ლაგუნა-დე-ლეჩე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაგუნა-დე-ლეჩე
Cuba Laguna de la Leche.jpg
კოორდინატები: 22°12′33″ ჩ. გ. 78°37′17″ დ. გ. / 22.20917° ჩ. გ. 78.62139° დ. გ. / 22.20917; -78.62139
მდებარეობა დროშა: კუბა კუბა
სიმაღლე ზღვის დონიდან
სიგრძე 14 კმ
სიგანე 7.7 კმ
ფართობი 67,2 კმ²

ლაგუნა-დე-ლეჩე მდებარეობა კუბა

Blue pog.svg

ლაგუნა-დე-ლეჩე (ესპ. Laguna de la Leche; ასევე Laguna Grande de Morón, რძის ტბა) — ბუნებრივი წარმოშობის უდიდესი ტბა კუბაში.[1] მდებარეობს სიეგო-დე-ავილის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში. გარშემო ტერიტორია წყალ-ჭაობიანია. ქალაქ მორონიდან ჩრდილოეთით 5 კილომეტრითაა დაშორებული. ფართობი 67.2 კმ². მაქსიმალური სიგრძე 14 კმ, უდიდესი სიღრმე დაახლოებით 2 მ. ფსკერზე ილექება კირქვა, რაც ხსნის ტბის მოთეთრო შეფერილობას. ზღვის წყლის ბუნებრივი რყევა უარყოფით გავლენას ახდენს ტბის გრუნტის წყლებზე, რომელსაც წყალსატევის ძირიდან ამოაქვს კირის ნაწილაკები პირდაპირ წყალში.[2] 1940 წელს აშენდა არხი, რომელმაც ლაგუნა-დე-ლეჩე დაუკავშირა ბუენა-ვისტას ყურეს.

დროთა განმავლობაში ტბა დაბინძურდა ზღვის წყლით, რასაც მოყვა ტბის თეთრი შეფერილობის დაკარგვა. 1988 წელს არხი ჩაიკეტა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. (ესპანური) ლაგუნა-დე-ლეჩე/დახასიათება
  2. ლაგუნა-დე-ლეჩე. Enyclopædia Britannica. წაკითხვის თარიღი: 2007-10-12.