დევიდ კოვერდეილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევიდ კოვერდეილი
David Coverdale.jpeg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 სექტემბერი 1951
წარმოშობა ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1973 - დღემდე
საიტი უაიტსნეიკის ოფიციალური საიტი

დევიდ კოვერდეილი (დ. 1951 წლის 22 სექტემბერს) — ინგლისელი მომღერალი. მან სახელი გაითქვა მძიმე როკ ჯგუფ დიფ ფარფლში მოღვაწეობისას, შემდეგ კი საკუთარ ჯგუფში უაიტსნეიკი.

კარიერა[რედაქტირება]

დევიდ კოვერდეილმა პოპულარულობ მაშინ მოიპოვა, როდესაც დიფ ფარფლიდან წასული იენ გილანი შეცვალა. ის ქალაქ რედქარში (იორკშირი) ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა, როდესაც თავისი ჩანაწერი, სურათან ერთად Deep Purple-ის წევრებს გაუგზავნა. ისინი მოიხიბლნენ დევიდის ხმით და ჯგუფში აიყვანეს, სადაც ის ვოკალისტის მოვალეობებებს ბასისტ გლენ ჰიუზთან ერთად ასრულებდა. სამ წლიანი ტურნე დიფ ფარფლთან ერთად 1976 წლის მარტში დასრულდა, როდესაც ჯგუფი დაიშალა.

1976-1977 წლებში დევიდ კოვერდეილმა ორი სოლო ალბომი ჩაწერა: White Snake და Northwinds. 1978 წელს მან საკუთარი ჯგუფი უაიტსნეიკი ჩამოაყალიბა. 1982 წელს გავრცელდა ხმები, რომ კოვერდეილს ჯგუფ ბლექ საბათიდან წასული ვოკალისტი რონი ჯეიმზ დიო უნდა შეეცვალა, მაგრამ დევიდმა უარი თქვა შეთავაზებაზე. მის ნაცვლად ჯგუფში Deep Purple-ის ყოფილი წევრი იენ გილანი აიყვანეს. 80-იან წლებში უაიტსნეიკმა მძიმე როკის სტილში რამდენიმე ალბომი ჩაწერა, რომლებშიც ბლუზის გავლენა იგრძნობოდა. ჯგუფმა პოპულარობა მოიპოვა დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში. აშშ-ში კი აღიარებას მხოლოდ ალბომ Whitesnake-ის გამოსვლის შემდეგ მიაღწია.

1994 უაიტსნეიკი დაიშალა, მას შემდეგ რაც ხმისჩამწერმა კომპანიამ მასთან კონტრაქტი აღარ განაახლა. კოვერდეილი აგრძელებდა მუსიკალურ კარიერას, ის ლედ ზეპელინის ყოფილ გიტარისტ ჯიმი პეიჯთან ერთად მუშაობდა პროექტზე Coverdale and Page.

1997 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა უაიტსნეიკის აღდგენის შესახებ.

გიტარისტები[რედაქტირება]

თავისი კარიერის მანძილზე დევიდ კოვერდეილს როკ სამყაროში ცნობილ მრავალ ნიჭიერ გიტარისტთან ერდათ უმუშავია.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სოლო[რედაქტირება]

1977 White Snake
1978 Northwinds
1990 The Last Note Of Freedom - სიმღერა შეტანილია ფილმის Days of Thunder საუნდტრეკში
1993 Coverdale and Page (ჯიმი პეიჯთან ერთად)
2000 Into the Light

ერთობლივი ნამუშევრები[რედაქტირება]

1974 როჯერ გლოვერი - The Butterfly Ball and the Grasshopper's Feast (Behind the Smile)
1974 ჯონ ლორდი - Windows - 2nd Movement, Gemini
1976 ედი ჰარდინი - Wizard's Convention (Money To Burn)
1978 ბარბი ბენტონი - Ain't That Just The Way (სიმღერის Up In The Air თანაავტორი)
1989 სტივ ვეი - Passion and Warfare (For the Love of God)
2000 ბერნი მერსდენი - And About Time Too (Who's Fooling Who, 1981 წლის ცოცხალი ჩანაწერი, გამოვიდა მხოლოდ ალბომის განმეორებით გამოცემებში)
2003 ტონი ფრანკლინი - Wonderland (Sunshine Lady)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: