სალუდოს ამიგოს
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სალუდოს ამიგოს | |
|---|---|
| რეჟისორი | ნორმან ფერგიუსონი, უილფრედ ჯექსონი, ჯეკ კინი, ჰემილტონ ლასკი, ბილ რობერტსი |
| პროდიუსერი | უოლტ დისნეი |
| მთხრობელი | ფრედ შილდზი |
| კომპოზიტორი | ფრენკ ჩერჩილი ლენს ჰაშერი |
| სტუდია | Walt Disney Productions |
| დისტრიბუტორი | RKO Radio Pictures Buena Vista Distribution |
| პრემიერა | 24 აგვისტო 1942 |
| ხანგრძლივობა | 43 წთ |
| ქვეყანა | აშშ, ბრაზილია |
სალუდოს ამიგოს (Saludos Amigos) — 1942 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. მისი პროდიუსერია უოლტ დისნეი, ხოლო დისტრიბუტორი — RKO Radio Pictures.
ფილმში მოთხრობილი ისტორიები დაკავშირებულია ლათინურ ამერიკასთან. იგი შედგება ოთხი ნოველისგან. აქედან ორში ჩნდება დონალდ დაკი და ერთში - გუფი. ფილმში ასევე ჩნდება თუთიყუში ხოსე კარიოკა. ეს ფილმი იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ დისნეის სტუდიამ გამოუშვა კიდევ ერთი სურათი ლათინური ამერიკის შესახებ - სამი კაბალერო.
ფილმი წარდგენილი იქნა ოსკარზე ნომინაციებში ’საუკეთესო ხმა’, ’საუკეთესო მუსიკა’ და ’საუკეთესო სიმღერა’.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ინგლისური) სალუდოს ამიგოს — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).