მარკეტინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარკეტინგი (ინგლ. marketing < market „ბაზარი“) — სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ.

მარკეტინგი მიმართულია მოგების მიღების მიზნით ბაზრისა და კონკრეტულ მომხმარებელთა მოთხოვნილებების შესწავლასა და ამ მიზნით წარმოებული საქონლის და მომსახურების ორიენტაციის, სამომხმარებლო მოთხოვნის ფორმირების, სტიმულირებისა და გაყიდვის გაფართოებისაკენ.

მარკეტინგის ტიპები და სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკეტინგის კლასიფიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით, რომლის დროსაც შესაძლებელია გამოყოფილ იქნას მარკეტინგის შემდეგი ტიპები:

  1. სამომხმარებლო მარკეტინგი;
  2. სამრეწველო მარკეტინგი;
  3. მომსახურების მარკეტინგი.

იმის გამო, რომ ადამიანები სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში თუ კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ, განსხვავებულია მათი ზნე-ჩვეულებები, მოთხოვნილებები. მარკეტოლოგები ცდილობენ გამოავლინონ მომხმარებელთა ჯგუფები, რომლებიც დადებითად განეწყობიან მათი პროდუქციისადმი და შემდეგ იმოქმედონ ამ მომხმარებლის ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ. ამისათვის ისინი მიმართავენ მიზნობრივ მარკეტინგს, რომელიც გულისხმობს ბაზრის სეგმენტირებას, მიზნობრივი სეგმენტების შერჩევას და საქონლის პოზიციონირებას ბაზარზე.

სხვადასხვა ხასიათის მოთხოვნის შემთხვევაში გამოიყენება სხვადასხვა სახის მარკეტინგი:

მარკეტინგის განმსაზღვრელი კატეგორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწორი მარკეტინგული სტრატეგიის შერჩევის მიზნით აუცილებელია კარგად შევისწავლოთ ადამიანის საჭიროება, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს მოთხოვნილებას, ხოლო მოთხოვნილება წარმოშობს გარკვეულ მოთხოვნას ბაზარზე. მოთხოვნა არის მრავალი სახის, მისი დაკმაყოფილების საშუალებაა გაცვლა. გაცვლა ხორციელდება გარკვეული წესების დაცვით, რომელსაც ჰქვია გარიგება. გარიგება ხორციელდება ბაზარზე, მარკეტინგული საქმიანობის შედეგად.

ადამიანები თავიანთ საჭიროებებს და მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ ბაზარზე არსებული სხვადასხვა საქონლის მეშვეობით. საქონლის არჩევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასები და შემოსავლები.