თომას ჰარდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თომას ჰარდი
Thomashardy restored.jpg
თომას ჰარდი
დაბადების თარიღი:

2 ივნისი, 1840

დაბადების ადგილი:

აპერ-ბოკჰემპტონი, დორსეტშირი

გარდაცვალების თარიღი:

11 იანვარი, 1928

გარდაცვალების ადგილი:

მაქს-გეიტი, დორჩესტერი

ეროვნება:

ინგლისელი

საქმიანობა:

მწერალი

თომას ჰარდი (დ. 2 ივნისი, 1840, აპერ-ბოკჰემპტონი, დორსეტშირი — გ. 11 იანვარი, 1928, მაქს-გეიტი, დორჩესტერი), ინგლისელი მწერალი. პირველი წერილები და ნახევრად ბიოგრაფიული იუმორისტული მოთხრობა არქიტექტურის საკითხებს მიუძღვნა. პირველი რომანი - სატირა პოლიტიკური და ადამიანურ მორალზე - "გლახა და ქალბატონი" (1868) მწერალმა ვერ გამოაქვეყნა. მეორე რომანი "უიმედო საშუალებანი" (1871) დაიბეჭდა ანონიმურად. ჰარდიმ თავისი 14 რომანი სხვა ნაწარმოებებთან ერთად 3 სხვადასხვა ციკლად დაყო: "გამომგონებლური და ექსპერიმენტული რომანები" ("უიმედო საშეუალებანი", "ეთელბერტას ხელი", 1876; "გულგრილი", 1881 და სხვ.); "ხასიათებისა და გარემოს რომნები ("მწვანე ხის ძირში", 1872; "შეშლილი ბრბოსაგან შორს", 1874; "სამშობლოში დაბრუნება", 1878; "კესტერბრიჯის მერი", 1886; "ტყიანი მხარის ბინადარნი", 1887; "ტეს დ’ერბერვილი", 1891; "უჩინარი ჯუდი", 1896), "რომანტიკული ამბები და ფანტაზიები" ("ცისფერი თვალები", 1873; "უფროსი მესაყვირე", 1880; "ორნი კოშკზე", 1882; "ყველაზე საყვარელი", 1892). ჰარდს ეკუთვნის მოთხრობებისა და ლექსების კრებულები, ეპიკური დრამა "დინასტები" (ნაწილი 1-3, 1903-1908), თარგმანები და სხვა.

ჰარდის ყველაზე დიდი და პოპულარული ნაწარმოებია "ტეს დ’ერბერვილი". მასში ასახულია თანამედროვე ინგლისის ცხოვრება, გაანალიზებულია პიროვნების როგორც სულიერი არსი, ისე მისი სოციალური ხასიათი.

ჰარდის შემოქმედებამ სათავე დაუდო ინგლისური ლიტერატურის განვითარების ახალ პერიოდს. მისი ჰუმანისტური, რეალიატური ნაწარმოებები გამოირჩევა სოციალური, საზოგადო-მორალური პრობლემების სიმწვავით, დემოკრატიზმით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ამაშუკელი მ., ქსე, ტ. 11, გვ. 602, თბ., 1987


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე