ფიზიკური სიდიდე
ფიზიკური სიდიდე არის რაიმე ობიექტის ან მოვლენის რომელიმე ფიზიკური მახასიათებელის რაოდენობრივი მნიშვნელობა ან გაზომვის შედეგად მიღებული მნიშვნელობა.
- ფიზიკური მნიშვნელობის სიდიდე არის ფიზიკური სიდიდის მნიშვნელობა დამახასიათებელი კონკრეტული ობიექტისა ან პროცესისათვის. იგი მოიცემა მისი მნიშვნელობისა (რაიმე რიცხვი ან რიცხვებსის ერთობლიობა) და განზომილების ერთეულის ნამრავლით (მაგალითად 300 ვატი).
- ფიზიკური სიდიდის განზომილება არის ხარისხოვანი გამოსახულება, რომელიც შეიცავს ძირითადი ფიზიკური სიდიდეების გარკვეული ხარისხების ნამრავლს და გვიჩვენებს განსახილველი სიდიდის ერთეულის კავშირს საბაზისოდ აღებული ფიზიკური სიდიდეების ერთეულებთან. ფიზიკური სიდიდის განზომილება შემოტანილი იქნა ჟან ბაპტისტ ფურიეს მიერ 1822 წელს.
- ფიზიკური სიდიდის მნიშვნელობა ფიზიკური სიდიდის ზომის რიცხობრივი მნიშვნელობა მის გასაზომად მიღებულ ერთეულებში.
- ფიზიკური სიდიდის რიცხვითი მნიშვნელობა ფიზიკური სიდიდის მნიშვნელოვაში შემავალი რიცხვი.
სექციების სია |
მაგალითი [რედაქტირება]
თუ რაიმე მოწყობილობის სიმძლავრე (P) მოცემულია როგუორც
- P = 42,3 × 10³ ვტ = 42,3 კვტ,
მაშინ
- Р არის სიდიდის აღმნიშვნელი სიმბოლო
- 42,3 × 10³ არის რიცხვითი მნიშვნელობა
- კ აღნიშნავს "კილო" (შეესაბამება 10³)
- ვტ აღნიშნავს ვატს, სიმძლავრის ერთეულს SI სისტემაში.
ძირითადი და წარმოებული სიდიდეები [რედაქტირება]
- ძირითადი ფიზიკური სიდიდე არის ფიზიკური სიდიდე, რომელიც არჩეულ ერთეულთა სისტემაში განიხილება როგორც საბაზისო, დამოუკიდებელი სიდიდე.
- წარმოებული ფიზიკური სიდიდე არის ფიზიკური სიდიდე რომელიც განისაზღვრება ძირითადი (საბაზისო) სიდიდეებით.
დღესდღეობით ფიზიკაში ძირითადად გამოიყენება SI სისტემა (თეორიული ფიზიკის ზოგიერთ დარგში ასევე გამოიყენება გაუსის ერთეულთა სისტემა) რომელშიც არის შვიდი ძირითადი სიდიდე:
სი შედგება ზომათა ერთეულებისა და წინსართებისაგან. სი ზომათა ერთეულები იყოფა ორ ჯგუფად: შვიდი ძირითადი და მათგან წარმოებული ერთეულები.
| ძირითადი სი ერთეულები | ||
|---|---|---|
| ერთეული | მოკლე აღნიშვნა | ფიზიკური სიდიდე |
| მეტრი | მ | სიგრძე |
| კილოგრამი | კგ | მასა |
| წამი | წმ | დრო |
| ამპერი | ა | დენის ძალა |
| კელვინი | °K | ტემპერატურა |
| მოლი | მოლ | ნივთიერების რაოდენობა |
| კანდელა | კდ | სინათლის ძალა |
ყველა სხვა ფიზიკური სიდიდის ერთეული იწარმოება ამ საბაზისო ერთეულების მეშვეობით.
განზომილებიანი და უგანზომილებო სიდიდეები [რედაქტირება]
- განზომილებიანი ფიზიკური სიდიდე არის ისეთი სიდიდე, რომლის განზომილებაში ერთ-ერთი საბაზისო სიდიდის განზომილება მაინც განსხვავებული ნულისაგან.
- უგანზომილებო ფიზიკური სიდიდე არის ფიზიკური სიდიდე, რომლის განზომილებაში ყველა საბაზისო სიდიდის განზომილება ნულის ტოლია.
ექსტენსიური და ინტენსიური სიდიდეები [რედაქტირება]
- სიდიდეს ეწოდება ექსტენსიური, თუ მისი მნიშვნელობა შედგენილი სისტემისთვის არის შემადგენელი ქვესისტემების მნიშვნელობების ჯამი მაგალითად მოცულობა, მასა და ა. შ);
- ფიზიკურ სიდიდეს ეწოდება ინტენსიური, თუ მისი მნიშვნელობა არ არის დამოკიდებული სისტემის ზომაზე (მაგალითად ტემპერატურა, წნევა და ა. შ.).
ზოგიერთი ფიზიკური სიდიდე როგრიცაა იმპულსის მომენტი, ძალა, სიგრძე, დრო, არც ექსტენსიურია და არც ინტენსიური.
ზოგიერთი ექსტენსიური სიდიდიდან ხდება წარმოებული სიდიდეების განსაზღვრება:
- კუთრი სიდიდე არის სიდიდე, რომელიც მიიღება რაიმე სიდიდის მასაზე გაყოფით (მაგალითად კუთრი მოცულობა);
- მოლური სიდიდე არის ნივთიერების რაოდენობაზე ნორმირებული სიდიდე (მაგალითად მოლური მოცულობა).
სკალარული, ვექტორული და ტენზორული სიდიდეები [რედაქტირება]
- სკალარული სიდიდე არის სიდიდე რომლის ტენზორული რანგი ნულის ტოლია.
- ვექტორული სიდიდე არის სიდიდე რომლის ტენზორული რანგი ერთის ტოლია.
- ტენზორული სიდიდე არის სიდიდე რომლის ტენზორული რანგი ერთზე მეტია.
სიმბოლოები [რედაქტირება]
ფიზიკური სიდიდეების აღსანიშნავად როგორც წესი გამოიყენება ლათინური ან ბერძნული ასოები. სიმბოლოს ხშირად ურთავენ ზედა ან/და ქვედა ინდექსს, რომელიც მიუთითებს ფიზიკური სიდიდის კუთვნილებას, მაგალითად Eп ხშირად აღნიშნავს პოტენციური ენერგიას, ხოლო cp სითბოტევადობას მუდმივი წნევის დროს.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სტატიის