ქულბაქი
ქულბაქი | |
---|---|
მთა ქულბაქის ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან | |
კოორდინატები: 41°24′52″ ჩ. გ. 43°53′29″ ა. გ. / 41.41444° ჩ. გ. 43.89139° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ასპინძის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2821 მ |
ქედი | ჯავახეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ობსიდიანი |
სურათები ვიკისაწყობში |
ქულბაქი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ჯავახეთის ქედზე, ფარავნის ტბის აღმოსავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 2821 მ. აგებულია შავი გაუმჭვირვალი ობსიდიანით. ქულბაქი ნეოგენური ვულკანია. მის კალთაზე დგას ქვის ჯვარი, რომელიც შუა საუკუნეებში საუღელტეხილო ნიშნად ითვლებოდა ბიზანტიიდან მომავალ საქარავნო გზაზე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 573.