Burn (ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Burn
სტუდიური ალბომი - Deep Purple
გამოცემის თარიღი 15 თებერვალი, 1974
ჩაწერის თარიღი ნოემბერი, 1973
მონტრე, შვეიცარია
ჟანრი მძიმე როკი
ხანგრძლივობა 41:37 (ორიგინალური გამოცემა)
72:00 (2004 წლის კომპაქტ დისკი)
ლეიბლი EMI/Purple TPS 3505 (ბრიტანეთი)
Warner Bros. (აშშ)
პროდიუსერი Deep Purple
Deep Purple - ქრონოლოგია
Who Do We Think We Are
(1973)
Burn
(1974)
Stormbringer
(1974)
რემასტერინგის ყდა
რემასტერინგის ყდა
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars[1]
Rolling Stone (უარყოფითი)[2]
რობერტ კრისტგოუ C+[3]

Burnმძიმე როკ ჯგუფ Deep Purple-ს მერვე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1974 წელს. იგი ჩაიწერა მონტრეში (შვეიცარია), 1973 წლის ნოემბერში, პორტატულ ხმისჩამწერ სტუდიაში და გამოიცა 1974 წლის თებერვალში.

აქ მსმენელის წინაშე პირველად წარდგნენ ჯგუფის ახალი ვოკალისტი დევიდ კოვერდეილი და ახალი ბასისტი/ვოკალისტი გლენ ჰიუზი, ჯგუფიდან Trapeze. მათ შეცვალეს იენ გილანი და როჯერ გლოვერი. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც გამოსცა Mk III პერსონალიმ. კოვერდეილისა და ჰიუზის დახმარებით, Deep Purple-ის მძიმე როკი იქცა უფრო მეტად ბუგიზე ორიენტირებულად, შეიცავდა სოულის და ფანკის ელემენტებს. ამ ჟღერადობამ, თავის მხრივ, უფრო გამოავლინა საკუთარი თავი შემდეგ დისკზე Stormbringer.

Might Just Take Your Life/Coronarias Redig იყო Deep Purple-ის პირველი სინგლი ბრიტანეთში, 2 წლიანი პაუზის შემდეგ. იგი გამოვიდა 12 თებერვალს, ალბომის გამოჩენამდე 3 დღით ადრე.

Coronarias Redig ჩაწერილი იქნა ამ ალბომზე მუშაობის დროს, მაგრამ გამოვიდა B-გვერდის სახით, სინგლზე Might Just Take Your Life. იგი ასევე შეტანილია ალბომის საიუბილეო გამოცემაში.

თავისი დროისათვის მოულოდნელი ენთუზიაზმით, ალბომის რეკლამა გადიოდა ბრიტანულ ტელეარხებზე.

სიმღერების სია[რედაქტირება]

მხარე 1[რედაქტირება]

# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. Burn   დევიდ კოვერდეილი, რიჩი ბლეკმორი, ჯონ ლორდი, იენ პეისი 6:04
2. Might Just Take Your Life   კოვერდეილი, ბლეკმორი, ლორდი, პეისი 4:36
3. Lay Down, Stay Down   კოვერდეილი, ბლეკმორი, ლორდი, პეისი 4:15
4. Sail Away   კოვერდეილი, ბლეკმორი 5:48

მხარე 2[რედაქტირება]

# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
5. You Fool No One   კოვერდეილი, ბლეკმორი, ლორდი, პეისი 4:47
6. What's Goin' on Here   კოვერდეილი, ბლეკმორი, ლორდი, პეისი 4:55
7. Mistreated   კოვერდეილი, ბლეკმორი 7:25
8. 'A' 200   ბლეკმორი, ლორდი, პეისი 3:51

დამატებითი სიმღერები (საიუბილეო გამოცემა)[რედაქტირება]

# სახელწოდება სიმღერის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
9. Coronarias Redig (2004 წლის რემიქსი) ბლეკმორი, ლორდი, პეისი 5:30
10. Burn (2004 წლის რემიქსი) კოვერდეილი, ბლეკმორი, ლორდი, პეისი 6:00
11. Mistreated (2004 წლის რემიქსი) კოვერდეილი, ბლეკმორი 7:28
12. You Fool No One (2004 წლის რემიქსი) კოვერდეილი, ბლეკმორი, ლორდი, პეისი 4:57
13. Sail Away (2004 წლის რემიქსი) კოვერდეილი, ბლეკმორი 5:37

მიუხედავად იმისა, რომ გლენ ჰიუზი აქტიურად მუშაობდა ალბომზე, იგი არ არის მითითებულ ალბომზე, როგორც თანაავტორი. 2004 წლის გამოცემაში იგი ნახსენებია, როგორც ყველა სიმღერის თანაავტორი, გარდა სიმღერებისა Sail Away და Mistreated.

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Burn. Allmusic. წაკითხვის თარიღი: January 5, 2012.
  2. Barnes, Ken. (25 April 1974)Album reviews Deep Purple. Rolling Stone. Wenner Media. წაკითხვის თარიღი: 2 December 2009.
  3. CG: Deep Purple. Robert Christgau. წაკითხვის თარიღი: 2012-01-04.