რური (მდინარე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 170 კმ |
| აუზის ფართობი | 2340 კმ² |
| სათავე | |
| კოორდინატები |
/ |
| ჩაედინება | მაასი |
| ქვეყნები | |
რური (გერმ. Rur, ნიდერლ. Roer) — მდინარე ბელგიაში, გერმანიასა და ნიდერლანდში. მდინარე მაასის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 170 კმ, აუზის ფართობი 2340 კმ². 90% გერმანიის ტერიტორიაზეა. სათავე აქვს ბელგიაში, ზღვის დონიდან 660 მ სიმაღლეზე. ქალაქ მონშაუს სამხრეთით იჭრება გერმანიის ტერიტორიაზე, მიედინება აიფელის მასივის ჩრდილოეთი ნაწილის გასწვრივ. ქმნის ხელოვნურ ტბას — რურშტაუ-ზეეს. ქალაქ რურმონდის რაიონში მარჯვნიდან ერთვის მაასს. ქვემო დინება კაშხლებით არის რეგულირებული. ზამთარსა და გაზაფხულზე დამახასიათებელია წყალმოვარდნა. გამოყენებულია ნავების სადგომად. ნაპირზე გაშენებულია არაერთი ქალაქი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- www.rur.nrw.de (გერმანული)
- gak-rur.wver.de (გერმანული)