სიეგო-დე-ავილა
|
მუნიციპალიტეტი
სიეგო-დე-ავილა
Ciego de Ávila
|
სიეგო-დე-ავილა (ესპ. Ciego de Ávila) — ქალაქი კუბის ცენტრალურ ნაწილში, სიეგო-დე-ავილის პროვინციის დედაქალაქი. მისი მოსახლეობა 86 100 ადამიანია.
ქალაქი კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალზე, მთავარ რკინიგზაზე მდებარეობს. მისი ნავსადგური, ხუკარო მდებარეობს 24 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, კარიბის ზღვაზე, ანა-მარიას ყურესთან. ქალაქი ჰავანადან აღმოსავლეთით, 460 კმ-ის დაშორებითაა გაშენებული, 110 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს ქალაქი კამაგუეი. 1976 წლამდე ის კამაგუეის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, როდესაც ფიდელ კასტროს მთავრობამ ის ახლადშექმნილ სიეგო-დე-ავილის პროვინციიის დედაქალაქად გამოაცხადა.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
სიეგო-დე-ავილა 1840 წელს დაარსდა და ამ დორისთვის მისი მოსახლეობა 263 ადამიანს შეადგენდა. 1877 წელს შეიქმნა მუნიციპალური მთავრობა და სიეგო-დე-ავილა ქალაქ მორონისგან დამოუკიდებელი გახდა. მისი მნისვნელობა განსაკუთრებით მაშინ გაიზარდა, როდესაც ესპანეთის არმიამ ტროჩა-დე-ხუკარო-ა-მორონის სახელით ცნობილი გამაგრებული სამხედრი ხაზი ააშენა, რომლის მიზანიც კუბის დამოუკიდებლობისთვის პირველი ომის მეამბოხეთათვის გადაადგილების ხელშეშლა იყო (1868-1878). „ტროჩა“საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შეეჩერებინა კუბელთა ძალები, მაგრამ უძლური აღმოჩნდა გენერალ მაქსიმო გომესისა და მისი რამდენიმე ასეული მებრძილის წინაშე. სიეგო-დე-ავილის ბევრი ესპანური კოლონიური შენობა ანხელა ერნანდეს ვიუდა დე ხიმენესმა ააშენა — მდიდარმა სოციალისტმა, რომელიც თავის მშობლიურ ქალაქში კულტურის მექის შექმნისათვის იბრძოდა. ხშირად ამ ქალბატონს ქალაქის დამაარსებლადაც კი მოიხსენიებენ.
დემოგრაფია [რედაქტირება]
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 135 736 ადამიანს შეადგენდა.[1] 445 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 305 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.
|
|||||||