ქამანდარ მაჯიდოვი
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. სახელი | Камандар Бафаліевіч (Бафалы аглы) Маджыдаў | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სრული სახელი | ქამანდარ ბაფალი ოღლი მაჯიდოვი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ბელორუსი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 17 ოქტომბერი, 1961 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | დმანისი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 168 სმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 62 კგ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | ბელარუსი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ჭიდაობა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახეობა | ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები | ხალხთა მეგობრობის ორდენი, მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ქამანდარ ბაფალიევის (ბაფალი ოღლი) მაჯიდოვი (ბელარ. Камандар Бафаліевіч (Бафалы аглы) Маджыдаў, აზერ. Kamandar Məcidov; დ. 17 ოქტომბერი, 1961, სოფელი ამამლო, დმანისის რაიონი, საქართველოს სსრ, რესპუბლიკა) — საბჭოთა და ბელორუსიის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ოლიმპიური ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1984) რესპუბლიკა ბელორუსის დამსახურებული მწვრთნელი (2011)[1]. ეროვნებით აზერბაიჯანელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქამანდარ მაჯიდოვი დაიბადა საქართველოში, სადაც 1973 წლიდან დაიწყო ჭიდაობა, 1975 წელს 8 კლასის დამთავრების შემდეგ იგი გადავიდა ბაქოში და ჩაირიცხა სპორტინტერნატში. 1982 წელს გადავიდა საცხოვრებლად მინსკში. 1983 წელს იგი სსრკ-ს ჩემპიონატის პრიზიორი და სსრკ-ს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. იგი მოხვდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში და განწესდა ევროპის ჩემპიონატზე, სადაცა გაიმარჯვა.
ფინალში ჭიდაობა მოუწია ჟივკო ვანგელოვთან (ბულგარეთი), რომელშიც გამარჯვება მოიპოვა ქულებით, ანგარიშით 6-2 და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
1992 წელს ოლიმპიურ თამაშებზე არ იქნა განწესებული, არც 1994 წელს და ამავე წელს მან დაასრულა თავისი სპორტული კარიერა. 1994 წელს იგი გახდა ბელორუსიის მთავარი მწვრთნელი და იმავდროულად დაბრუნდა დიდ სპორტში, გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე.
1996 წელს ატლანტაში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჭიდაობდა ბელორუსიის სახელით 68 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. მოიპოვა სამი გამარჯვება და ორში დამარცხდა, გავიდა მეოთხე ადგილზე.
გამოვიდა საკავშირო ნებაყოფილობითი ფიზკულტურულ-სპორტული საზოგადოების (სნფსს) პროფკავშირების სახელით (მინსკი). დაამთავრა ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1989).[2] ხალხთაშორისი მეგობრობის ორდენის კავალერი (1988).
1998 წელს მოხსნილ იქნა ბელორუსიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან, 1999-2000 წლებში — ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 2000-2003 წლებში — კვლავ ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი, 2003 წლიდან მცირე ხნის განმავლობაში წვრთნიდა საბერძნეთის ნაკრებს, 2004 წელს კი — თურქეთის ნაკრებს. 2005 წლიდან — დოცენტი ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის კათედრაზე, ბელორუსიის ნაკრების ასისტენტი და მწვრთნელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქამანდარ მაჯიდოვის პროფილი დაარქივებული 2020-04-17 საიტზე Wayback Machine. Sports-Reference-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ International Federation of Associated Wrestling Styles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2017-09-15.
- ↑ Играющий тренер