სილენდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სილენდის სამთავრო
Principality of Sealand
სილენდი
სილენდის
'დევიზი: '„Ex mare libertas“ (თავისუფლება ზღვიდან)
'ჰიმნი: '„Ex mare libertas“
დედაქალაქი სილენდი[1]
51°53′ ჩ. გ. 1°28′ ა. გ. / 51.883° ჩ. გ. 1.467° ა. გ. / 51.883; 1.467
ოფიციალური ენა ინგლისური[2]
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მთავარი მიშელ ბეითსი
ფართობი
 -  სულ 0,00,055[3] კმ2 
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 27 (4 მუდმივი მაცხოვრებელი)[3] 
ვალუტა სილენდის დოლარი (არ აქვს)
დროის სარტყელი (UTC +0სთ.)[4]
Internet TLD არ აქვს

სილენდი (ინგლ. Sealand) — არაღიარებული ქვეყანა. მდებარეობს ყოფილ თავდაცვით პლატფორმა — რაფს-ტაუერზე, ჩრდილოეთ ზღვაში. ბრიტანეთის სანაპიროდან დაშორებულია 10 კილომეტრით.[1]

ისტორია[რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა მტრისგან თავდასაცავად ნაპირის გასწვრივ ზღვაში ააგეს თავდაცვითი პლატფორმები. ერთ-ერთი მათგანი იყო რაფს-ტაუერი (ინგლ. Roughs Tower). ომის დროს მასზე განლაგებული იყო საზენიტო იარაღები და 200 კაცისგან შემდგარი გარნიზონი. ომის დასრულების შემდეგ პლატფორმების უმრავლესობა დაანგრიეს, ხოლო რაფს-ტაუერი დარჩა ხელუხლებელი, რადგან ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების გარეთ მდებარეობდა.

1966 წელს პენსიაზე გასულმა ბრიტანეთის მაიორმა როი ბეიტსმა და მისმა მეგობარმა რონან ო’რეილიმ ამოირჩიეს მიტოვებული რაფს-ტაუერი, მასზე გასართობი პარკის მოსაწყობად. თუმცა, მალე მეგობრებს შორის უთანხმოება მოხდა და როი ბეიტსი გახდა ადგილის ერთპიროვნული მფლობელი. მომავალ წელს რონან ო’რეილი შეეცადა პლატფორმის დაპატრონებას, თუმცა მისი შემოტევა მოგერიებული იქნა იარაღით და საწვავით სავსე ქილებით.

როიმ გადაიფიქრა გასართობი პარკის მშენებლობა და პლატფორმაზე განათავსა პირატული რადიოსადგური “Britain’s Better Music Station”.

1967 წლის 2 სექტემბერს როიმ განაცხადა სუვერენული სახელმწიფოს შექმნის შესახებ და თავისი თავი გამოაცხადა მეფედ – როი I-ად. ეს დღე აღინიშნება როგორც სახელმწიფო დღესასწაული.

1968 წელს ბრიტანეთი შეეცადა პლატფორმის დაკავებას, პლატფორმას მიუახლოვდა საბრძოლო კატერები, რასაც სამეფოს წარმომადგენლებმა უპასუხეს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით. სისხლისღვრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი.

1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება: მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება ბრიტანეთის იურისდიქციას.

2012 წლის 9 ოქტომბერს სილენდის პრინცი როი ბეითსი, რამდენიმე წლიანი ალცჰაიმერის დაავადების შედეგად 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. სილენდის სამთავრო ადგილი მისმა შვილმა მიშელ ბეითსმა დაიკავა[5][6][7][8][9][10].

გალერეა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 History Of Sealand The Principality of Sealand
  2. Information on the Principality of Sealand (PDF). Summit of Micronations. წაკითხვის თარიღი: 13 November 2007.
  3. 3.0 3.1 Information on the Principality of Sealand (PDF). Summit of Micronations. წაკითხვის თარიღი: 13 November 2007.
  4. Information on the Principality of Sealand including time zone (PDF). Summit of Micronations. წაკითხვის თარიღი: 13 November 2007.
  5. Self-declared prince of sovereign principality of Sealand dies aged 91
  6. Sealand News: Prince Roy of Sealand aka Roy Bates (passed away 9th October 2012) Obituary
  7. Yardley, William. “Roy Bates, Bigger-Than-Life Founder of a Micronation, Dies at 91“, 13 October 2012. წაკითხვის თარიღი: 13 October 2012. 
  8. 'Prince Roy of Sealand' dies, aged 91“, 11 October 2012. წაკითხვის თარიღი: 11 October 2012. 
  9. Van Gilder Cooke, Sonia. “RIP Paddy Roy Bates, the Prince of Sealand“, TIME magazine, 12 October 2012. წაკითხვის თარიღი: 12 October 2012. 
  10. Woo, Elaine. “Prince Roy Bates dies at 91; adventuring monarch of Sealand“, 14 October 2012. წაკითხვის თარიღი: 14 October 2012.