Porsche

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dr. Ing. h.c. F. Porsche AG
ტიპი: სააქციო საზოგადოება
დაფუძნდა: 1931
მდებარეობა: შტუტგარტი, გერმანია
წამყვანი: მიხაელ მახტი(დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე)
ვოლფგანგ პორშე (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე)
დარგი: ავტოინდუსტრია
პროდუქცია: ავტომობილები
ბრუნვა: 6,25 მლრდ. ევრო(2008)
თანამშრომელი: 8 478 (2008)
საიტი: www.porsche.com
პორშეს შტაბბინა შტუტგარტ-ცუფენჰაუზში

პორშე — მანქანების მწარმოებელი გერმანული კომპანია, რომელსაც ფლობენ პორშეებისა და Piëch-ების ოჯახები. კომპანია მდებარეობს გერმანიაში, შტუტგარტის ოლქში. კომპანია დაარსდა 1930 წელს ფერდინანდ პორშეს მიერ (1875-1951). იგი დაიბადა ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიაზე (ახლანდელი ჩეხეთი). მის სახელს 1000-ზე მეტი პატენტი უკავშირდება. 1920 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა Mercedes-Benz-თან. პორშე ასევე იმითაა ცნობილი, რომ პირველი Volkswagen-ის დიზაინი მან გააკეთა.

რეპუტაცია[რედაქტირება]

2006 წლის მაისში პორშეს ყველაზე პრესტიჟული ავტომობილის ტიტული მიენიჭა. მისი ყველაზე პოპულარული მოდელი 911-ია(nine eleven). 911ის ისტორია 1963 წელს იწყება. მას შემდეგ ეს მოდელი მნიშვნელოვნად დაიხვეწა & ახლა უკვე შევხვდებით 4-წამყვანთვლიან, ტურბო, ტურბო S, targa და სხვადასხვა ვერსიებს. ასევე პოპულარული მოდელია SUV ტიპის 5 ადგილიანი Cayenne, (V8) რომელიც 2002 წლიდან გამოდის. Cayman 2-ადგილიანი სფორთ-ქარია, რომელიც 2006 წლიდან გამოდის 2.7 და 3.4 ლიტრიანი ძრავებით. 2004 წლიდან გამოდიოდა Carrera GT (Leipzig, Germany) 6 სიჩქარიანი მექანიკა 5.7 liter DOHC V10. პორშე 2ჯერ დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო ავტო-მარკა. კომპანიას ახასიათებს მკვეთრი მარკეტინგული ცვლილებები და ამასთანავე ფინანსური სტაბილურობა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა გერმანულმა კომპანიებმა დასავლეთ-ევროპაშიც დაიწყეს წარმოება, პორშეს ქარხანა ისევ შტუტგარტში დარჩა (მხოლოდ Cayenne მზადდება, სხვა ქალაქში-ლაიფციგში). კომპანია ბოლო დროს საკმაოდ წარმატებულია, პორშე მუდმივ კონსულტაციებს უწევს სხვა ისეთ ავტო ბრენდებს, როგორებიცაა Audi, Studebaker, SEAT, Daewoo, Subaru დაYugo.

Porsche 911 2,7 Carrera (საიუბელეო მოდელი 1975)

კონკურენტები[რედაქტირება]

ტრადიციულად პორშეს მთავარი მეტოქე ფერარია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი მათ მსგავსებაზე საუბრობს, პორშესა და ფერარის ფასებს შორის მკვეთრი სხვაობაა. დანარჩენი კონკურენტები ფერარისგან განსხვავებით გერმანული წარმოშობის არიან. (მაგალითად ბოქსთერს ხშირად ადარებენ bmw z4 და Mercedes-Benz SLK-ს.

ისტორია[რედაქტირება]

კომპანია შექმნის შემდგომ წლებში არ იყო ორიენტირებული ავტომობილის აწყობაზე. პირველი ავტომობილი მან შექმნა Volkswagen-ისთვის, ეს იყო Volkswagen Beetle. რაც შეეხება პირველ პორშეს, პორშე 64-ს, იგი 1939 წელს შეიქმნა, Beetle-ზე დაყრდნობით. II მსოფლიო ომის დროს პორშე ამზადებდა საბრძოლო ტექნიკას, მან შექმნა რამდენიმე ტანკიც. 1945 წელს ფერდინანდ პორშე დააპატიმრეს, მან პატიმრობაში ორი წელი გაატარა. სწორედ მისი პატიმრობის პერიოდში შეიქმნა პორშე 356 მისი შვილის, ფერი პორშეს მიერ. 1948 წელს 8 ივნისს ფერი პორშემ ამ ავტომობილის გაყიდვის ლიცენზია აიღო. 1951 წლის 30 იანვარს ფერდინანდ პორშე გარდაიცვალა (დამბლით). თავდაპირველად 356-ს ჰქონდა Volkswagen-ის ძრავი, სამუხრუჭე სისტემა და სიჩქარის კოლოფი. შემდეგ ეს ყველაფერი პორშემ საკუთარით ჩაანაცვლა. დიზაინზე მუშაობდა Erwin Komenda 1963 წელს პორშემ მუშაობა დაიწყო ლეგენდარულ მოდელზე 911-ზე. ეს იყო უდიდესი გარდატეხა პორშეს ისტორიაში 911 იყო 6 ცილინდრიანი სფორთ-ქარი ბოქსერის ძრავით. მას თავდაპირველად 901 ერქვა და რადგან ეს პეჟოს ხელწერა იყო(x0x), ჩანაცვლდა 911-ით. პირველად წარადგინეს ფრანკფურტის საერთაშორისო ავტო-შოუზე. პორშე მალევე გახდა 60იანი წლების სიმბოლო, რომელიც მომდევნო წლებშიც არ კარგავდა აქტუალურობას & ახლა არა მხოლოდ კონკრეტულად საიმედოობის, სისწრაფის, ფერFომანსისა და ხარისხის, არამედ სრულყოფილი ავტომობილის ერთ-ერთი სიმბოლოა. 911 ძალიან წარმატებული მანქანა აღმოჩნდა რბოლაშიც.

70-იანი წლების დასაწყისში პორშემ გარკვეული ცვლილებები შეიტანა ავტომობილში. ძრავის მოცულობა გაიზარდა 2.2 ლიტრამდე. 911S-ს უკვე 200 ცხენის ძალა ჰქონდა. ძრავის ზომასთან ერთად ცვლილებები იყო ცილინდრებსა და სარქველებშიც( მიმართული უკეთესი ვენტილაციისკენ) ამ ძრავის წარმატებულობამ განაპირობა კიდევ ერთი, უმნიშვნელო ცვლილება ძრავში. პორშემ შექმნა "2.4"-იანი ძრავი (რეალურად 2,341cc) შესაბამისად გაიზარდა ცხენის ძალებიც: 911T-157 hp; 911E -185 hp; 911S - 210 hp.

პორშეს მუზეუმი[რედაქტირება]

პორშეს ახალი მუზეუმი

პირველი მუზეუმი პორშემ ქარხნის ტერიტორიაზე გახსნა, სადაც ექსპონანტები მუდმივად იცვლებოდა. 2005 წელს კომპანიამ პორშეს მოედანზე ახალი პორშეს მუზეუმის აშენება დაიწყო, რომელიც 2009 წლის 31 იანვარს გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Porsche&oldid=2639035“-დან