ქავთარ ბარამის ძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქავთარ ბარამის ძეჰერეთის დიდებული XI-XII საუკუნეების მიჯნაზე. მან თავის დისშვილებთან - არიშიანთან და ბარამთან ერთად XII საუკუნის დასაწყისში შეიპყრო კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართან II და მიჰგვარა დავით აღმაშენებელს, რასაც მოჰყვა კახეთ-ჰერეთის შეერთება საქართველოს სამეფოსთან.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]