ფუძის ანგელოზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფუძის ანგელოზი

ფუძის ანგელოზი, ივანე ბილიბინის ილუსტრაცია
მითოლოგია სლავური
ჯგუფი ფერია
სული
ქვეყანა სლავური ქვეყნები
ცხოვრება სახლებში

ფუძის ანგელოზი, სახლის ანგელოზი, სახლის სული (რუს. Домовой) — აღმოსავლეთ სლავურ მითოლოგიაში სახლის კეთილი ან ავი სული. წარმოდგენილია ადამიანის იერით, ხშირად თეთრი ბეწვით შემოსილი მოხუცი და ა.შ. მჭიდროდ არის დაკავშირებული სახლის კეთილდღეობასთან, განსაკუთრებით საქონელთან: მისი კეთილმოსურნე ან მტრული ურთიერთობისაგან დამოკიდებული იყო საქონლის ჯანმრთელობა. ფუძის ანგელოზთან დაკავშირებული ზოგიერთი წეს-ჩვეულება, ადრე შესაძლოა უკავშირდებოდა „საქონლის ღმერთს“ — ველესს. გამოიყოფოდა ფუძის ანგელოზის ორი სახეობა. თქმულებით იგი გადაიქცეოდა ხოლმე კატად, ძაღლად, ძროხად, ზოგჯერ გველად, ვირთხად ან ბაყაყად. ფუძის ანგელოზი შესაძლოა გამხდარიყო ზიარების გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]