კაიფინი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ადმინისტრაციული ტიპი | პრეფექტურის დონის ქალაქი |
| ფართობი | 6,444 კვ. კმ |
| მოსახლეობა | 4.8 მლნ |
| ეშპ | ¥7,250 სულზე (2004) |
| ეთნიკური ჯგუფები | ჩინელები, დუნგანე |
| რაიონები | 10 |
| სატელეფ. პრეფიქსი | 378 |
ჩჟან ცზედუანი. «მდინარეზე მიცვალებულთა მოხსენების დღეს» (XVIII ს. ასლი) გამოსახავს კაიფენის ყოველდღიურ ცხოვრებას XII ს.-ში.
კაიფინი, ხშირად კაიფენი (开封 / 開封 - Kāifēng), ადრე ასევე ბიანლიანი (汴梁 / 汴樑 - Biànliáng), ბიანცზინი (汴京 - Biànjīng), დალიანი (大梁 / 大樑 - Dàliáng), ასევე შემოკლებით ლიანი (梁 / 樑 - Liáng) — ქალაქი ჩინეთში პრეფექტურის დონეზე, მდებარეობს პროვინცია ხენანში, მდინარე ხუანხეს სამხრეთით, ესაზღვრება ჯენჯოუს მუნიციპალიტეტს დასავლეთით და პროვინცია შანთუნთან ჩრდილოაღმოსავლეთით. ჩინეთის დედაქალაქი სუნის დინასტიის პერიოდში (960-1127).