ახალი მიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი მიწა

ახალი მიწა (რუს. Но́вая Земля́, ნორვეგიული Gåselandet) — არქიპელაგი არქტიკულ ოკეანეში, ჩრდილოეთ რუსეთში. აქ მდებარეობს ევროპის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთი წერტილი, ჟელანიას კონცხი (ნახეთ ასევე ევროპის უკიდურესი წერტილები). არქიპელეგი შედის არხანგელსკის ოლქის შემადგენლობაში ახალი მიწის კუნძულების ტერიტორიის სტატუსით. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 2,716 ადამიანს (2002 აღწერით), აქედან 2,622 ცხოვრობს ბელუშა გუბაში, ეს ადგილი დაბაა და წარმოადგენს ახალი მიწის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა შეადგენს 100 ნანცს[1] რომელთა ძირითადი საქმიანობაა მეთევზეობა და ნადირობა, ისინი ნადირობენ თეთრი დათვვებზე და ზღვის ცხოველებზე.[2]

ახალი მიწა შედგება ორი დიდი კუნძულისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია მატაჩკინის სრუტით. ეს კუნძულებია სამხრეთი და ჩრდილოეთი კუნძულები. ახალი მიწის კუნძულებს დასავლეთიდან ესაზღვრება ბარენცის ზღვა, ხოლო აღმოსავლეთიდან კარის ზღვა. არქიპელაგში შემავალი კუნძულების საერთო ფართობი შეადგენს 90,650 კმ².

ეს ტერიტორია იყო სერიოზული სამხედრო სივრცე მთელი ცივი ომის წლებში, საბჭოთა საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა აქ მალევე ააგეს აეროპორტი როგაჩიოვო რომელიც მთელი ამ კუნძულების მაკონტროლირებელი პუნქტი იყო.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწორედ ახალი მიწის ჩრდილოეთი ნაწილიდან იწყება ურალის მთები.[3] კუნძულის შიდა ნაწილი შედარებით მაღალი მთებით არის დაფარული.[4] არქიპელეგი კონტინენტისგან გამოყოფილია კარსკის სრუტით.[4] აქ არსებული ყველაზე მაღალი მთის სიმაღლე შეადგენს 1,547 მეტრს.[5] არქიპელაგის ჩრდილოეთი ნაწილი დაფარულია მუდმივი ყინულებით, სამხრეთში კი ვრცელდება ტუნდრის ლანდშაფტი.[2] ბუნებრივი რესურსებიდან გამოირჩევა სპილენძი, ტყვია და თუთია.[2]

ახალი მიწის ეკოლოგიაზე გავლენას ახდენს ჩრდილოური მკაცრი კლიმატი.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორივე კუნძულზე იზრდება ყვავილოვანი მცენარეულობა: ჩრდილოური მახრჩობელა, ფხიჯა, ქუდუნა, პოლარული ყაყაჩო და სხვ. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია ყარსაღი, ლემინგი, ჩრდილოეთის ირემი, თეთრი დათვი. ზღვებში ბინადრობს ნერპა, ზღვის კურდღელი, გრენლანდიური სელაპი, ლომვეშაპი, თეთრი ვეშაპი, ცელნამგალა ვეშაპი; თევზებიდანვირთევზა, ქაშაყი და სხვ. დასავლეთის კლდოვან სანაპიროებზე ზაფხულის პერიოდში წარმოიქმნება ხოლმე უზარმაზარი ფრინველთა ბაზრები (თოლია, კაირა, ცულთავა, ბატი, სუსხური და სხვ.).[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსებმა პირველად ეს ტერიტორიები ნახეს XI საუკუნეში, როდესაც ეს ტერიტორიები მოინახულეს ნოვგოროდელმა მონადირეებმა.[4] ევროპელების მხრიდან ამ ტერიტორიების ძიება და გამოკვლება, შედარებით უფრო მოგვიანებით დაიწყო. XVI საუკუნიდან აქ იწყება ევროპელების ექსპედიციები.[4] პირველი ევროპელი რომელმაც ეს ტერიტორია მოინახულა იყო ინგლისელი ჰიუ უილობი, ის 1553 წელს მიადგა რუსულ სანაპიროებს. ამავე საუკუნის ბოლოს 1596 წელს აქ განხორციელდა ცნობილი გერმანელი მკვლევარის უილიამ ბარენცის ექსპედიცია, მან აღმოაჩინა ახალი მიწის დასავლეთი სანაპირო ზოლი. ამ ტერიტორიაზე უკვე მოგვიანებით მრავალმა მკვლევარმა იმოგზაურა.

1943 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს გრმანულმა სამხედრო ფლოტმა კრიგსმარინემ მოახდინა, ახალი მიწის კუნძულების ოკუპირება. მათ აქ შექმნეს სამხედრო საზღვაო ბაზა, სადაც გერმანული წყალქვეშა ნავები იმყოფებოდა. ომის დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია კვლავ რუსეთს დარჩა.

ბირთვული იარაღის გამოცდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი მიწა. დიდი გამოცდების ადგილმდებარეობების საზღვრები

ვინაიდან ახალი მიწის ტერიტორიაზე მოსახლეობის მცირე რაოდენობა სახლობდა, აქ ხშირად ტარდებოდა ბირთვული იარაღის გამოცდები. ასეთი ცდები ჯერ კიდევ ცივი ომის დაწყების ადრეულ სტადიაში განხორციელდა. „ზონა A“, ჩიორნეის ყურე (70°42′N 54°36′E / 70.7° ჩ. გ. 54.6° ა. გ. / 70.7; 54.6), აფეთქებისთვის გამოყენებული იქნა 1955–1962 და 1972–1975 წლებში. „ზონა B“, მატაჩკინის სრუტე (73°24′N 54°54′E / 73.4° ჩ. გ. 54.9° ა. გ. / 73.4; 54.9), გამოიყენებოდა 1964–1990 წლებში, აქ პერიოდულად იმართებოდა ბირთვული იარაღის გამოცდა. „ზონა C“, შუკოის ნოუსი (73°42′N 54°00′E / 73.7° ჩ. გ. 54.0° ა. გ. / 73.7; 54.0), გამოყენებული იქნა 1958–1961 და 1961 წელს, ამავე წელს აქ გამოსცადეს ბომბი ცარი, ამ გამოცდამ რეკორდული მაჩვენებელი აჩვენა, 50-მეგატონი ჰაერის ნაკადი ავიდა ატმოსფეროში.

მოგვიანებით ბირთვული იარაღის გამოცდა სამხრეთის კუნძულებზეც დაიწყო, აქ მცხოვრები მოსახლეობა სხვაგან გადაასახლეს. ასეთი ინტენსივობით ჩატარებული აფეთქებები, ბუნებაზე და გარემოზე კატასტროფულად საზიანოდ მოქმედებდა ამ ყველაფერმა გამოიწვია აქ მიწისძვრების გახშირება. 1973 წლის 12 სექტემბერს აქ რიხტერის შკალით 6.97 ბალი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ამ ყველაფერმა წარმოქმნა ზვავი 80 მილიონი ტონა ყინული მიწყდა მთების ფერდობებს. ამ კატასტროფას შედეგი იყო 2 კილომეტრი სიგრძის ტბის წარმოქმნა.

მთელი ისტორიის განმავლობაში ახალი მიწის ტერიტორიაზე გამოცდილი იქნა 224 ბირთვული ბომბი. ახალი მიწა, ყაზახეთის სემიპალატინთან ერთად საბჭოთა კავშირში, ბირთვული იარაღის გამოცდის მთავარ პუნქტს წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, აქ ყოველგვარი იარაღის გამოცდა შეწყდა. ამ გამოცდებმა კუნძულს და საერთოდ გარემოს უდიდესი ზიანი მიაყენა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www-ns.iaea.org/downloads/rw/waste-safety/north-test-site-final.pdf
  2. 2.0 2.1 2.2 Novaya Zemlya in: The Columbia Encyclopedia, 6th ed. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-12. ციტირების თარიღი: 2006-10-14.
  3. Novaya Zemlya, Northern Russia. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-11. ციტირების თარიღი: 2006-10-14.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Novaya Zemlya in: Encyclopaedia Britannica (11th ed.) (1911). ციტირების თარიღი: 2006-10-14.
  5. Russian military mapping. The highest point is located at 75°10′ ჩ. გ. 57°50′ ა. გ. / 75.167° ჩ. გ. 57.833° ა. გ. / 75.167; 57.833
  6. НОВАЯ ЗЕМЛЯ // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 127-128.