ალეუტის კუნძულები
| გეოგრაფია | |
|---|---|
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 37, 8 კმ² |
| ქვეყანა | |
ალეუტის კუნძულები (ინგლ. Aleutian Islands) — არქიპელაგი წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. შედის ალასაკის შტატში (აშშ). შედგება 110 კუნძულისა და მრავალი კლდისაგან. გადაჭიმულია 1740 კმ-ზე. ფართობი 37, 8 ათ. კმ².
ალეუტის კუნძულები წყალქვეშა ქედის მწვერვალებია, რომელთა უმრავლესობა ვულკანურ კონუსებს წარმოადგენს. უმაღლესი მწვერვალია შიშალდინის ვულკანი (2861 მ) კუნძულ უნიმაკზე. ალეუტის კუნძულებზე 25 მოქმედი ვულკანია. ჰავა სუბარქტიკული, ოკეანისა; ზამთარი თბილი (თებერვლის საშუალო წლიური ტემპერატურა - 1.4°) და ნოტიოა, ზაფხული გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 11.9°). ნალექები დაახლოებით 1500 მმ წელიწადში. ხშირია შტორმი.
სუბარქტიკულ მდელოებს მთათა ფერდობებზე გოლცების სარტყელი ენაცვლება. სანაპირო წყლებში ბევრია ლომვეშაპი, სელაპი, თევზი; კლდეებზე „ფრინველთა ბაზარია“. ყველა კუნძულზე აშენებენ ცისფერ მელას. ალეუტის კუნძულები რუსმა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს XVIII საუკუნის შუა წლებში.
1867 წლამდე ეკუთვნოდა რუსეთს, შემდეგ მეფის მთავრობამ ალასკასთან ერთად აშშ-ს მიჰყიდა. მთავარი დასახლებული პუნქტია დაჩ-ჰარბორი (კუნძულ უნალაშკაზე).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 290, თბ., 1975 წელი.