კამა (მცენარე)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კამა (Anethum), მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ერთწლოვანი, იშვიათად ორწლოვანია. ღრმად დანაკვეთილი ფოთლები აქვს. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გვხვდება 3 სახეობა. უფრო გავრცელებულია Anethum graveolens ერთწლოვანი მცენარეა, მკვეთრი სურნელი აქვს, ყვავილედი რთული ქოლგაა, კულტივირებულია, ხშირად ველრდება და ამ სახით ყვალგანაა გავრცელებული. იყენებენ კერძებში, როგორც საკაზმ-სანელებელს და ეთერზეთოვან მცენარეს, აგრეთვე მწნილეულის დასამზადებლად. კამა შეიცავს A პროვიტამინს, B ჯგუფის ვიტამინებს, C ვიტამინს და სხვა.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 342, თბ., 1980