სტივ მორსი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტივ ჯ. მორსი

ბიოგრაფია
დაიბადა 28 ივლისი 1954
წარმოშობის ადგილი ქალაქი ჰამილტონი, ოჰაიო, აშშ
ჟანრი/ები ჰარდ როკი
საქმიანობა/ები გიტარისტი
ინსტრუმენტი/ები ელექტრო გიტარა
ვებგვერდი სტივ მორსის ვებ-გვერდი

სტივენ ჯეი მორსი (დ. 28 ივლისი, 1954, ოჰაიო, აშშ) ჰარდ როკ ჯგუფ დიფ ფარფლის სოლო გიტარისტი. მისი კარიერა მოიცავს როკის, ქანთრი, ჯაზის, კლასიკისა და ამ მუსიკალურ მიმდინარეობათა ნაზავს. მორსი დიფ ფარფლის წევრია 1994 წლიდან.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

სტივის მშობლები პროფესიით ფსიქოლოგები იყვნენ. ჰამილტონიდან ოჯახი ტენესიში გადავიდა, შემდეგ ქალაქ იპსილენტში (მიჩიგანი), სადაც სტივმა ბავშვობა გაატარა.მიუხედავად იმისა, რომ მორსი ფორტეპიანოსა და კლარნეტზე უკრავდა, მან საბოლოოდ გიტარა აირჩია.

სტივი თავის ძმა დეივთან ერთად უკრავდა ჯგუფ The Plague-ში. რიჩმონდის აკადემიაში მორსი შეხვდა ბასისტ ენდი ვესტს. მათ ჯონ კართან (კლავიშები), ფრენკ ბრიტინჰემსა (გიტარა და ვოკალი) და დეივ მორსთან (დასარტყამები) ერთად შექმნეს ჯგუფი Dixie Grits, თუმცა ჯგუფმა დიდხანს არ იარსება.

ვესტი და მორსი აგრძელებდნენ ერთად დაკვრას, მანამდე სანამ სტივი სკოლიდან გარიცხეს (მან უარი განაცხადა, თმები შეეჭრა). სტივმა მაიამის უნივერსიტეტში ჩააბარა. 1970-იან წლებში იქ რამდენიმე, მომავალში ცნობილი მუსიკოსი სწავლობდა. ენდი ვესტიც მაიამის უნივერსიტეტში მოხვდა.

1993 წელს დიფ ფარფლიის ალბომ The Battle Rages On-ის მხარდამჭერ ტურნეს დროს, რიჩი ბლექმორმა ჯგუფი დატოვა. სანამ ჯგუფში სტივს აიყვანდენ, ტურნეს დასასრულებლად დროებით გიტარისტი ჯო სატრიანი მოიწვიეს. მას შემდეგ მორსი დიფ ფარფლის წევრია.



პირადი ხელსაწყოები