ბორის იაკობი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორის სიმონის ძე იაკობი

ბორის სიმონის ძე იაკობი (მორიც ჰერმან) (დ. 21 სექტემბერი, 1801, პოტსდამი — გ. 11 მარტი, 1874, პეტერბურგი), რუსი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1847-იდან). 1823 დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტი. მუშაობდა ელექტრომაგნეტიზმისა და მისი პრაქტიკული გამოფენის პრობლემებზე. 1838 მსოფლიოში პირველმა ელექტროძრავა გამოიყენა გემის ასამოძრავებლად. ე. ლენცთან ერთად საფუძვლიანად გამოიკვლია ელექტრომაგნიტები. 1838 გამოიგონა გალვანოპლასტიკა და ბევრი რამ გააკეთა მის დასანერგად სასტამბო და სამონეტო საქმეში, აგრეთვე სამხატვრო ნაკეთობათა წარმოებაში. 1840-1850 შეიმუშავა 10-ზე მეტი სახეობის ტელეგრაფის აპარატის კონსტრუცია. გამოიგონა ელექტრულ წრედში დენის ძალის მარეგულირებელი ხელსაწყო (აგომეტრი); მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს სამხედრო ელექტროტექნიკაში, მეტროლოგიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Борис Семенович Якоби. Библиографический Указатель. Сост. М. Г. Новлянская, М.-Л., 1953;
  • ქსე, ტ. 5, გვ. 39, თბ., 1980
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: