შონტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შონტელი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი შონტელ დელია ლეინი
დაბ. თარიღი 4 ოქტომბერი, 1985 (1985-10-04) (38 წლის)
დაბ. ადგილი Saint James
წარმოშობა სენტ-ჯეიმსი, ბარბადოსი
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, რეგი, ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2008 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი shontelleonline.com
შონტელი ვიკისაწყობში

შონტელ დელია ლეინი (ინგლ. Shontelle Delia Layne; დ. 4 ოქტომბერი, 1985, სენტ-ჯეიმსი, ბარბადოსი), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით შონტელი — ბარბადოსელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. სადებიუტო ალბომი Shontelligence გამოუშვა 2008 წელს. მეორე ალბომი No Gravity გამოვიდა 2010 წელს. მუსიკოსის სინგლები „T-Shirt" და „Impossible" მოხვდა რამდენიმე მსოფლიო ჩარტში. 2020 წელს შონტელმა გამოუშვა სინგლი „Remember Me".

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შონტელმა სადებიუტო სტუდიურ ალბომზე მუშაობა 2008 წელს დაიწყო და ექვს თვეში დაასრულა სიმღერების წერა. მუსიკოსის სადებიუტო სინგლი „T-Shirt“ გამოვიდა 2008 წლის ივლისში და გავიდა ოცდამეექვსე ადგილზე ბილბორდის ცხელ ასეულში. ნამუშევარი ბელგიისა და გაერთიანებული სამეფოს ჩარტების ტოპ ათეულში მოხვდა.

შონტელის სადებიუტო ალბომი, Shontelligence, გამოვიდა 2008 წლის 18 ნოემბერს. ალბომი გავიდა 115-ე ადგილზე ბილბორდ 200-ში. გამოსვლიდან პირველივე კვირაში გაყიდა მისი 6200 ჩანაწერი და R&B/Hip-Hop Albums-ის ჩარტში 24-ე ადგილზე აღმოჩნდა.[2] ალბომის განახლებული ვერსია გამოვიდა 2009 წლის 10 მარტს და გაიყიდა მისი 30000 ასლი ამერიკის შეერთებულ შტატებში.[3] ალბომის მეორე სინგლი „Stuck with each other" 2009 წლის თებერვალში აშშ-ში და 2009 წლის მაისში დიდ ბრიტანეთში. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი ბილბორდის ცხელ ასეულში ვერ მოხვდა, გაერთიანებული სამეფოს ჩარტში 23-ე ადგილზე აღმოჩნდა. მუსიკოსმა 2009 წლის იანვარში დაიწყო ტურნე New Kids on the Block World Tour და ამავე დროს იმღერა ბიონსეს მსოფლიო ტურნეზე „I Am...“.[4]

გარდა თავისი მუსიკალური კარიერისა, შონტელი წერდა სიმღერებს სხვა მუსიკოსებისთვის. 2007 წელს დაწერა სიმღერა „Roll It Gyal“ სოკა ელისონ ჰაინდისთვის, ხოლო 2018 წელს კომპოზიცია „Shanta Prince“ Winner-ისთვის.

შონტელის მეორე ალბომი No Gravity გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2010 წლის 21 სექტემბერს.[5] ალბომზე მუშაობის დროს მუსიკოსმა ითანამშრომლა ბრუნო მარსთან, ტონი კანალთან და დარქჩაილდთან.[6] ალბომის გამოსვლიდან პირველივე კვირაში მისი 7000 ასლი გაიყიდა და 41-ე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში.[7] იმავე წელს შონტელმა გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი „Man Down" რიანასთან ერთად მუსიკოსის მეხუთე სტუდიური ალბომისთვის, Loud (2010).[8][9]

წამყვანი სინგლი ახალი ალბომიდან, „Impossible", გამოვიდა 2010 წლის თებერვალში. მაისში ნამუშევარი ბილბორდის ცხელ ასეულში მე-13 აღმოჩნდა. ალბომის მეორე სინგლი, „Perfect Nightmare", გამოვიდა 2010 წლის აგვისტოში. ალბომის მესამე სინგლი „Say Hello to Goodbye" მუსიკოსის ლეიბლმა გაუშვა პოპ რადიოში და ის ოფიციალურად გამოვიდა 2011 წლის 15 მარტს.[10] 2012 წლის მონაცემებით No Gravity-ის 150000 ეგზემპლარი გაიყიდა აშშ-ში.

2011 წელს მუსიკოსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Universal Republic. ახალი ალბომის პირველი სინგლი „Reflection" გამოვიდა SoundCloud-ზე 2011 წლის სექტემბერში. ალბომზე მუსიკოსთან ერთად იმუშავეს შემდეგმა პროდიუსერებმა: Rockwilder, Tony Kanal და The Runners.[11] ალბომის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე Universal Music Group-ში რესტრუქტურიზაცია დაიწყო, რის შემდეგაც ლეიბლი Motown Records გამოეყო Universal Motown Republic Group-ს და შეუერთდა The Island Def Jam Music Group-ს. Universal Republic დაიხურა და ლეიბლის ყველა არტისტი გადავიდა ახლად ლეიბლში Republic Records.[12] 2012 წლის დეკემბერში შონტელმა განაცხადა, რომ „Put Me on Blast" იქნებოდა მისი ახალი ალბომის მთავარი სინგლი. თავდაპირველად ალბომი 2013 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა მისი გამოქვეყნება გადაიდო.

2017 წლის 4 ნოემბერს მან იმღერა მის დედამიწა 2017-ის კონკურსზე და იყო შოუს ჟიურის წევრი. 2021 წელს შონტელი ითამაშა Amazon Prime-ის ფილმში Joseph და ასევე გააფორმა კონტრაქტი Shakir Entertainment Management-თან.

2020 წლის 14 მარტს გამოუშვა თავისი პრომო სინგლი „Remember Me" ახალი ალბომიდან. 2021 წლის 9 აპრილს გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი „Let You Go" სუპასოაკასთან და არპადთან ერთად. 2021 წლის 29 ოქტომბერს შონტელმა გამოუშვა პირველი სინგლი „Sanctify" მისი მომავალი EP-დან. 2022 წლის 14 იანვარს გამოუშვა კიდევ ერთი სინგლი „Be the One". 2022 წლის 27 მაისს გამოვიდა მუსიკოსის EP სახელწოდებით „Boomerang".

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shontelle. Republic Records. ციტირების თარიღი: 18 November 2012
  2. "Shontelligence – Shontelle". Billboard.com. Retrieved 27 September 2010.
  3. "HITS Daily Double: Upcoming Releases"[მკვდარი ბმული]. HITS Daily Double. Retrieved 27 September 2010.
  4. Shontelle going on UK tour with Beyonce Shonetelle Online.
  5. No Gravity: Shontelle: Music (9 September 2009). ციტირების თარიღი: 31 August 2010
  6. Shontelle Talks New Album, Dream Collabo & Rihanna | This is RnB – Hot Music News, Latest R&B Videos, Hip Hop Charts. This is RnB (12 April 2010). ციტირების თარიღი: 18 March 2011
  7. Shontelle 'No Gravity' Debuts At… (29 September 2010). ციტირების თარიღი: 15 May 2012
  8. „Talking Shop: Shontelle“. BBC News. BBC. 5 March 2009. ციტირების თარიღი: 5 March 2009.
  9. Rihanna loves 'Man Down' (co-written by Shontelle). Shontelleonline.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 May 2012
  10. Shontelle – Say Hello to Goodbye Lyrics and Video. musicloversgroup.com. ციტირების თარიღი: 15 May 2012
  11. Exclusive: Shontelle reveals new album details + New single 'Reflection'. Shontelleonline.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 15 May 2012
  12. Shontelle moves to Republic Records. ციტირების თარიღი: 3 November 2012