ქვეყნის გული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვეყნის გული
2010-09-26 Phallus impudicus crop.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
ქვეგანყოფილება: ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი: აგარიკომიცეტები
სახეობა: ქვეყნის გული
ლათინური სახელი
Phallus impudicus (კარლ ლინე, 1753)

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

NCBI 146781

ქვეყნის გული (ლათ. Phallus impudicus)[1] — სოკო გასტერომიცეტების რიგისა.[2] ფართოდ არის გავრცელებული. ცნობილია თავისი არასასიამოვნო სუნითა და სპეციფიური ფორმით. ქუდიანი სოკოა, სიმაღლე 10-30 სმ. ნორჩი ნაყოფსხეული კვერცხისებრია (დიამეტრი 6 სმ) და ზოგჯერ ნახევრად ნიადაგშია ჩაფლული, მომწიფებისას მისი გარსი იხევა და იქიდან ამოიზრდება ფეხი, რომელიც წვერში იკეთებს კონუსურ ქუდს. ქუდი დაფარულია მომწვანო ლორწოთი, რომელსაც მძორის სუნი აქვს. ფეხის ძირი ჩამჯდარია პარკისებრ წარმონაქმნში. საფუძველთან შეიმჩნევა თეთრი ფერის მიცელიუმი. პერიდიუმი ხორცოვანია, კრიალა, მოთეთრო ან კრემისფერი.

მოუმწიფებელი რბილობი ლაბოვანია, ბოლოკის სუნი აქვს. მომწიფებისას პერიდიუმი სკდება 2-3 ლაპოტად; ველუმისებურია. ქუდის სიმაღლე 4-5 სმ აღწევს; კვერცხისებრია; დაფარულია ლორწოვანი გლებით. ქუდის თავზე არის დისკისებრი წარმონაქმნი. სპორული ფხვნილი მოყვითალოა; სპორების ზომებია 3,5-5 × 1,5-2 მკმ. ელიფსურ-ცილინდრულია. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ზაფხულსა და შემოდგომაზე. ცუდი სუნის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში იჭმება, ოღონდ ნორჩი სახით. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით, ქვეყნის გული საჭმელად უვარგისი სოკოა.[2] ძირითადად მუხასთან და წიფელთან ერთად ქმნის მიკორიზას. დიდი რაოდენობით გვხვდება ევროპასა და ჩრდილოეთი ამერიკაში; ნაპოვნია აზიის რამდენიმე ქვეყანაში (რუსეთის აზიური ნაწილი, ჩინეთი, ტაივანი, ინდოეთი); გვხვდება აგრეთვე კოსტა-რიკაში, ისლანდიაში, ტანზანიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში.

ნორჩი სოკოს შინაგანი გადანაწვენი (receptaculum) შესაძლებელია ამოიჭრას დანით; მიირთმევენ უმი სახით.[3] ქვეყნის გული საჭმელ სოკოდ მიიჩნევა საფრანგეთსა და გერმანიაში.

საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი) ცნობილია მუცელგვრემიას სახელწოდებით.[2] აგრეთვე მესხეთში ეძახიან სადმამწყვიტეს ან სადმამგლიჯეს.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქვეყნის გული - ბოტანიკური ლექსიკონი
  2. 2.0 2.1 2.2 ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 519, თბ., 1986 წელი.
  3. Bon, Marcel (1987). The Mushrooms and Toadstools of Britain and North-western Europe. London, UK: Hodder & Stoughton, გვ. 300. ISBN 0-340-39935-X.  The entry for P. impudicus in this book explains the structure and mentions the edibility of the inner layer.