მაქცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქცია

გრავიურა მაქციის თავდასხმაზე, ლუკას კრანახი უფროსი, 1512
რეგიონი: ამერიკა, ევროპა, აზია, აფრიკა
წარმოშობის ქვეყანა: ინგლისი
მსგავსი არსებები: უცხო სულები, ვამპირი
გამოსახულებები

მაქცია — მითური არსება, მგლის სენით დაწყევლილი ადამიანი, რომელიც ყოველთვე, სავსე მთვარის ჟამს იღებს მგლის მსგავსი ცხოველის სახეს. ადამიანი მაქციად სხვა მაქციის კბენით, მაქციის სისხლის ორგანიზმში მოხვედრით ან გარკვეული წყევლის შედეგად იქცევა.

თავდაპირველად მაქცია დასავლეთ-ევროპული ფოლკლორის პერსონაჟი იყო, მაგრამ მსგავსი დამახასიათებელი ნიშნების არსებები თითქმის ყველა კულტურის მითოლოგიაში გვხვდება (მათ შორის დასავლეთ-ქართულ მითოლოგიაში, სადაც მოიხსენიებენ, როგორც „მგელკაცას“).

გადმოცემის მიხედვით, მაქციის წყევლისგან გათავისუფლება შეუძლებელია.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი „მაქცია“ შუა საუკუნეებიდან (დაახ. XIV-XV) მოყოლებული გამოხატავდა მითურ, ტყიურ, საზარელ ურჩხულს. ხსენებული სიტყვა ძირითადა გხვდებოდა სვანურ და დანარჩენ დასავლურ ზეპირსიტყვიერებაში. სახელის ორი სავარაუდო წარმოშობა არსებობს. ერთი ვერსიით, „მაქცია“ მომდინარეობს ჩრდილოსვანური მოსახლეობის დიალექტური სიტყვიდან „მაგცი“ რომელიც მგელს ნიშნავს. მეორე ვერსიით, სიტყვა „მაქცია“ უკავშირდება ქცევას, გადაქცევას, გარდასახვას.

ხალხური გადმოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობდა რამდენიმე ქართული შუასაუკუნოვანი ლეგენდა ტყის საშინელ არსებებზე, მათ შორის: ალებზე, ჭინკებსა და ღამეულებზე. დასავლეთ საქართველოში ხშირად ყვებოდნენ ისტორიებს არსებაზე, რომლის ყმუილიც მხოლოდ სავსე მთვარის დროს ესმოდათ. გადმოცემის თანახმად, ეს უცნაური ცხოველი არ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი მგელი, რადგან ყმუილის ღამეს შინაურ პირუტყვსა და ცხვრებს ის არ ვნებდა. არსებობს გადმოცემები იმის შესახებ, რომ დასავლეთ საქართველოში საბჭოთა კავშირის დროსაც სავსემთვარეობისას ტყეებში დასახიჩრებულ ადამიანებს ნახულობდნენ. საბჭოეთში ცდილობდნენ მიეჩქმალათ ეს ამბები, რადგან ათეიზმის პროპაგანდის გამო, სტალინი ცდილობდა ხალხს შიში არ ჰქონოდა და ამ შიშს ისინი ისევ ეკლესიისკენ არ მიებრუნებინა. ასეა თუ ისე ამ საბჭოთა მკვლელობებზე ინფორმაციები მხოლოდ მოყოლით შემორჩა, რადგან საბჭოთა პრესამ ამ თემას მკაცრი ცენზურა დაადო.

აღსანიშნავია რომ მსგავსი უცნაური მკვლელობები რომლებიც სავსე მთვარეს ემთხვეოდა მოსკოვის შორეულ გარეუბნებშიც ხდებოდა. თუმცა საბჭოეთი, რა თქმა უნდა, არც ამაზე წერდა.

ბევრი თანამედროვე მეცნიერი მთვარესთან დაკავშირებულ უცნაურ ყმუილს მგლების პერიოდული გააქტიურებით ხსნის, რომელიც მთვარის ფაზების გავლენით ხდებოდა, მაგრამ ფაქტია რომ ხალხს საუკუნეების განმავლობაში ეშინოდა რაღაცის, რაც მათ თავს ესხმოდა და რასაც ისინი ვერ ხედავდნენ მაგრამ რისი ხმაც მას კარგად ესმოდათ.

მეოცე საუკუნის ბოლოს, ტერმინი „მაქცია“ დამკვიდრდა როგორც სასტიკი, სისხლისმსმელი ადამიანის სინონიმი, და რომლითაც ხშირად ამერიკელკაპიტალისტებს მოიხსენიებდნენ. საბჭოთა პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში „მაქციებს“ ასევე უწოდებდნენ მეფისა და მონარქიული რეჟიმის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება საქართველოში მაქციებისადმი თანამედროვე შეხედულებებს, ისინი მხოლოდ ფოლკლორში არსებობენ, მაგრამ 21-ე საუკუნეში ეს არსებები საკმაოდ ხშირად ჩნდებიან როგორც ფილმებში, ასევე სხვა ნებისმიერი სახის ნაწარმოებებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: