სიგრძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიგრძეფიზიკური სიდიდე, რომელიც რაიმე წირის სიგრძეს აღნიშნავს. ვიწრო გაგებით სიგრძის ქვეშ იგულისხმება სხეულის ზომა გრძივი მიმართულებით, ანუ ჰორიზონტალური მიმართულებით სხეულის ორ ყველაზე დაშორებულ წერტილს შორის მანძილი, განსხვავებით ვერტიკალური ზომისგან (სიმაღლე). ფიზიკაში სიგრძე ხშირად მანძილის სინონიმად გამოიყენება და აღინიშნება ლათინური ასოთი L ან l.

სიგრძის ერთეული SI სისტემაში არის მეტრი (მ), ხოლო CGS სისტემაში არის სანტიმეტრი (სმ).

სიგრძის ერთეულები[რედაქტირება]

მეტრული სისტემა[რედაქტირება]

მეტრულ სისტემაში სიგრძის ერთეულად გამოიყენება შემდეგი სიდიდეები

ბრიტანული (იმპერიული) სისტემა[რედაქტირება]

იმპერიული (ბრიტანული) სიგრძის ერთეულებია მილი, იარდი, ფუტი და დიუმი. მილი ბრიტანეთში გავრცელდა ძველი რომიდან, სადაც ის განიმარტებოდა როგორც შეიარაღებული რომაული ჯარის 1000 ორმაგი ნაბიჯი.

საზღვაო სისტემა[რედაქტირება]

სიგრძის გაზომვის საზღვაო სისტემა მიბმულია დედამიწის ზომასთან. საბაზისო ერთეულად აღებულია საზღვაო მილი, რომელიც განიმარტება, როგორც დედამიწის ელიფსოიდის მერიდიანის ერთი გრადუსის 1/60-ედის სიგრძე. საზღვაო მილის ზომა არ არის მუდმივი. ეკვატორზე ის 1843 მ-ის ტოლია, ხოლო პოლუსებზე 1861,6 მეტრის.

საერთაშორისო საზღვაო მილი 1852 მეტრს შეადგენს.

ასტრონომიული ერთეულები[რედაქტირება]

ასტრონომიაში სიგრძის გასაზომად ხშირად გამოიყენება შემდეგი ერთეულები