სუდ-ჩიჩასის პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | პოტოსის დეპარტამენტი |
| მოიცავს | 2 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | ტუპისა |
| ოფიც. ენები | ესპანური, კეჩუა |
| მოსახლეობა (2001) | 47 873 კაცი |
| სიმჭიდროვე | 5,9 კაცი/კმ² |
| აღმსარებლობა | კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი |
| ფართობი | 8 158 კმ² |
| დროის სარტყელი | GMT -4 |
| კოდი ISO 3166-2 | BO.PO.SC |
| Sud Chichas Province | |
სუდ-ჩიჩასის პროვინცია (ესპ. Provincia de Sud Chichas) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. დედაქალაქია ტუპისა.
სუდ-ჩიჩასი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. სამხრეთით ესაზღვრება არგენტინა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ტარიხას დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — ჩუკისაკის დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ასევე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაჭიმულია 60 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 8 158 კმ²-ს შეადგენს.
სექციების სია |
მოსახლეობა [რედაქტირება]
- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 52 308 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 47 873-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 8.5 %-იან კლებას.
- 96 % ლაპარაკობს ესპანურად, 59 % კეჩუაზე.
- მოსახლეობის 45 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- 34 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 11 % მაღაროებში, 6 % მრეწველობაში, 49 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 88 % კათოლიკეა, 8% პროტესტანტი.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუას შთამომავლები არიან.
დაყოფა [რედაქტირება]
პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||