სიჩქარე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიჩქარე — ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და პრაქტიკაში ყველაზე გამოყენებადი ფიზიკური სიდიდე. ზოგადად აღნიშნავს დროის ერთეულში რაიმე სიდიდის ცვლილებას.

ფიზიკაში, ეს არის სიდიდე, რომლის გარშემოც და რომელზეც არის აწყობილი თანამედროვე ფიზიკა, კერძოდ აინშტაინის ფარდობითობის თეორია. ამ თეორიის მიხედვით, სიჩქარის სიდიდე არის შემოსაზღვრული, აქვს მაქსიმუმი და მასზე მეტი სიჩქარის არსებობა თეორიულად არის შეუძლებელი. მისი მაქსიმუმი არის ე. წ. „სინათლის სიჩქარე“. ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღის გავრცელების (ფოტონის) სიჩქარე ვაკუუმში. მას ტრადიციულად აღნიშნავენ ლათინური ასოთი — C და მისი მნიშვნელობა არის 299 792 458 კილომეტრი წამის განმავლობაში.

სიჩქარე არის ვექტორული სიდიდე, ანუ რიცხვით მნიშვნელობასთან ერთად მიუთითებს ასევე გადაადგილების მიმართულებას.

უნდა აღინიშნოს, რომ C სიჩქარის მიღწევა არ შეუძლიათ უძრაობის მასის მქონე სხეულებს. ამ სიჩქარით მოძრაობენ მხოლოდ უძრაობის მასის არ მქონე სხეულები, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათ ნაკლები სიჩარით მოძრაობა არ შეუძლიათ ანუ ისინი სხვაგვარად არ არსებობენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]