მორონი (კუბა)
|
მუნიციპალიტეტი
მორონი
Morón
|
მორონი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, სიეგო-დე-ავილის პროვინციაში. მორონი უახლოესი ქალაქია ტურისტულ კურორტ კაიო-კოკო და კაიო-გილერმომდე.
სექციების სია |
გეოგრაფია [რედაქტირება]
მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქალაქ სიეგო-დე-ავილის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით ესაზღვრება ბოლივიის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით — ჩამბასის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით — ბუენა-ვისტას უბე და ხარდინეს-დელ-რეის არქიპელაგი, სამხრეთით კი სირო-რედნონდოს მუნიციპალიტეტი. რელიეფი ძირითადად ვაკიანია, ჩრდილოეთში არსებული პატარა ბორცვებით, რომლებიც მარილის გუმბათებისგან წარმოიქმნება.
მორონში მდებარეობს კუბის უდიდესი ბუნებრივი წლის მარაგი — ლაგუნა-დე-ლეჩეს ტბა (67,2 კმ²). ქალაქზე გაივლის ჩრდილოეთის ავტომაგისტრალი (კარეტერა-დელ-ნორტე).
წარსულში მუნიციპალიტეტი ბევრად დიდი იყო და მიეკუთვნებოდა კამაგუეის პროვინციას.
ეკონომიკა [რედაქტირება]
მთავარი ეკონომიკური საქმიანობაა სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
დემოგრაფია [რედაქტირება]
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 60 612 ადამიანს შეადგენდა.[1] 615 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 98,6 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.
|
|||||||