დევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დევი (მრავალმნიშვნელოვანი).
დევები, ოსკარ შმერლინგი, დედა ენა 1912

დევი — ბოროტი სული ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში. დევები თმით დაფარული ზოომორფული არსებები არიან რქებით და მრავალი თავით (სამიდან ასამდე). თავების რიცხვის ზრდასთან ერთად მათი ძალაც მატულობს. მოკვეთილი თავის ადგილზე ახალი ამოდის. დევები მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, მაგრამ შეიძლება მიწაზეც ცხოვრობდნენ და სასახლეებსა და სიმდიდრესაც ფლობდნენ. ჩვეულებრივ, ერთად ცხოვრობს შვიდი-ცხრა ძმა დევი. დევები მესაქონლეობას და ნადირობას მისდევენ, იტაცებენ და ატყვევებენ ლამაზ ქალებს. საქართველოს მთიელებში დევი მჩაგვრელის და დამმონებლის სინონიმის როლში გვევლინება, მათ ებრძვიან ადგილობრივი ღვთაებები. დევების ქალური პერსონიფიკაციები ნაკლებად ბოროტები არიან, ისინი იფარებენ მომხდურებს და იცავენ მათ თავისი კაციჭამია შვილებისაგან.

დევი აგრეთვე, ქართული ხალხური ზღაპრების პოპულარული პერსონაჟი, ადამიანის მსგავსი ფანტატისკური არსება, ტანად დიდი და ღონიერი, ზოგჯერ მრავალთავიანი. განასახიერებს უმთავრესად ბოროტ ძალას. დევი მზეთუახავებს იტაცებს და ქვესკნელში ან ზესკნელში მალავს. ბევრი ზღაპრის გმირი გონებაჩლუნგ დევს ჯაბნის და კლავს.

დევთა სახელები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დევი&oldid=2739984“-დან