რთული ნივთიერება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რთული ნივთიერება ან ქიმიური ნაერთი ეწოდება ნივთიერებას რომელიც შედგება ორი ან მეტი ქიმიური ელემენტის ატომებისაგან. მაგალითად, მაგნიუმის ოქსიდი, წყალი, სუფრის მარილი და ნატრიუმის ქლორიდი - რთული ნივთიერებბია. რთული ნივთიერებები არ ინარჩუნებენ იმ თვისებებს რაც გააჩნიათ მის შემადგენლობაში შემავალ მარტივ ნივთიერებებს, რაც დამახასიათებელია ნივთიერებათა ნაერთებს შორის. მაგალითად, სუფრის მარილს ან ნატრიუმის ქლორიდს აქვთ სხვა განსხვავებული თვისებები ვიდრე მარტივ ნივთიერებას ნატრიუმს და ქლორს, რისგანაც ისაა წარმოქმნილი. ის ისე ინტენსიურად არ მოქმედებს წყალთან როგორც ეს ახასიათებს ნატრიუმს, და არაა მომწამლავი როგორც მარტივი ნივთიერება ქლორი. ასე რომ რთულ ნივთიერებებსა და ნაერთებს (ნარევებს) შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.


ნაერთებსა (ნარევები) და რთულ ნივთიერებათა განსხვავებები
ნივთიერებათა ნაერთები (ნარევები) რთული ნივთიერებები
წარმოიქმნება ფიზიკური პროცესის - ნივთიერებათა არევის, შერევის შედეგად წარმოიქმნება ქიმიური პროცესის - ნივთიერებათა სინთეზის დროს
ნივთიერებათა თვისებები რისგანაც ის შედგება უცვლელი რჩება რთული ნივთიერბა შემადგენელი მარტივი ნივთიერებების თვისებებს არ ინარჩუნებს
შემადგენლობა ნებისმიერია, თავდაპირველი ნივთიერებების ნებისმიერი მასური თანაფარდობით შეიძლება შერევა შემადგენლობა განსაზღვრულია, თავდაპირველი ნივთიერებები რეაგირებენ განსაზღვრული მასური თანაფარდობით
იყოფა შემადგენელ ნაწილებად - ფიზიკური მეთოდების გამოყენებით იშლება შემადგენელ ნაწილებად მხოლოდ ქიმიური რეაქციის შედეგად

ლიტერატურა[რედაქტირება]

ბურინსკაია ნ.ნ., კიევი, 1997, გამ. ირპენი