სოფია როტარუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფია როტარუ
Rotaruretrofm2009.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 აგვისტო, 1947 (1947-08-07) (66 წლის)
წარმოშობა მარშინცი, ჩერნოვცის ოლქი, უკრაინა.
ჟანრ(ებ)ი პოპი, საცეკვაო, ელექტრონიკა, ფოლკი, რეპი, რ'ენ'ბი
საქმიანობა მომღერალი-ავტორი, მუსიკოსი, რეკორდ პროდიუსერი, კინო პროდიუსერი, ტანსაცმელის დიზაინერი, მოცეკვავე, ავტორი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, პერკუსია
აქტიური 1968-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Artur-Music (2003-დან)
Extraphone (2002-დან)
Sintez Records (1991)
Warner Music Group (1987)
Sony BMG Music Entertainment (1976)
Krugozor (1975)
Melodiya (1972-დან)
საიტი www.sofiarotaru.com

სოფია როტარუ (რუმ. Sofia Rotaru, უკრ. Софiя Ротару; 7 აგვისტო, 1947) — მოლდაველი პოპ-მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მოცეკვავე, მსახიობი. ცნობილია მისი ღრმა ლირიკული ხმითა და მომხიბვლელობით. ამჟამად უკრაინის მოქალაქე. ცხოვრობს იალტასა და კიევში.

1988 წელს სოფია როტარუ პირველი პოპ-მომღერალი გახდა, რომელსაც „საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის“ წოდება მიენიჭა, ხოლო 2000 წელს რუსული მედია მას XX საუკუნის მომღერალს უწოდებს.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: უკრაინის სსრ-ის დამსახურებული არტისტი, უკრაინის სსრ-ის სახალხო არტისტი, მოლდავეთის სსრ-ის სახალხო არტისტი, სსრკ-ის სახალხო არტისტი, ლინინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი, უკრაინის გმირი, მოლდავეთის გმირი (მოლდოვის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოს „რესპუბლიკის ორდენის“ კავალერი).

მისი რეპერტუარი მოითვლის 400 სიმღერას რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, ბულგარულ, სერბულ, პოლონურ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: