Hewlett-Packard

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Hewlett-Packard Company
ჰიულეტ-პაკარდი კომპანია
Hewlett-Packard.svg.png
ტიპი: კომუნალური
დაფუძნდა: პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ (1939)
მდებარეობა: პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ
წამყვანი: ბილ ჰიულეტი - დამაარსებელი
დევიდ პაკარდი - დამაარსებელი
მარკ. ვ. ჰურდი - თავმჯდომარე და პრეზიდენტი
მაიკლ ჰოლსტონი - გენერალური მრჩეველი
პროდუქცია: კომპიუტერები
კომპიუტერის აქსესუარები
კომპიუტერული პროგრამები
ციფრული ფოტოკამერები
და სხვ.
ბრუნვა: $ 118.364 მილიარდი
სუფთა მოგება: $ 7.3 მილიარდი
თანამშრომელი: 321,000 (2007)
საიტი: www.hp.com
www.hpshopping.com
www.Compaq.com
www.voodooPC.com
www.Snapfish.com
www.lightscribe.com

ჰიულეტ-პაკარდი (The Hewlett-Packard Company) ან უბრალოდ HP, არის ამერიკული კორპორაცია, საოფისე და სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ლიდერი მსოფლიო ბაზარზე.

HP-ს წლიურ შემოსავალმა 2006 წელს 91.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2007 წელს, ეს რიცხვი 104 მილიარდამდე გაიზარდა.

HP არის მსოფლიოში პირველი კომპანია კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვაში.

კომპანიის ისტორია[რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება]

ჰიულეტ-პაკარდის ავტოფარეხი

ვილიამ (ბილ) ჰიულეტმა და დევიდ (დეივ) პაკარდმა ერთად დაამთავრეს ელექტრონული საინჟინრო-სამშენებლო ტექნიკის უნივერსიტეტი 1934 წელს. კომპანიამ დაარსება დაიწყო პალო-ალტოსთან მდებარა პატარა ავტოფარეხში

პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა და კომპანია დაარსდა 1939 წლის 1 იანვარს, 538 აშშ დოლარის დაბანდებით [1]. ჰიულეტი და პაკარდი მონეტას ისროდნენ იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი სახელი დაერქმიათ კომპანიისთვის: ჰიულეტ-პაკარდი თუ პაკარდ-ჰიულეტი. პაკარდმა მოიგო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მათ თავიანთ ელექტრონულ საწარმოს ”ჰიულეტ-პაკარდი კომპანია” დაარქვეს.

HP გაერთიანდა 1947 წლის 8 აგვისტოს, და საზოგადოებაში გავიდა 1957 წლის 6 ნოემბერს.

თავდაპირველად ისინი ბევრ პროექტზე მუშაობდნენ. მათი პირველი ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროდუქცია იყო აუდიოსისტემების სატესტირებელი ხმოვანი გენერატორი Model 200A, რომელიც შეისყიდა უოლტ დისნეის სტუდიამ თითოეული 71.50 აშშ დოლარად.

კომპანიის წარმატებები[რედაქტირება]

1966 წელს შეიქმნა ჰიულეტ-პაკარდის პირველი კომპიუტერი. 1970-იან წლებში, კომპანიის მეინფრეიმები კონკურენციას უწევდნენ IBM-ის წარმოების ანალოგიურ მანქანებს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, 1997 წელს შეიქმნა სპეციალური განყოფილება Hewlett-Packard Laboratories, რომელშიც ინვესტიციის სახით ჩაიდო 3 მილიარდი დოლარი. 2002 წელს კომპანია გაერთიანდა კომპანია კომპაკთან (Compaq), რის შედეგადაც მსოფლიოში მოიპოვა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების ლიდერის სტატუსი. 2005 წლის მონაცემებით, კორპორაციის წლიურმა ბრუნვამ 86 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

წარმოებული პროდუქცია[რედაქტირება]

პრინტერები

  • შავ–თეთრი ლაზერული პრინტერები – HP LaserJet
  • ფერადი ლაზერული პრინტერები – HP Color LaserJet
  • ფერადი ჭავლური პრინტერები HP DeskJet და HP Photosmart
  • მრავალფუნქციონალური მოწყობილობები – HP OfficeJet და HP PSC

სკანერები

  • HP ScanJet

ციფრული კამერები

  • HP Photosmart

პორტატული ჯიბის კომპიუტერები

  • HP iPAQ
  • HP Lx
  • HP Jornada
  • HP OmniGo

ნოუთბუკები

  • HP Pavilion
  • Compaq Presario
  • HP Compaq nx
  • HP Compaq nc
  • HP Compaq nw

პერსონალური კომპიუტერები

  • HP Pavilion
  • HP Kayak
  • HP Vectra
  • HP Brio
  • HP Compaq
  • HP Workstation

სერვერები

  • HP ProLiant ML
  • HP ProLiant DL
  • HP ProLiant BL
  • HP 9000
  • HP AlphaServer

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Hewlett-Packard&oldid=2626693“-დან