In Concert with the London Symphony Orchestra

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
In Concert with the London Symphony Orchestra
ცოცხალი ალბომი - Deep Purple
გამოცემის თარიღი 8 თებერვალი, 2000
ჩაწერის თარიღი 25-26 სექტემბერი, 1999
ჟანრი სიმფონიური როკი, მძიმე როკი
ლეიბლი Spitfire
Eagle Rock Entertainment
Deep Purple - ქრონოლოგია
Deep Purple: Extended Versions
(2000)
Live at the Royal Albert Hall
(2000)
Smoke On The Water & Other Hits
(2001)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars[1]

Live at the Royal Albert Hall — ჯგუფ Deep Purple-ის ცოცხალი ალბომი, ჩაწერილი 1999 წლის 25 და 26 სექტემბერს, ლონდონის ალბერტ ჰოლში, ლონდონის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით. გამოიცა 2000 წლის 8 თებერვალს, ლეიბლზე Spitfire.

თავდაპირველად ამ კონცერტის სულის ჩამდგმელი იყო ჯონ ლორდი, რომელსაც სურდა 1969 წლის ინოვაციური ალბომის Concerto for Group and Orchestra მასალის კვლავ შესრულება. ერთ-ერთი მოყვარულის დახმარებით, რომელიც მუსიკათმცოდნე და კომპოზიტორი იყო, მოხდა დაკარგული პარტიტურის აღდგენა. ჯონის იდეით, ჯგუფი უნდა გამოსულიყო კვლავ ალბერტ ჰოლში, მხოლოდ ამჯერად - ლონდონის სიმფონიური ორკესტრის (და არა სამეფო ფილარმონიული ორკესტრის) თანხლებით. დირიჟორად აირჩიეს პოლ მენი (წინა იყო მალკოლმ არნოლდი).

კონცერტზე შესრულდა ჯგუფის წევრების კარიერის სოლო-კომპოზიციები და Deep Purple-ის ცნობილი სიმღერები. მოწვეული სტუმრების სახით გამოჩნდნე რონი ჯეიმზ დიო, სტივ მორსის საკუთარი ბენდი და სემ ბრაუნი. 2001 წელს მსგავსი კონცერტები გაიმართა ტოკიოში და შეტანილი იქნა ბოქს-სეტში The Soundboard Series.

კონცერტი ასევე გამოიცა DVD ფორმატში.

სიმღერების სია[რედაქტირება]

დისკი 1[რედაქტირება]

  1. Pictured Within (ჯონ ლორდი) – 8:38
  2. Wait a While (ლორდი, სემ ბრაუნი) – 6:44
  3. Sitting in a Dream (როჯერ გლოვერი) – 4:01
  4. Love Is All (გლოვერი, ედი ჰარდინი) – 4:40
  5. Via Miami (იენ გილანი, გლოვერი) – 4:51
  6. That's Why God Is Singing the Blues (დეივ კორბეტი) – 4:02
  7. Take It off the Top (სტივ მორსი) – 4:43
  8. Wring That Neck (რიჩი ბლეკმორი, ნიკ სიმპერი, ლორდი, იენ პეისი) – 4:38
  9. Pictures of Home (გილანი, ბლეკმორი, გლოვერი, ლორდი, პეისი) – 9:56

დისკი 2[რედაქტირება]

  1. Concerto for Group and Orchestra, Mov. 1 (ლორდი) – 17:03
  2. Concerto for Group and Orchestra, Mov. 2 (გილანი, ლორდი) – 19:43
  3. Concerto for Group and Orchestra, Mov. 3 (ლორდი) – 13:28
  4. Ted the Mechanic (გილანი, მორსი, გლოვერი, ლორდი, პეისი) – 4:50
  5. Watching the Sky (გილანი, მორსი, გლოვერი, ლორდი, პეისი) – 5:38
  6. Sometimes I Feel Like Screaming (გილანი, მორსი, გლოვერი, ლორდი, პეისი) – 7:44
  7. Smoke on the Water (გილანი, ბლეკმორი, გლოვერი, ლორდი, პეისი) – 6:43

პერსონალი[რედაქტირება]

  • იენ გილანი - ვოკალი
  • ჯონ ლორდი - კლავიშიანი ინსტრუმენტები
  • სტივ მორსი - გიტარები
  • იენ პეისი - დასარტყმელი საკრავები
  • როჯერ გლოვერი - ბას გიტარა
  • რონი ჯეიმზ დიო - ვოკალი
  • მილერ ანდერსონი - ვოკალი
  • დეივ ლა რუ - ბასი
  • პოლ მენი - დირიჟორი
  • ვენ რომეინი - დასარტყმელი საკრავები
  • უილ შეპლენი - ხმის ინჟინერი
  • ალექს გუდისონი - ხმის ინჟინერი (დამხმარე)
  • შოუნ დეფიო - ხმის მიქსი, ხმის ინჟინერი
  • უილ შეპლენი - ხმის მიქსი
  • ჯეკი ტერნერი, მარკო მილიარი - ხმის მიქსი
  • Deep Purple - პროდიუსერები
  • საიმონ კლარკი - ფლეიტა, ალტო და ბარიტონ საქსოფონი
  • ტიმ სენდერსი - ტენორ და სოპრანო საქსოფონი
  • ენი უაიტჰედი - ტრომბონი
  • პოლ სპონგი, როდი ლორიმერი - საყვირი, ფლუგელჰორნი
  • სემ ბრაუნი, პიტ ბრაუნი, მარგო ბიუქენენი, ეიჩ მაკ-რობი - ვოკალი
  • მარიო არგანდონა - ვოკალი, პერკუსია
  • ედი ჰარდინი - ფორტეპიანო
  • გრემ პრესკეტი - ვიოლინო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]