ანგელოზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხატი მთავარანგელოზთა გამოსახულებით. XIX ს.

ანგელოზი (ბერძნ. ἄγγελος „ანგელოს“ — მაცნე) — სულიერი გონიერი არსება, გამოხატავს ღვთის ნებას და აქვს არაადამიანური შესაძლებლობა და გონიერება.

ქრისტიანობა[რედაქტირება]

ბიბლიაში მოხსენებული ანგელოზთა 9 დასი, რომლებიც 3 იერარქიად იყოფიან:

სერაბიმნი, ქერუბიმნი , საყდარნი
უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი
მთავრობანი (საწყისნი), მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

მთავარანგელოზი მიქაელი ამარცხებს სატანას. რომი, სანტა მარია დელა კონცეზიონე

მთავარანგელოზები:

მიქაელ მთავარანგელოზი - დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“ - მძლეველი ყველა მტრული ძალისა. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.

გაბრიელ მთავარანგელოზი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

რაფაელ მთავარანგელოზი - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია.

იეგუდიელ მთავარანგელოზი - ღვთის დიდებას ნიშნავს.ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს.

სელაფიელ მთავარანგელოზი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას.

ურიელ მთავარანგელოზი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20)

ვარახიელ მთავარანგელოზი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია.

იერომიელ მთავარანგელოზი - ნიშნავს ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია. ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.


იუდაიზმი[რედაქტირება]

ისლამი[რედაქტირება]

სხვა რელიგიებში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.