г.) —სამეთაურო ვარიანტი ტანკის Т-72Б. დამატებული ჰქონდა ახალი სანავიგაციო სისტემა, КВ რადიოსტანცია.
  • Т-72С (1987 г.) — საექსპოტო ვარიანტი ტანკის Т-72Б მეორე სახელით T-72M1M რომელსაც 226 დინამიკური დაცვის კონტეინერის ნაცვლად 155 ეყენა
  • Т-72БУ (Объект 184А) — ამ მოდიფიკაციას იცნობენ როგორც ძირითად საბრძოლო ტანკ Т-90 - ს,მოდერნიზაცია არის ჩატარებული თითქმის ყველაფერზე,შეიცვალა:ძრავა,სამიზნე,დინამიკური დაცვა,ქვემეხი,რადიო აპარატურა და სხვა.მისი წარმოება შეჩერდა 1999 წელს 250 ტანკის გამოშვებით თუმცა 2004 წელს წარმოება გაგრძელდა და გავიდა ექსპორტზე ინდოეთში და ასევე გაძლიერდა რუსული არმიაც.
  • Т-72М1М  — მოდერნიზაცია ტანკის Т-72М1,აღჭურვილია ДЗ,ახალი СУО, სანავიგაციო სისტემა მიყავნილია ТИУС-მდე. დაემატა ახალი ტიპის ჯავშანი «Арена» ასევე «Контакт 5» , და «Реликт» ი ქვემეხზე. შეეძლო გაესროლა 9К119 «Рефлекс»-ი. და ახალი ძრავა В92С2 1000л ცხძლთი.
  • Т-72Б2 (об.184М) «Рогатка» — მოდერნიზაცია ჩაუტარდა და შეეცვალა თითქმის ყველაფერი და დაემატა:ახალი ქვემეხი 2A46M5,აღჭურვილია თერმული ვიზუალიზაციის კამერა მეორე თაობის ფრანგული წარმოების Catherine ფირმა Thomson-CSF,მძიმე ჯავშანი, მოდულის "Relic", ახალი ძრავის B-92S2 სიმძლავრე 1000 ცხ / ძ, გარდა ტანკი და აღჭურვილია დამხმარე (მეთიუ), ტანკი აღჭურვილია ელექტრომაგნიტური დაცვათი.

ასევე გაუმჯობესდა ზუსტი ცეცხლი.პირველად ტანკი აჩვენეს 2006 წელს ნიჟნი ტაგილში.

ოპერატორები[რედაქტირება]

რუსეთი - 9500 Т-72Л და Т-72М, 3000 Т-72, 2010 წლის მონაცემებით (8000 რეზევრში, 1200 შეიარაღებაში, 221 კი მოდერნიზებულია Т-72БА-დ)

  • აზერბაიჯანი — 220 Т-72 2010 წლის მონაცემებით
  • ალჟირი — 325 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • ანგოლა — 50 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • სომხეთი — 102 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • ბელორუსია — 1465 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • ბულგარეთი — 362 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • უნგრეთი — 30 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • ვიეტნამი — 150 Т-72М1 პოლონეთიდან 2010 წლის მონაცემებით
  • საქართველო — 150 Т-72-ი,ვარდების რევოლუციამდე საქართველოს გააჩნდა 31 Т-72-ი თუმცა აქედან სულ რაღაც 5-6 იყო აფხაზეთის ომის შემდგომი პერიოდის შემორჩენილი ტანკი,2002 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან ვარდიკო ნადიბაძემ მიიღო 27 Т-72Б1 საჩუქრად რომელსაც ჰქონდა ჩვეულებრივ Т-72Б-სგან განსხვავებით უფრო მეტი დინამიკური დაცვის კონტეინერი თუმცა ბოლოს აღმოჩნდა რომ ამ ტანკებს არცერთს გააჩნდა დინამიკური დაცვის კოლოფებში ასაფეთქებლები.რევოლუციის შემდეგ საქართველომ 2005 წელს მიიღო ჯერ უკრაინისგან 16 Т-72-ი დინამიკური დაცვით ხოლო შემდეგ 35 Т-72 ჩეხეთისგან რომელსაც არ გააჩნდა დინამიკური დაცვა,2006 წელს ისევ ჩეხეთისგან მიიღო 35 Т-72 დინამიკური დაცვის გარეშე,2007 წელს კი 74 Т-72 უკრაინიდან.დინამიკური დაცვის გარეშე მყოფი ტანკები კი მალევე აღჭურვეს დინამიკური დაცვით თუმცა ეს დაჯდა ტანკზე ორჯერ ძვირი რადგან თითო კოლოფი 200-ათასამდე ღირს.
  • ინდოეთი — 1950 Т-72М1, 2010 წლის მონაცემებით
  • ერაყი — 77 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • ირანი — 480 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • იემენი — 60 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • ყაზახეთი — 980 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • კენია — 110 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • ყირგიზეთი — 150 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • ლიბია — 200 Т-72, 115 შეკვეთილი 2010 წლის მონაცემებით
  • მაკედონია — 31 Т-72А, 2010 წლის მონაცემებით
  • მაროკო — 40 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • მიანმარი — 50 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • პოლონეთი — 586 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • აფხაზეთი — 40 2010 წლის მონაცემებით
  • სერბეთი — 13 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • სირია — около 1500—1700 Т-72 и Т-72М, 2010 წლის მონაცემებით
  • სლოვაკეთი — 245 Т-72М, 2010 წლის მონაცემებით
  • ტაჯიკეთი — 30 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • თურქმენეთი — 670 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • უგანდა — 10 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • უზბეკეთი— 70 Т-72, 2010 წლის მონაცემებით
  • უკრაინა — 1032 Т-72,
  • ხორვატია — 3 Т-72М,
  • ჩეხეთი — 175 T-72CZ,
  • სამხრეთ ოსეთი — 20 მდე Т-72,მათ შორის 2 ქართული ნაალაფარი Т-72სიმ1-ი რომელიც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის აღლუმზე გამოჩნდა ახალი სახელწოდებით прис .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Т-72&oldid=2692002“-დან