პოტოსის დეპარტამენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოტოსი
Potosí
დროშა
Flag of potosi.svg
გერბი
Escudo de Potosí.svg
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
სტატუსი დეპარტამენტი
მოიცავს 16 პროვინციას
ადმინისტრაციული ცენტრი პოტოსი
მოსახლეობა (2001) 709 013 კაცი
სიმჭიდროვე 6.0/ კაცი/კმ²
ფართობი 118 218 კმ²
პოტოსი რუკაზე
დროის სარტყელი BOT (UTC-4)
სატელეფონო კოდი +(591)2

პოტოსის დეპარტამენტიბოლივიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. მისი ფართობი 118,218 კმ²-ია. 2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 709,013 ადამიანს. დედაქალაქია პოტოსი, ბოლივიის ერთ-ერთი დიდი ქალაქი. რეგიონი ძირითადად მთიანია, უნაყოფო. დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ფართო ზეგანი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი მარილიანი ვაკე, სალარ-დე-უიუნი.

პოტოსი ესპანეთის იმპერიის უმდიდრესი პროვინცია იყო. აწარმოებდა ვერცხლის უზარმაზარ წილს, რომელიც შემდეგ ევროპაში მიედინებოდა. ამჟამად არსებულ ვერცხლის საბადოებს იაპონური კომპანია ამუშავებს.

პოტოსის პროვინციები[რედაქტირება]

დეპარტამენტი დაყოფილია 16 პროვინციად, რომლებიც თავის მხრივ იყოფა 40 მუნიციპალიტეტად [1] და 219 კანტონად.

პროვინცია დედაქალაქი კმ² მოსახლეობა
Bolivia department of potosi.png
ალონსო-დე-იბანიესი ვილია-დე-საკაკა 2.170 29.821
ანტონიო კიხარო უიუნი 14.890 37.431
ბერნარდინო-ბილბაო არამპამპა 640 10.850
ჩარკასი სან-პედრო-დე-ბუენა-ვისტა 2.964 41.651
ჩაიანტა კოლკეჩაკა 7.026 98.946
კორნელიო საავედრა ბეტანსოსი 2.375 61.398
დანიელ კამპოსი ლიაკა 12.106 5.270
ენრიკე ბალდივიესო სან-აგუსტინი 2.254 1.827
ხოსე-მარია ლინარესი პუნა 5.136 50.817
მოდესტო-ომისტე ვილიასონი 2.260 38.364
ნორ-ჩიკასი კოტაგაიტა 8.979 32.946

ნორ-ლიპესი

კოლჩა 20.892 11.594
რაფაელ ბუსტილიო უნსია 2.235 75.599
სუდ-ჩიკასი ტუპისა 8.516 47.005

სუდ-ლიპესი

სან-პაბლო-დე-ლიპესი 22.355 5.284

თომას ფრიასი

პოტოსი 3.420 189.978

დეპარტამენტში გავრცელებული ძირითადი ენებია: კეჩუა, ესპანური და აიმარა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]