მიხაკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხაკი
Dianthus petraeus
Dianthus petraeus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Caryophyllales
ოჯახი: მიხაკისებრნი
გვარი: მიხაკი
ლათინური სახელი
Dianthus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მიხაკი (Dianthus) — ერთ და მრავალწლოვან, ძალზე იშვიათად ბუჩქბალახოვან მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. ხშირად სურნელოვანი, მარტოული ან ყვავილედად შეკრებილი, მეწამული, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილები აქვს. აერთიანებს 300-მდე სახეობას, გავრცელებულია ევროპაში (ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთში), აზიასა და აფრიკაში. საქართველოში 21 სახეობა გვხვდება. იზრდება ქვიან და ღორღიან ფერდობებზე, მშრალ მდელოებზე, ბუჩქნარებში, ველის, ნახევარუდაბნოს, ტყის, სუბალპურსა და ალპურ სარტყელებში. მიხაკს, როგორც ლამაზად მოყვავილე დეკორატიულ მცენარეს, იყენებენ დეკორატიულ სამრეწველო მეყვავილეობაში. ფორმებისა და ჯიშების სიუხვით, ყვავილის სილამაზით გამოირჩევა ბაღის მიხაკი.

მისი ზოგიერთი ფორმა — შაბო, გრენადინი და მარგარიტა საქართველოში მოჰყავთ, როგორც მრავალწლოვანი მცენარე. კულტურაში გავრცელებულია ამერიკული ანუ კეთილშობილი მიხაკი, ჩინური მიხაკი, თურქული მიხაკი, ფრთისყვავილა მიხაკი და სხვა, რომელთაც მრავალი საბაღო ფორმა და ჯიში აქვთ და საქართველოში ადგილობრივი გრუნტის მეყვავილეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. მიხაკის წითელი ყვავილი ტრადიციულად მიღებულია რევოლუციის სიმბოლოდ. დეკორატიული მიხაკის გარდა არის სურნელოვანი მიხაკის ხე. მის ნაყოფს სამელებლად იყენებენ კვების მრეწველობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]