აღსართან II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღსართან II
კახეთის ქორეპისკოპოსი
მმართ. დასაწყისი: 1102
მმართ. დასასრული: 1104
წინამორბედი: კვირიკე IV

აღსართან II — კახეთ-ჰერეთის უკანასკნელი მეფე (1102-1104). უნდა იყოს თოღის (მაჭრის) ციხის ქვის ფილაზე ამოჭრილ წარწერაში მოხსენიებული - "ახსართან ქორეპისკოპოსი (?)... რანთა და კახთა მფლობელი". 1104 წელს საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერმა დიდებულებმა — არიშიანებმა — შეიპყრეს და დავით აღმაშენებელს მიჰგვარეს. დავითმა კახეთ-ჰერეთის სამეფო გააუქმა და საქართველოს სამეფოს შეუერთა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
კვირიკე IV
კახეთის ქორეპისკოპოსი
1102 - 1104
შემდეგი:
კახეთ-ჰერეთი შეუერთდა საქართველოს