დანიელ-კამპოსის პროვინცია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანიელ-კამპოსის პროვინცია
Provincia de Daniel Campos
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
სტატუსი პროვინცია
შედის პოტოსის დეპარტამენტი
მოიცავს 2 მუნიციპალიტეტს
ადმინ. ცენტრი ლიიკა
ოფიც. ენები ესპანური, აიმარა
მოსახლეობა (2001) 5 067 კაცი
სიმჭიდროვე 0.5 კაცი/კმ²
აღმსარებლობა კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი
ფართობი 10 347 კმ²
დანიელ-კამპოსის პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელი GMT -4
კოდი ISO 3166-2 BO.PO.DC
Commons-logo.svg Daniel Campos Province

დანიელ-კამპოსის პროვინცია (ესპ. Provincia de Daniel Campos) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ამ მხარეში დაბადებული პოეტის — დანიელ კამპოსის პატივსაცემად. დედაქალაქია ლიიკა.

დანიელ-კამპოსი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტი, დასავლეთით — ჩილე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 180 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 240 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 10 347 კმ²-ს შეადგენს.

პროვინცია მდებარეობს მარილიან პლატოზე, სამხრეთ ალტიპლანოში. მისი ტერიტორიის 65 %-ზე მეტი სალარ-დე-უიუნის უჭირავს. კლიმატი მშრალია, ნალექების 200 მმ საშუალო წლიური მაჩვენებლით.

სექციების სია

მოსახლეობა [რედაქტირება]

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აიმარას შთამომავლები არიან.

დაყოფა [რედაქტირება]

პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

20°07′ ს. გ. 67°48′ დ. გ. /