სანებელი მცენარეები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სანებელი მცენარეები — მცენარეები, რომელთა სხვადასხვა ნაწილი დიდი რაოდენობის არომატულ ნივთიერებებს შეიცავს. გვარცელებულია ყველგან, უფრო ტროპიკებში, მათ შორის ბევრია ხე და ბუჩქი. მათგან აღსანიშნავია: მიხაკისა და დარიჩინის ხე, ვანილი, წიწაკა, პილპილი და სხვა.
ფართოდ არის გავრცელებული კამა, ოხრახუში, ქინძი, წიწაკა, ნიახური, მდოგვი, რეჰანი, ხახვი, ნიორი და სხვა. სუბტროპიკებიდან — კეთილშობილი დაფნა და სხვა. სანებელი მცენარეებს იყენებენ კულინარიასა და მედიცინაში.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 80, თბ., 1985 წელი.
მუქი ტექსტი