იანვარი 2009

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
<< იანვარი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
2014


იანვარი - 2009 წლის პირველი თვეა. დაიწყო ხუთშაბათს და დამთავრდა 31 დღის შემდეგ შაბათს.

პორტალი:ახალი ამბები[რედაქტირება]

მიმდინარე მოვლენები 7 იანვარი, 2009 (2009-01-07) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 8 იანვარი, 2009 (2009-01-08) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 9 იანვარი, 2009 (2009-01-09) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 10 იანვარი, 2009 (2009-01-10) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 11 იანვარი, 2009 (2009-01-11) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 12 იანვარი, 2009 (2009-01-12) (ორშაბათი)
  • ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ბევერლი-ჰილზში, კალიფორნია, ფილმი „Slumdog Millionaire“ ოთხ ნომინაციაში იმარჯვებს, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის — დრამა.
  • არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ რუსული წარმოების თვიმფრინავებს Ан-12-ს ქვეყნის ტერიტორიაზე ფრენა აუკრძალა, გახშირებული ავარიების გამო. The National
  • ისრაელის სამხედროების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ღაზას სექტორში ოპერაცია „ჩამოსხმული ტყვიის“ დროს 900-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ამასთან, როგორც ებრაული მხარე ამტკიცებს, ლიკვიდირებულთა უმეტესობა რადიკალური დაჯგუფება ჰამასის მებრძოლები იყვნენ. დანარჩენები კი, ცაჰალის განცხადებით, ასევე ჰამასის წევრებს წარმოადგენდნენ. ცოტა ხნით ადრე პალესტინურმა მხარემაც გააკეთა განცხადება 900 დაღუპული და ოთხი ათასამდე დაჭრილი პალესტინელის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 277 ბავშვია. ოპერაცია „ჩამოსხმული ტყვია“ ისრაელმა 2008 წლის 27 დეკემბერს დაიწყო. The Jerusalem Post
  • ეგვიპტის პოლიციამ 12 იანვარს ქალაქ დამანჰურში ჰამასის მხარდამჭერი მიტინგის 64 მონაწილე-ორგანიზატორი დააკავა. 17 ადამიანი სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ მიტინგამდე დააკავეს და დაკითხეს. ათი ათასკაციან მიტინგზე კი დამატებით 47 ადამიანი აიყვანეს. თვითმხილველთა თქმით, დაკავებულია გაცილებით მეტი, დაახლოებით 100-მდე ადამიანი. დამანჰური, ქაიროდან 135 კილომეტრშია განლაგებული და ეგვიპტის ყველაზე მრავალრიხვოვანი ოპოზიციური მოძრაობის „მუსულმანი ძმების“ ცენტრია. ამ მოძრაობის საქმიანობა ეგვიპტეში ჯერ კიდევ 1954 წელს აიკრძალა, რადგან ორგანიზაციის წევრებმა პრეზიდენტ ჰამალ აბდელ ნასერზე სცადეს თავდასხმა. Reuters
  • მადრიდის ერთ-ერთ დისკოთეკაზე 36 წლის მამაკაცმა პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. დამნაშავემ გაქცევა მოახერხა, მაგრამ, მოგვიანებით იგი პოლიციამ დააკავა. მისი საქციელის მოტივი უცნობია. ამასთან, მამაკაცი ადრეც არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა სახის სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილი. კლუბის დაცვის წევრს აგრესორმა ყელში ესროლა და ადგილზევე მოკლა. მეორე მოკლულიც კლუბის დაცვის თანამშრომელი იყო. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 700 ადამიანი იმყოფებოდა. ხმამაღალი მუსიკის გამო, მათ სროლის ხმა არ გაუგონიათ. პოლიციამ დისკოთეკის ევაკუირება მოახდინა. Der Spiegel
მიმდინარე მოვლენები 13 იანვარი, 2009 (2009-01-13) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 14 იანვარი, 2009 (2009-01-14) (ოთხშაბათი)
  • ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პროვინცია ქერმანში 14 იანვარს, დილით 5,3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ირანის სახელმწიფო რადიო ცნობებს მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ავრცელებს. 2005 წელს ქერმანის პროვინციაში 6,4 ბალიანი მიწისძვრის შედეგად 400 ადამიანი დაიღუპა. უფრო ადრე, 2003 წელს მომხდარი 6,7 ბალიანი მიწისძვრისას კი 40 ათასი ადამიანი დაიღუპა და ქალაქი ბამი განადგურდა. AlertNet
  • რიგაში არეულობის მონაწილე 126 ადამიანია დაკავებული. ამასგარდა, საპროტესტო აქციის 28 მონაწილე ჰოსპიტალიზებულია. შეხლა-შემოხლა რიგის ცენტრში მდებარე ლატვიის სეიმის შენობასთან მოხდა. ხალხის ჯგუფი პოლიციას არ დაემორჩილა და შეუტია კიდეც. დაშავებულები არიან პოლიციის მხრიდანაც. საპროტესტო აქცია ლატვიის მთავრობის მიერ კრიზისის დასაძლევად გატარებული ზომების გამო ჩატარდა, რადგან, ქვეყანაში არათუ შეკავდა კრიზისი, არამედ, კიდევ უფრო იმატა უმუშევართა რაოდენობამ. lenta.ru
  • უფლებათადამცველმა ორგანიზაცია Freedom House-მა ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა „მსოფლიოში თავისუფლების მდგომარეობის“ შესახებ. კვლევის ავტორებმა, როგორც წინა წლებში, რუსეთი არათავისუფალ ქვეყანათა რიგს მიაკუთვნეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციაში გაუარესების ტენდენციები შეინიშნება. ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში არათავისუფალი ქვეყნების სტატუსი რუსეთის გარდა, უზბეკეთმა, აზერბაიჯანმა, ბელორუსმა, ტაჯიკეთმა და ყაზახეთმა დაიმსახურა. Freedom House ქვეყნებს ორი პარამეტრით აფასებს: პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლება და ამ ორ კრიტერიუმს შვიდბალიანი სისტემით ითვლის. lenta.ru
მიმდინარე მოვლენები 15 იანვარი, 2009 (2009-01-15) (ხუთშაბათი)
  • ვენესუელამ ისრაელთან 15 იანვარს დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა ღაზას სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო. ამ ნაბიჯის მიზეზად „ისრაელის ხელისუფლების მხრიდან პალესტინელი ხალხის სასტიკი დევნა“ დასახელდა. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ისრაელთან დიპ. კავშირი ბოლივიამაც გაწყვიტა. ქვეყნის პრეზიდენტმა ევო მორალესმა თავის გამოსვლაში ისრაელის ქმედებებს „სასტიკი დანაშაული უწოდა კაცობრიობის წინააღმდეგ“. Lenta.ru
  • ორი სინაგოგა შებღალეს ბოლო ორი დღის განმავლობაში საფრანგეთში. ლილში, საფრანგეთის ჩრდილოეთით, ვანდალებმა სინაგოგის კედლები სვასტიკებით მოხატეს და მინები ჩაამსხვრიეს. ქვეყნის აღმოსავლეთით, მულიუზში სამოდელო სახლი ანტიებრაული ლოზუნგებით ააჭრელეს, მათ შორის, „გაუმარჯოს პალესტინას“, „სიკვდილი ისრაელს“, ასევე უცენზურო ვარიანტი გამონათქვამისა „ჯანდაბას საფრანგეთი“, თან, ორთოგრაფიული შეცდომებით. ასოების სიმაღლე 80 სანტიმეტრამდე იყო. გამოძიებას იმედი აქვს, რომ შენობებზე დაყენებული ვიდეოკამერები დამნაშავეების პოვნაში დაეხმარება სამართალდამცველებს. Yahoo News
  • შრი-ლანკას არმიამ 14 იანვარს სრული კონტროლის დამყარება შესძლო კუნძულ ჯაფნაზე, სადაც 25 წლის განმავლობაში სეპარატისტული მოძრაობა „თამილ-ილამის გამათავისუფლებელი ვეფხვების“ საყრდენი პუნქტები იყო. თამილის მებრძოლები მთელი ამ ხნის განმავლობაში კუნძულზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ. შრი-ლანკას ჯარებმა ჯაფნაზე თამილის მებრძოლთა ერთადერთი შემორჩენილი ბაზა - სოფელი შუნდიკულამი გაანადგურეს. ცოტა ხნით ადრე შრი-ლანკის ჯარმა თამილთა არაოფიციალური დედაქალაქი კილინოჩი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სპილოს უღელტეხილი დაიკავა. როგორც შრი-ლანკის სარდლობა აღნიშნავს, ბოლო დღეებში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შედეგად, არც ერთი ჯარისკაცი არ დაუკარგავს. ბოლო 25 წლის მანძილზე ორივე მხრიდან 70 ათასამდე ადამიანია დაღუპული. BBC
    კონიაკი
  • 2008 წელს კონიაკზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით 6,2 %-ით დაეცა. შარშან მხოლოდ 148,2 მილიონი ბოთლი გაიყიდა, შარშანწინ კი 158 მლნ ბოთლი იყო გაყიდული. ეს, ბოლო ექვს წეიწადში, პირველი სერიოზული შემცირებაა კონიაკზე, მანამდე მხოლოდ მოთხოვნის ზრდა აღინიშნებოდა. ფრანგი მწარმოებლები მოთხოვნის განელებას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით ხსნიან. აშშ-სა და კანადაში მოთხოვნამ 14,2 პროცენტით იკლო. ერთადერთი რეგიონი აზიაა დარჩენილი, სადაც მოთხოვნა, ოდნავ გაზრდილიც კი არის, თანაც ელიტური მარკის კონიაკებზე. Lenta.ru
  • ბოსნიის პოლიციამ სერბეთის არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დააკავა, რომელსაც 1990-ან წლებში სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში ედება ბრალი. 64 წლის პერკოვიცა ქალაქ როგატიცაში აიყვანეს, სადაც იგი 1992 წელს, გამოძიების ვერსიით, მუსულმანური მოსახლეობის დევნაში იღებდა მონაწილეობას. დეტალები არ ქვეყნდება. 1992-95 წლებში, ბოსნიის ომის დაწყებამდე, როგატიცაში მუსულმანები მოსახლეობის 60 %-ს შეადგენდნენ. სასამართლოს შემთხვევაში პერკოვიცის საქმე ბოსნია ჰერცოგოვინის სამხედრო სასამართლოს გადეცემა, რომელიც 2005 წელს შეიქმნა და იუგოსლავიაში მსგავსი სახის დანაშაულებრივი საქმეების განსახილველად არის მოწოდებული. Lenta.ru
  • რიგაში 13 იანვრის ღამეს მომხდარი არეულობების შედეგად, ქალაქს 94 ათასი დოლარის ზარალი მიადგა. ზარალის მეტი წილი პოლიციის ტრანსპორტზე მოდის. გარდა ამისა, საგზაო ნიშნები და პარლამენტის წინ ტროტუარია მწყობრიდან გამოსული. აქციის მონაწილეებმა ლატვიის პარლამენტის შენობას ფასადი შეულახეს და მინები ჩამოუმსხვრიეს, ეს კი 35 ათას დოლარამდე დაჯდება. ფინანსთა სამინისტროს შენობის ზიანი კი 18 ათას დოლარად იქნა შეფასებული. შეგახსენებთ, არეულობების დროს დაარბიეს რამდენიმე მაღაზია, რომელთა ზიანის ოდენობა ჯერ დათვილი არ არის. Lenta.ru
  • 15 იანვრის დილას ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზას ტერიტორიაზე 70 მიზანზე მიიტანეს იერიში. საჰაერო და სახმელეთო ჯარებს საზღვაო ძალებიდანაც ჰქონდა მხარდაჭერა. ღამის ოპოერაციისას, რომელშიც 35 პალესტინელი მებრძოლი იღებდა მონაწილეობას, ცაჰალის 11 ჯარისკაცი დაიჭრა, პალესტინელთაგან კი ათეულობით დაღუპულია.15 იანვარს, გამთენიისას ღაზას მხრიდან ისრაელის ტერიტორიებზე სარაკეტო დარტყმები განახლდა. ყასამის ტიპის სულ 12 რაკეტა იქნა გატყორცნილი. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. Ynetnews
მიმდინარე მოვლენები 16 იანვარი, 2009 (2009-01-16) (პარასკევი)
  • ჰამასის საბრძოლო ფრთამ, იზედინ ალ-ყასამის ბრიგადამ, ისრაელს პალესტინის შინაგან საქმეთა მინისტრის, საიდ სიამის, მკვლელობისათვის სამაგიეროს გადახდით დაემუქრა. „მისი (საიდ სიამის) სისხლი ამაოდ არ დაღვრილა“ — ნათქვამია ბრიგადის მიერ გავრცელებულ განცხადებაში — „ჩვენ სიტყვებით კი არა, ქმედებით ვუპასუხებთ“. 15 დეკემბერს ისრაელის მიერ ღაზას სექტორის სარაკეტო დარტყმების შედეგად, ჰამასის ხელმძღვანელობის სამი მაღალჩინოსანი იქნა მოკლული. გარდა სიამისა, ავიადარტყმამ პალესტინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სალაჰ აბუ შრახი და ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაური მაჰმუდ ვატფაჰი შეიწირა. lenta.ru
  • მადამ ტიუსოს მუზეუმში ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას ცვილის ფიგურა გამოჩნდა. ობამას ფიგურა თეთრი სახლის ოვალური დარბაზის ფონზეა განთავსებული. ობამა მეთვრამეტე პრეზიდენტი იქნება, რომელიც ოვალურ დარბაზს დაიკავებს. კაბინეტი 1909 წელს ააშენეს ამერიკის 27-ე პრეზიდენტის უილიამ ტაფტის დროს. მადამ ტიუსოს მუზეუმი კი 1835 წელს, ბეიკერ სტრიტზე გაიხსნა, 1884 წელს - მეროლბოუნ როუდზე გადავიდა, სადაც დღემდე მდებარეობს. მუზეუმის დამაარსებელი მარია ტიუსო დიდ ბრიტანეთში გადასახლებამდე საფრანგეთში ცვილის ფიგურების დამზადებას შეისწავლიდა. მუზეუმის ექსპოზიცია მსოფლიოში ცნობილი ადამიანების, პოლიტიკოსების, მსახიობების, მომღერლების, დამნაშავეების, რელიგიური ლიდერების ფიგურებს მოიცავს. telegraph.co.uk
  • ბანგლადეშმა საკუთარი ელჩი გაიწვია მალაიზიიდან, სავარაუდოდ, 1975 წელს ქვეყნის დამაარსებლის შეიჰ მუჯიბრ რაჰმანის მკვლელობისთვის გასასამართლებლად. ამ საკითხზე სასამართლოში სულ 28 ადამიანის საქმე განიხილება. თავად უკანგაწვეული ელჩი, მოჰამედ ხაირუზამანი, წამოყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ხაირუზამანს რაჰმანის ოთხი დამხმარის მკვლელობის საკითხზე განმეორებით მოუწევს სასამართლოს წინაშე წარსდგომა. რაჰმანის ქალიშვილის პარტიამ შარშან, დეკემბერს, არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა, მისი თაოსნობით 1975 წელს ჩადენილი მკვლელობის გამოძიების საკითხი კიდევ ერთხელ დადგა. nst.com.my
მიმდინარე მოვლენები 17 იანვარი, 2009 (2009-01-17) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 18 იანვარი, 2009 (2009-01-18) (კვირა)
  • რუსეთი უკრაინას აირის ევროპული ფასიდან 20-პროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობს, იმ პირობით, თუ უკრაინა რუსულ გაზს 2008 წლის შეღავათიანი ფასით გაატარებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა, იულია ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის გავლით რუსული აირის ფასი 2010 წლიდან უკვე ევროპულს გაუთანაბრდება. უკრაინის პრემიერმა თავის მხრივ დასძინა, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ „გაზპრომსა“ და „ნავთობგაზს“ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება დაავალა, სადაც მიღწეული შეთანხმება იქნება ასახული. ტიმოშენკოს ინფორმაციით, გაზის ტრანზიტის აღდგენა მაშინვე მოხდება, როგორც კი საბუთებს ხელი მოეწერება. lenta.ru
  • აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა ფილადელფიიდან ვაშინგტონში ინაუგურაციისთვის მატარებლით ჩავიდა — იუწყება AP. გუშინ მთელი დღის მოგზაურობა ობამამ ზუსტად იმ მარშრუტით გაიმეორა, რაც 1861 წელს აბრაამ ლინკოლნმა. გზად იგი მცირე შესვენებებს აკეთებს, რათა ხალხისთვის ეპოქის მნიშვნელოვანი მომენტები შეეხსენებინა, სწორედ ფილადელფიაში, სადაც თავის დროზე თავისუფლების დეკლარაცია იქნა მიღებული, ობამამ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ახალი დეკლარაციაა მისაღები თავისუფლებისა, რომელიც დამოუკიდებელი იქნება იდეოლოგიის, ახლომხედველობისა და ცრურწმენებისგან. lenta.ru
  • ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ცალმხრივად გეგმავს — იუწყება უცხოური მედია ქვეყნის პრემიერ-მისნისტრის ეჰუდ ოლმერტის განცხადებაზე დაყრდნობით. ამის მიუხედავად, ებრაული ჯარები ღაზაში გარკვეული პერიოდით მაინც დარჩებიან, რათა ჰამასის მერბრძოლებს შემოტევაზე უპასუხონ. ოლმერტის აზრით ოპერაცია „ჩამოსხმული ტყვიის“ მნიშვნელობისას ისრაელს არცერთი საერთაშორისოდ მიღებული ნორმა არ დაურღვევია. ჰამასის წევრთა განცხადებით კი, ისრაელის მხრიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტა მიუღებელია, რადგან პალესტინელები არ შეწყვეტენ ებრაელ ჯარისკაცებსა და სამხრეთ ისრაელის ტერიტორიებზე შეტევებს, სანამ ისრაელის ქვედანაყოფები სრულად არ დატოვებენ ღაზას სექტორს. lenta.ru
მიმდინარე მოვლენები 19 იანვარი, 2009 (2009-01-19) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 20 იანვარი, 2009 (2009-01-20) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 21 იანვარი, 2009 (2009-01-21) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 22 იანვარი, 2009 (2009-01-22) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 23 იანვარი, 2009 (2009-01-23) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 24 იანვარი, 2009 (2009-01-24) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 25 იანვარი, 2009 (2009-01-25) (კვირა)
  • ნიგერიის აეროპორტ კანოში ბოინგ 777-მა ალმოდებული ძრავით საავარიო დაჯდომა განახორციელა-იუწყება აფპ. სააგენტო აპ-ის ცნობით, „ბრითიშ აირვეიზის“ ეკიპაჟმა საგანგებო დაჯდომის გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც კვამლმა კაბინამდე შეაღწია. დაშვება წარმატებით გახორციელდა; ბორტზე მყოფი 155 მგზავრიდან და ეკიპაჟის 14 წევრიდან არავინ დაზარალებულა. თვითმფრინავი ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან ლონდონისკენ მიფრინავდა. დაზუსტებული მონაცემებით, ინციდენტი აფრენიდან 30 წუთში მოხდა. lenta.ru
  • ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ვინის სამხრეთით სამდინარო ბორანი ჩაიძირა-გადმოსცემს ბბს-ნიუზი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულია 39 ადამიანი; ხუთი მგზავრი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ასოშიეითედ პრესის ცნობით, წყლიდან 40 ცხედარია ამოღებული, მათ შორის, 27 ქალისა და 14 არასრულწლოვანი გოგონასი. ბორანი სანაპიროდან 20 მეტრში ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორნის ჩაძირვის მიზეზი გადატვირთვა გახდა, რადგან, 12 ადამიანზე განკუთვნილი ტრანსპორტით, 80 მგზავრი გადაჰყავდა. BBC
  • შრი-ლანკის არმიამ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქი მულაიტივუ დაიკავა-იტყობინება აპ. ოფიციოზის განცხადებით, ეს უკანასკნელი ქალაქი იყო, რომელსაც „თამილ-ილამის გათავისუფლების ვეფხვები“ აკონტროლებდნენ. აღსანიშნავია, რომ შრი-ლანკის ჯარმა მულაიტივუ ზღვიდან აიღო. სამხედრო მოსამსახურეები მცირე ზომის კატარღებით გადაადგილდებოდნენ. „ვეფხვებმა“ ხელის შეშლის მიზნით, დამბები ააფეთქეს და იქვემდებარე უბანი ჩაძირეს. „თამილ-ილამის გათავისუფლების ვეფხვები“ 1972 წლიდან აწარმოებენ შრი-ლანკისგან გამათავისუფლებელ ბრძოლას. lenta.ru
  • 15 ადამიანი დაიღუპა შაბათ-კვირას საფრანგეთსა და ესპანეთში ძლიერი ქარის გამო, რომელიც წამში 48 მეტრს აჭარბებდა-გვაუწყებს ბბს-ნიუზი. კატალონიის ქალაქ სან-ბოი-დე-ლობრეგატის ცენტრში მდებარე სპორტკომლექსს სახურავი ჩაენგრა, შედეგად, ოთხი ბავშვი დაიღუპა, ათზე მეტი დაშავებულია. რამდენიმე ადამიანი დაღუპულია გადამტვრეული ხეების, ჩამონგრეული სახურავებისა და ჰაერში აფრენილი საგნების ჩამოცვენის გამო. ესპანეთში ათი ათასობით სახლი უდენოდ არის დარჩენილი, საფრანგეთში კი მილიონნახევარი კომლი განიცდის ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემას. ქარაშოტის გამო ბორდოსი და ტულუზის აეროპორტები დაიხურა. შეწტვეტილია სარკინიგზი მიმოსვლა. BBC
  • სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაუღუპა იტალიის სამხრეთში კვირას მეწყერის ჩამოწოლის შედეგად-იტყობინება ფრანს პრესი იტალიურ სააგენტო ANSA -ზე დაყრდნობით. მაშველთა ცნობით, მეწყერი ქალაქების რეჯო-დი-კალაბრიასა და სალერნოს დამაკავშირებელ გადატვირთულ ტრასაზე გაუთავებელი კოკისპირული წვიმების შედეგად ჩამოწვა. ნეაპოლის ერთ-ერთ პლიაჟზე ქალი დაიღუპა. ერთი დღით ადრე ესპანეთსა და საფრანგეთში 8 და 12 ადამიანი დაუღუპა; ევროპაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე 24-ს აღწევს. 24 იანვარს ესპანეთსა და საფრანგეთზე, 25 იანვარს კი იტალიის სამხრეთზე თავსდამტყდარი ურაგანი 1999 წლიდან უმძლავრესია ევროპაში. ათი წლის წინ სტიქიამ 88 ადამიანი სიცოცხლე შეიწირა. lenta.ru
  • ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ბარაქ ობამას გამოსვლების დროს წარმოთქმული სიტყვები იაპონური თარგმანითა და ინგლისური ტექსტებითურთ, იაპონიაში ბესტსელერებად არის ქცეული-აპ. ბოლო თვეებში იაპონელებმა 400 ათასზე მეტი ჩანაწერი შეიძინეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს იშვიათი გამოცემა ერთმილიონიანი ტირაჟით არის გამოცემული. როგორც გამომცემლობის წარმომადგენელმა განმარტა, საპრეზიდენტო კანდიდატების გამოსვლები საუკეთესო საშუალებაა ინგლისური ენის შესასწავლად, რადგან, იოლად ამახსოვრდება ადამიანს. „განსაკუთრებულად გარკი იყო ობამას გამოსვლები. მისი სიტყვები გრძნობით არის სავსე, ხშირად ისმის „კი, ჩვენ შეგვიძლია“, „ცვლილებები“ და „იმედი“-იაპონელიც კი იოლად დაიმახსოვრებს-დასძენს წიგნის გამომცემელი. 95 გვერდიანი და რბილგარეკნიანი წიგნი იაპონიის უმსხვილეს წიგნით მოვაჭრე ინტერნეტ-საიტ ამაზონზე ერთპიროვნული ლიდერია. News.Yahoo
მიმდინარე მოვლენები 26 იანვარი, 2009 (2009-01-26) (ორშაბათი)
  • ბოლივიის მოქალაქეებმა პრეზიდენტ ევო მორალესის მიერ შემოთავაზებულ ახალი კონსტიტუციის პროექტს მხარი დაუჭირეს-იუწყება აპ Associated Press. კონსტიტუციის პროექტი რეფერენდუმში მონაწილეთა 56,8 პროცენტმა მოიწონა. წინააღმდეგ ხმა 43,2 %-მა მისცა. ახალი კონსტიტუცია მორალესს პრეზიდენტის პოსტის 2014 წლამდე დაკავების საშუალებას აძლევს. უკვე განიხილება გაუქმება კანონისა, რომლის მიხედვით ერთი და იგივე პირს ზედიზედ ორჯერ პრეზიდენტად გახდომა ეკრძალება. საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც, მეტად სავარაუდოა, რომ მორალესი გაიმარჯვებს, 2009 წლის დეკემბერში გაიმართება. lenta.ru
  • ქაიროში გამართული მორიგი სამშვიდობო მოლაპარაკებისას ისრაელმა ჰამასის წარმომადგენლებს 18 თვიანი ზავის ჩამოგდება შესთავაზა-წერს გაზეთი ჰარეცი. Haaretz. როგორც გამოცემა აზუსტებს, ეს განცხადება ისრაელის წამომადგენელმა ამოს გილადმა წამოაყენა. ჰამასის წარმომადგენელმა აიმან ტაჰამ შემხვედრ წინადადებაში ერთწლიანი ზავის ჩამოგდების სურვილი გამოხატა. ტაჰას წინადადებაში ნათქვამია, რომ ერთწლიანი ზავის დროს ისრაელმა ღაზას სექტორს ეგვიპტესა და ისრაელთან საზღვრები უნდა გაუხსნას და ბლოკადაც მოხსნას. ჰამასი, თავის მხრივ, თანახმაა კონფლიქტის ზონაში ევროპელი დამკვირვებლები დაუშვან, თუმცა, ებრაელი დამკვირვებლების დაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. Haaretz.com
  • ბრიუსელში რუსეთისა და ნატოს არაფორმალურ სამიტზე მოსკოვი 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დატრიალებულ ამბებსაც შეეხება. ამის შესახებ ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი რაგოზინმა განაცხადა „როსისკაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში. დიპლომატის თქმით, არაფორმალურ სამიტს დღის წესრიგი ჯერ არ დაუდგენია, მაგრამ, ყველას კარგად ესმის, თუ რაზე წავა საუბარი. ასევე განიხილება საკითხი რუსეთსა და ნატოს შორის ბოლო პერიოდებში გაუარესებული ურთიერთობების შესახებ. როგორზინის აზრით, რუსეთი და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი აფრიკაში ხომალდების უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით თანამშრომლობის საკითხები და უკრაინა-რუსეთს შორის აირის გამო დაძაბული ვითარებაც იქნება განცილვის საგანი. lenta.ru
  • ლონეთი უკრაინის ტერიტორიიდან წინანდებურად რუსული გაზის მხოლოდ ნაწილს იღებს იმ ოდენობისას, რაც კონტრაქტით ეკუთვნის. ამის შესახებ პოლონური საგაზო კომპანიის პრეს-მდივანმა იონა ვასიცკა-ზაჟევსკამ განაცხადა. პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე მოცულობა 7 მილიონ კუბომეტრს შეადგენს, როცა რომ, 14 მილიონი უნდა იყოს. ვასიცკა-ზაჟევსკას თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტით დაკისრებულ მოვალეობებს „როსუკრენერგო“ არ ასრულებს. გაზპრომის მმართველობის თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ პოლონეთისთვის კუთვნილზე ნაკლები აირის მიწოდების მიზეზი „როსუკრენერგოს“ უკავშირდება.pgnig.pl
  • კამერუნის ნაპირებთან ტრაულერზე თავდასხმისას მეკობრეებმა ეროვნებით ბერძენი კაპიტანი მოკლეს. ინციდენტი გასულ პარასკევს მოხდა კამერუნის სამხრეთით, კრიბთან ახლოს და 26 იანვარსღა გახდა ცნობილი. ამის შესახებ საბერძნეთის საელჩო იუწყება-აფპ. გამოცემა Le Jour-ის მონაცემებით, მეკობრეები კამერუნის ნაპირებთან ერთდროულად ორ ტრაულერს დაესხნენ თავს. კრიმინალებმა ხომალდები დაიტაცეს და ფულთან ერთად მიიმალნენ. არსებული მონაცემებით, მეკობრეთა ნადავლი 5700 დოლარს შეადგენს. თავდასხმის შემდეგ კამერუნის საზღვაო-სამხედრო ძალები მეკობრეებს დაედევნენ, თუმცა, ვერ დაეწივნენ.lenta.ru
  • „თურქიშ აირლაინზის“ სამგზავრო თვითმფრინავმა ჩიტების გუნდთან შეჯახების შემდეგ ავარიული დაჯდომა განახორციელა-იუწყება სააგენტო აპ. 143 მგზავრიანი ავიალაინერი სტამბოლიდან დანიაში მიფრინავდა. აფრენიდან მოკლე ხანში ერთ-ერთ ძრავში ფრთოსნები მოხვდნენ, რის გამოც თვითმფრინავის ეკიპაჟმა დაჯდომა ამჯობინა. საავარიო დაჯდომა წარმატებით გახორციელდა. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. დაზიანებული თვითმფრინავების მგზავრები სხვა ლაინერით გაისტუმრეს კოპენჰაგენში. lenta.ru
  • იემენში აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის საელჩოების დაცვა გააძლიერეს, რადგან ამერიკის დიპლომატიურმა უწყებამ მუქარის შეტყობინება მიიღო მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ. როგორც აპ იტყობინება, უცნობმა საელჩოში ტელეფონით დარეკა და მოპასუხეს აუწყა, რომ ალ-ყაიდას მებრძოლები უახლოეს საათებში ტერორისტულ აქტებს მოახდენენ რუსეთის და ამერიკის საელჩოებში. როგორც ცნობილია, რუსეთის საელჩოში მსგავსი შეტყობინება არ შესულა. იემენის პოლიციას ბლოკ-პოსტები აქვს საელჩოებთან მოწყობილი, გამკაცრებულია ახლო-მახლო უბნებში გადაადგილება. უკანასკნელი მონაცემებით, ამერიკის საელჩოს ხელყოფა რამდენიმე შეიარაღებულმა ადამიანმა სცადა და ცეცხლი გახსნა. დაცვამ მათი მოგერიება მოახერხა. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. პოლიციამ რამდენიმე თავდამსხმელი დააკავა. ამ ეტაპზე მათი ვინაობა არ ხმაურდება. .lenta.ru
  • 26 იანვარს ათეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუს ქუჩებში ხელისუფლების გადაყენების მოთხვნით-აფპ. ერთ-ერთმა მომიტინგემ ცეცხლნასროლი სასიკვდილო ჭრილობა მიიღო თავში. მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ ორი ადამიანია მოკლული. დაღუპული ხელისუფლებასთან ახლომყოფი ტელეკომპანიის დაცვის თანამშრომელმა ჩაცხრილა. დემონსტრანტებმა ტელევიზიის აღება სცადეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაცვის თანამშრომლებმა ირგვლივმოჯარულ ხალხს გაუხსნა ცეცხლი. მეორე დემონსტრანტის დაღუპვის ვითარების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. BBC
  • ბაჰრეინში 26 იანვარს შიიტებს შორის მასობრივი არეულობა დაიწყო . შიიტები ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ-აფპ. პოლიციას დემონტრანტების მიერ ცრემლმდენი გაზის გამოყენება მოუხდა, რადგან ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების ჯგუფები სამართალდამცველებს ქვებს უშენდნენ და საბურავებს წვავდნენ. ქვეყნის მასშტაბით თუ რამდენი და რა სახის საპროტესტო აქცია გაიმართა, ჯერ-ჯერობით ვერ ზუსტდება, ცნობილია, რომ აქციები დაბნელების დროსაც კი გაგრძელდა. მოსახლეობის საპროტესტო ტალღა ხელისუფლების მიერ შიიტთა სამი ლიდერის დაპატიმრებამ გამოიწვია: მოძრაობა თავისუფლებისა და დემოკრატიის მეთაური ჰასან მუშაიმი და მისი პრეს-მდივანი აბდულ ჯალილ სენგასე, ასევე შიიტთა სულიერი ლიდერი შეიჰი მუჰამედ ჰაბიბი, რომელიც შიიტთა დისკრიმინაციის გასაპროტესტებლად გამოდიოდა მმართველი სუნიტური ხელისუფლების წინააღმდეგ. lenta.ru
მიმდინარე მოვლენები 27 იანვარი, 2009 (2009-01-27) (სამშაბათი)
  • საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში პრეზიდენტის სცპეცწარმომადგენლის დანიშვნა იმის მანიშნებელია, რომ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების გაფორმებას იწყებს-წერს გაზეთი ვედომოსტი დიმიტრი მედვედევის უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს მთავარი მრჩეველი საზღვრების საკითხებში ვადიმ პოსტნოვი აცხადებს, რომ თბილისთან საზღვრების დელიმიტაციაზე მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. მისი თქმით, თბილისს ეკონომიკური ზონის ათეულ კვადრატულ კილომეტრზე აქვს პრეტენზია, მაგრამ, ეს აკვატორია რუსეთს თავისად მიაჩნია გაეროს 1982 წლის საზღვაო კონვენციაზე დაყრდნობით. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, საქართველო როქის გვირაბს თავისად სთვლის, თუმცა, სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ჰასან პლიევის განცხადებით, როქის გვირაბი რუსეთისაა, რადგან გვირაბს რუსეთის სამსახურები აკონტროლებენ და რუსი სამხედროები იცავენ. lenta.ru
  • ბანკოკის ღამის კლუბ „სანტიკაში“ ახალი წლის ღამეს ხანძრის გაჩენის ბრალდება ადგილობრივი პოპჯგუჯის "Burn" სოლისტს წაუყენეს და დააპატიმრეს. შეგახსენებთ, ხანძრისას 65 ადამიანი დაიღუპა. 28 წლის მომღერალმა , პოლიციის მონაცემებით, შენობაში რამდენიმე ფოიერვერკი გაუშვა, რომელიც შესაკიდ ჭერს მოხვდა, რამაც აალება გამოიწვია. ხანძარი კონცერტის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ გაჩნდა. თვითმხილველების მტკიცებით, მუსიკოსები კლუბში დარჩნენ. წინასწარი სასამართლო მოსმენებისას ჯგუფის სოლისტმა ბრალი არ აღიარა. სასამართლომ თანხმობა განაცხადა რომ მომღერალი 20 მილიონი ბატის გირაოთი გამოუშვას, რაც დაახლოებით 20 ათას 445 დოლარია. lenta.ru
მიმდინარე მოვლენები 28 იანვარი, 2009 (2009-01-28) (ოთხშაბათი)
  • პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში თალიბანის მებრძოლებმა ვაჟთა სკოლა და ადგილობრივი უხუცესების ექვსი სახლი ააფეთქეს-აფპ. ტერაქტი ბაჯაურის ტომთა მხარეში, ავღანეთის საზღვართან ახლოს მოხდა. აფეთქებები წუხელ დაიწყო და ბაჯაურის სხვდასხვა წერტილში გახორციელდა. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ არანაიაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ უხუცესთაგან, რომელთა სახლებიც ააფეთქეს, არც ერთი არ დაშავებულა. პაკისტანის ტომთა მხარეები ავღანეთში 2001 წელს ამერიკის შეჭრის შემდეგ გაქცეული მებრძოლების თავშესაფარი გახდა. პაკისტანის რეგულარული ჯარი მებრძოლთა გასანადგურებლად განუწყვეტლივ ატარებს სპეცოპერაციებს. ამის მიუხედავად, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული სარდლობა პაკისტანის ხელისუფლებას სდებს ბრალს იმაში, რომ ისლამაბადი მებრძოლების დასათრგუნად საკმარის ზომებს არ ატარებს. lenta.ru
  • სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მომხდარი აფეთქების შედეგად-წერს ესპანური გაზეთი ელ მუნდო. გაზეთის ინფორმაციით, აფეთქდა ვიდეოგაქირავება „ბლოკბასტერის“ ახლოს გაჩერებული დანაღმული მანქანა. პოლიციის დაზუსტებით კი, ბომბი იქვემდებარე ბანკომატთან იყო ჩამონტაჟებული. აფეთქების შედეგად, ვიდეოგაქირავების შენობა სრულიად დაინგრა. განადგურებულია ხუთი ავტომობილი. ბოგოტის პოლიციას მიაჩნია, რომ მომხდარი ტერორისტულ აქტად უნდა შეფასდეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილი პოლიციას აქვს ალყაშემორტყმული. elmundo.es
  • ისრაელის არტილერიამ ამდილას ღაზა-ეგვიპტის საზღვართან გვირაბი დაბომბა, რომლითაც, სავარაუდოა, რომ ჰამასის მებრძოლები შეიარაღების შეტანას ახორციელებდნენ. აფპ. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ოფიციალური ცნობა არ ვრცელდება. 2008 წლის 27 დეკემბერს დაწყებული და 2009 წლის 21 იანვარს ცაჰალის ჯარების გამოყვანით დასრულებული ოპერაცია „ჩამოსხმული ტყვიის“ დროს ათეულობით გვირაბი განადგურდა, საიდანაც ჰამასელებს ღაზას სექტორში რაკეტები, საბრძოლო მასალები, იარაღი და ასაფეთქებლები შეჰქონდათ. lenta.ru
  • მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუში ორშაბათიდან დაწყებული არეულობობების მსხვერპლი უკვე 34 ადამიანს შეადგენს -იუწყება ფრანს პრესი. ჯერ კიდევ გუშინ მაშველებმა მოროდიორების 25 დამწვარი ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეცვივნილიყვნენ და იქ დაწყებული ხანძრისთვის ვეღარ გამოესწროთ. მართალია ინციდენტი ორშაბათღამეს მოხდა, მაგრამ, ნანგრევების გაწმენდასა და ცხედრების იდენტიფიკაციაზე დიდი დრო წავიდა. გუშინ ექვსი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის პრეზიდენტ მარკ რავალუმანანას კომპანიის საწყობის გაძარცვისას. გარდა ამისა, ადგილობრივ ციხეში მიმდინარე ბუნტისას პოლიციამ ერთი მსჯავრდებული ჩაცხრილა და ათი დაჭრა. არეულობა ანტანანარივუში გუშინწინ დაიწყო, როდესაც დემონსტრანტები ქალაქის ოპოზიციონერმა მერმა ანრი რაჟუელინამ გამოიყვანა ქუჩებში. დემონსტრანტებმა ათეულობით მაღაზია და უწყება დაარბიეს, თუმცა, პოლიციამ მათი შეჩერება შესძლო. lenta.ru
  • ამერიკელი სამხედროები პაკისტანზე სარაკეტო დარტყმებს გააგრძელებენ-იუწყება როიტერი. ეს განცხადება სენატის სხდოამზე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა გააკეთა. მისი თქმით, ამერიკას აუცილებლად მიაჩნია პაკისტან-ავღანეთის საზღვრებთან ბაზირებული მებრძოლების განადგურების საქმე ბოლომდე მიიყვანოს. კითხვაზე, იცის თუ არა პაკისტანმა ამერიკული სარდლობის გადაწყვეტილება, გეითსმა დამაკმაყოფილებლად უპასუხა. უკანასკნელი მონაცემებით, 23 იანვარს ამერიკის მიერ პაკისტანზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 17 ადამიანია დაღუპული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დარტყმა პირველი მასშტაბური შეტევაა პაკისტანელ მებრძოლებზე აშშ-ის პრეზიდენტად ბარაქ ობამას არჩევის შემდეგ. „ყოფილი პრეზიდენტი ბუში და ახლანდელი პრეზიდენტი ობამაც ერთი აზრისანი არიან ალ-ყაიდას ტერორისტებთან ბრძოლის საკითში“-ციტირებს სააგენტო როიტერი გეითსის სიტყვებს. Reuters
  • შვედეთის ხელისუფლება არმიის მესამედით შემცირებას აპირებს, ხოლო ტანკების რაოდენობას, სავარაუდოდ, გაანახევრებენ-იუწყება საიტი დეფენს აეროსფეისი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით. გარდა ამისა, შვედები 2014 წლის სამხედრო ბიუჯეტსაც შეამცირებენ, რომლის ზომაც 5 მილიარდ დოლარს არ გადააჭარბებს. შემცირება, ძირითადად, სახმელეთო ჯარებს შეეხება. ფეხოსანთა შემადგენლობაში ჯარისკაცებისა და ოფიცრების რაოდენობა 20 ათასიდან 12,5 ათასამდე დაიკლებს. სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ფეხოსანთა საერთო რაოდენობა 9 ათასამდე იქნება დაყვანილი. ამჟამად შვედეთის შეიარაღებული ძალები 30 ათასამდე პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეს მოითვლის. შვედეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ოპტიმიზირებული არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას აპირებს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დანაყოფმა უფრო ოპერატიულად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა.
  • იაპონიამ სომალიში სამხედრო ოპერაციისთვის დაიწყო მზადება-აფპ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტარო ასომ განაცხადა, რომ იაპონიის სამხედრო-საზღვაო ხომალდები სომალელ მეკობრეებთან საბრძოლველად ზუსტად ერთ თვეში გაიზავნებიან. ამგვარად, იაპონიის მხარე მეკობრეებთან ბრძოლის საერთაშორისო მისიას შეუერთდება. „სომალის წყლებში მეკობრეების თავდასხმები ხომალდებზე არამხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის, არამედ იაპონიისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. საჭირო ღონისძიებებს ადენის ყურეში ჩვენ დაუყოვნებლივ გავატარებთ“. საქმე ისაა, რომ იაპონური კანონმდებლობით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მოქმედებებში ჩარევის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუკი უშუალოდ იმ გემებს იცავენ, რომელთა ბორტზე იაპონიის მოქალაქეებია, ანდაც ხომალდები დაცურავენ იაპონიის დროშის ქვეშ. lenta.ru
მიმდინარე მოვლენები 29 იანვარი, 2009 (2009-01-29) (ხუთშაბათი)
  • პოლონეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა 28 იანვარს გადაწყვეტილება მიიღეს ერთობლივი საბრძოლო ჯგუფი „ვაიმარი-ევროკავშირი“ ჩამოაყალიბონ-იუწყება სააგენტო ასოშიეითედ პრესი. გაერთიანების შემადგენლობაში 1500-დან 2000-მდე ჯარისკაცი შევა. ძირითადი როლი მაინც პოლონურ კონტინგენტს ეკისრება, რადგან გერმანული და ფრანგული მხარე დახმარებას გაუწევს საჭიროების შემთხვევაში. „ვაიმარი-ევროკავშირი“ ფრანგულ-გერმანულ-პოლონური პოლიტ-ეკონომიკურ გაერთიანება „ვაიმარის სამკუთხედის“ ბაზაზე ყალიბდება და საბოლოო სახეს 2013 წლისთვის მიიღებს. „ვაიმარის სამკუთხედი“ ჯერ კიდევ 1991 წელს ჩამოყალიბდა, მისი მთავარი მიზანი პოლონეთის დახმარება იყო კომუნისტური წარსულიდან ევროკავშირში მოეხდინა ინტეგრაცია.
  • ესპანეთის პოლიციისა და ინტერპოლის ერთობლივი ღონისძიებით მადრიდში ნეაპოლიტანური მაფიის „კამორას“ ერთ-ერთი მეთაური ანტონიო კაიაცო დააპატიმრეს. აყვანილია მისი დამხმარე ფრანჩესკო სიმიოლი. ორივე მაფიოზი უკვე ორი წელიწადია იძებნება. აფპ. დაპატიმრება ესპანეთის დედაქალაქის ერთ-ერთი რესტორნის ახლოს მოხდა, რომლის მუშაკებიც ნარკოვაჭრობაში უკვე დიდი ხანია შემჩნეულნი არიან. ნეაპოლის სასამართლომ 50 წლის კაიაცოს დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას მკვლელობაში, გამოძალვაში, ნარკოტიკების კონტრაბანდაში და არაკანონიერ მეწარმეობაში დაედო ბრალი. Google
  • ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა 42 წლის დევიდ ქემერონმა პირობა დადო, რომ თუკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩევენ, არამიწიერ ცივილიზაციებთან და ამოებთან კონტაქტის შესახებ ყველა გასაიდუმლოებულ საბუთს გამოაქვეყნებს-გადმოსცემს ბბს-ნიუზი. თაინმუთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ქემერონმა განაცხადა, რომ არ იცის, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს დედამიწელთა კონტაქტები მომხდურებთან, რაც ასე ხშირად ჩნდება ხოლმე პრესაში. „მგონი იმდენად გახსნილნი უნდა ვიყოთ, რამდენადაც შეგვიძლია“-დასძინა კონსერვატორთა ლიდერმა. მანვე ხუმრობით განაცხადა: "დარწმუნებული ვარ უცხოპლანეტელებს მოვუნახულებივართ და ერთ-ერთი მათგანი ეკონომიკის მინისტრი ფითერ მენდელსონია (ლეიბორისტული პარტიის უმთავრესი იდელოგი). BBC
  • ედინბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ორი პატარა ბავშვი ჰომოსექსუალ მამაკაცთა წყვილს მიაშვილოს, იმის მიუხედავად, რომ ბავშვებზე პრეტენზიას მათი ბებო-პაპა აცხადებენ-წერს დეილი მეილი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 59 წლის პაპა და 46 წლის ბებია საკმაოდ მოხუცებია საიმისოდ, რომ ექვსი წლის ბიჭუნა და ოთხი წლის გოგონა აღზარდონ. ქალ-ვაჟის დედა ამჟამად ნარკოლოგიურში რეაბილიტაციის კურსს გადის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების შვილად აყვანის სურვილი რამდენიმე ჰეტეროსექსუალმა წყვილმაც გამოთქვა. ბებო-პაპას კი პროტესტის გამოცხადების გამო განუცხადეს, რომ თუ ჭირვეულობას გააგრძელებენ, შეიძლება საერთოდ დაკარგონ შვილიშვილების ნახვის უფლება. Daily Mail
  • 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკა მხოლოდ 0,5%-ით გაიზრდება- იტყობინება აფპ მსოფლიო სავალუტო ფონდზე დაყრდნობით. მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები წლეულს მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი იქნება. შარშან მსფ-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომ 2009 წელს მსოფლიო მშპ 2,2%-მდე გაიზრდებოდა. ეკონომიკის ზრდის პროგნოზით, განვითარებულ ქვეყნებსაც შეეხება შემოსავლების კლება საშუალოდ ორი პროცენტით. ამგვარად, დიდი ბრიტანეთის მშპ 2%-ით შემცირდება, აშშ-სა 1,6%-ით, იაპონიისა 2,6%-ით. გარდა ამისა, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის ზრდის ტემპი 6,25%-ით შენელდება. lenta.ru
  • 29 იანვარს შოტლანდიის ქალაქ სთრანრეარის პორტში 156 მგზავრი და ეკიპაჟის 33 წევრი ბორანზე ჩარჩნენ, რადგან ხომალდმა მისაგდომთან ვეღარ მიაღწია. ამის მიზეზად სატვირთო ავტომობილის ბორნიდან სანახევროდ გადაკიდება სახელდება. სთრანრეარიდან გამგზავრების შემდეგ, მოკლე ხანში დაუმაგრებელმა ავტომობილმა ბორნის უკანა კარები გაგლიჯა და დაგორდა, თუმცა, ხომალდის ფოლადის ნაწიბურებმა ტვირთმზიდი შეაკავა და ნახევრად გადაკიდებულ პოზიციაში დატოვა. მაშველები ტვირთმზიდის გამოთავისუფლებას ცდილობენ ბორნის ბოლოდან, მაშველების დიდი ნაწილი კი უკვე ნაპირზეა გადაყვანილი. news.bbc.co.uk
  • ხუთშაბათს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა დემონსტრაციულად დატოვა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული პრეს-კონფერენცია, რომელიც ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებს მიეძღვნა. ერდოღანი იმან აღაშფოთა, რომ კონფერენციის წამყვანმა, გაზეთ ვაშინგთონ პოსტის ჟურნალისტმა დევიდ იგნატიუსმა მისი პასუხი ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის სიტყვამრავალი გამოსვლით შეწყვიტა. „არა მგონია დავოსში კიდევ დავბრუნდე, რადგან, საუბარიც არ მაცადეთ“ — დაიყვირა ერდოღანმა და დარბაზი დატოვა. ინციდენტი გაეროს გენმდივნის პან გი მუნისა და მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების მაღალჩინოსანი წარმომადგენლების თანდასწრებით მოხდა. პერესის ემოციური გამოსვლა 25 წუთს გაგრძელდა და ტაშით დასრულდა. ისრაელის პრეზიდენტის განცხადებით, „ღაზას სექტორის ტრაგედია ისრაელში კი არა, ჰამასში მდგომარეობს, რომელსაც რეგიონში სასტიკი დიქტატურა აქვს დამყარებული“. პერესისთვის პასუხის გასაცემად ერდოღანს სულ რამდენიმე წუთი მიეცა, მაგრამ, მან ისრაელის ბარბაროსობასა და უდანაშაულო ხალხის ხოცვაში დადანაშაულება მაინც მოასწრო. news.bbc.co.uk
  • ერაყში 31 იანვარს პროვინციულ საკანონმდებლო ასამბლეებში გასამართ არჩევნებში მონაწილე ორი სუნიტი კანდიდატი მოკლეს-იუწყება AP. ბაღდადში 29 იანვარს ჩაცხრილეს ომარ ფარუქ ალ-ანი, რომელიც პარლამენტში სუნიტური პარტიის უმთავრესი გაერთიანება ერაყის თანხმობის ბლოკიდან იყრიდა კენჭს. თავდასხმა ადამიანების ჯგუფის მიერ მოხდა. იმავე დღეს ქვეყნის ჩრდილოეთით, მოსულში, სადაც მეტწილად ქურთული მოსახლეობაა, მოკლეს ჰაზიმ სალიმ აჰმედი, ერაყის ეროვნული ერთიანობის სუნიტი კანდიდატი. მიმომხილველთა დიდი ნაწილი კარსმომდგარ არჩევნებს უყურებს, როგორც ერაყის დემოკრატიული მმართველობის სტრუქტურების გამოცდას, რაც სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ ჩამოყალიბდა.
მიმდინარე მოვლენები 30 იანვარი, 2009 (2009-01-30) (პარასკევი)
  • დავოსიდან ისრაელის პრეზიდენტთან შინომ პერესთან კონფლიქტის გამო სამშობლოში დაბრუნებულ თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ თაიფ ერდოღანს თანამემამულენი ისე შეხვდნენ, როგორც გმირს-გადმოსცემს ბბს-ნიუსი. თურქეთის პრემიერმა დავოსის დატოვება მას მერე გადაწყვიტა, რაც ისრაელის პირველი პირის გამოსვლაზე კომენტარის გაკეთების საშუალება არ მისცეს. კონფერენციაზე ოპრაცია „ჩამოსხმული ტყვიის“ შესახებ მიდიოდა საუბარი. ისრაელის პრეზიდენტს მთელი 25 წუთი მისცეს სასაუბროდ, მანაც დრო გამოიყენა და მომხდარზე პასუხისმგებლობა პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს დააკისრა. თურქეთის პრემიერ-მინისტრი კი ისრაელს პალესტინელი უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში ადანაშაულებს. სამშობლოში ჩასულ ერდოღანს აეროპრტში ასეთი პლაკატებით დახვდა ხალხი: „ერდოღან ჩვენ სენთან ვართ!“, „ერდოღანი მომავალი მსოფლიო ლიდერი!“. news.bbc.co.uk
  • კუბის სახელმწიფო საბჭოს ყოფილმა მეთაურმა ფიდელ კასტრომ აშშ პრეზიდენტისგან გუანტანამოს სამხედრო ბაზის დაბრუნება მოსთხოვა. სტატიაში, რომელიც კუბის სამთავრობო საიტზე გამოქვეყნდა სათაურით „აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შესახებ ბჭობა“ ნათქვამია, რომ კუბაზე კუბელი ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ბაზის არსებობა საერთაშორისო სამართლის ძირეული უფლებების დარღვევად უნდა შეფასდეს. მან ობამას ამ პრინციპების ულაპარაკოდ დაცვა მოუწოდა და აღნიშნა, რომ ობამა სამხედრო ბაზის დაბრუნებაზე მანა არ იფიქრებს, სანამ გუანტანამოს აშშ-ისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება. cubadebate.cu
  • ისრაელის პრეზიდენტის წარმომადგენლობამ უარყო ინფორმაცია, თითქოს შიმონ პერესმა თურქეთის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა დავოსში მომხდარი ინციდენტის გამო - ვკითხულობთ საიტზე lenta.ru. 29 იანვარს თურქეთის პრემიერმა დემონსტრაციულად დატოვა დავოსში მიმდინარე კონფერენცია, რადგან ისრაელის პრეზიდენტს 25 წუთი მისცეს სიტყვით გამოსვლითსვის, ხოლო ერდოღანს სულ რამდენიმე წუთი. საქმე ღაზაში სიტუაციის დარეგულირებას ეხებოდა. lenta.ru
მიმდინარე მოვლენები 31 იანვარი, 2009 (2009-01-31) (შაბათი)
  • პრაღაში ასეულობით ადამიანმა ჩაიარა მარშით აშშ-ის ხელისუფლების ნების გასაპროტესტებლად ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო რადარების განთავსების საკითხზე-აქცია ჩეხური კომუნისტური პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. პოლიციის მონაცემებით, მსვლელობაში ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქციის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მონაწილეობდა ორი ათასზე მეტი კომუნისტი. დემონსტრანტებს პლაკატები მიჰქონდათ წარწერით: „უარი რადარს!“ და „შეაჩერეთ შეიარაღების ახალი რბოლა!“. 2008 წელს ვაშინგტონმა და პრაღამ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, პრაღის სამხრეთ-დასავლეთით ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უნდა განთავსდეს. უკანასკნელი გამოკითხვებით დგინდება, რომ ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი წინააღმდეგია მოვლენების ასეთი განვითარებისა. lenta.ru
  • შვეიცარიის პოლიციას ცრემლმდენი გაზის გამოყენება დასჭირდა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური კონფერენციით უკმაყოფილოთა წინააღმდეგ, რომლებმაც დემონსტრაციული მსვლელობა მოაწყეს და არეულობის პროვოცირება სცადეს-აპ. დემონსტრაცია მშვიდად მიდიოდა ჟენევაში, სანამ პოლიციამ ათასკაციან ჟგუფს გზა არ გადაუღობა ქალაქის ცენტრისკენ. ამის შემდეგ სამართალდამცველების მისამართით ბოთლები და ქვები იქნა გამოყენებული. ჟენევის ხელისუფლების განცხადებით, დემონსტრანტებს მიტინგის ჩატარების უფლება არ ჰქონდათ აღებული. 60 ადამიანი დააკავეს, აქედან 30 უკვე გაუშვეს. ზოგიერთ მომიტინგეს ჯამბაზების ფორმები ეცვა და პოლიციის თანამშრომლებს დასცინოდა. lenta.ru
  • კენიაში მარიხუანის შენახვის ბრალდებით აშშ პრეზიდენტის ნახევარძმა ჯორჯ ობამაა დაპატიმრებული. პოლიციის განცხადებით, ბარაქის ძმამ დაკავებისას ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ჯორჯ ობამას სასამართლო მოსმენა 2 თებერვლისთვის არის ჩანიშნული. ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის ნახევარძმა კენიის დედაქალაქის, ნაირობის პოლიციის განყოფილებაშია. ახალგაზრდა ობამა უარყოფს მისდამი წაყენებულ ყველა ბრალდებას, მის თქმით, არ იცის და ვერც ხვდება რატომ ედავებიან ნარკოტიკების შენახვას. lenta.ru
  • იაპონია 17 მილიარდ დოლარს გამოყოფს ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებული აზიური ქვეყნების დასახმარებლად AFP. იაპონიის მთავრობის მეთაურის პრეს-მდივანმა კაძუ კოდამამ განაცხადა, რომ ეს თანხა აზიურ ქვეყნებს ინფრასტრუქტურის განსავითარებლად გამოადგება. ამან, იაპონიის აზრით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შიდა მოთხოვნილების სტიმულირება უნდა მოახდინოს. კონკრეტულად რომელ ქვეყნებს ექნებათ იაპონიისგან დახმარების მიღების შესაძლებლობა, ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება. lenta.ru
  • დიდი ბრიტანეთის მთავრობა კერძო სკოლების ნაციონალიზებას აპირებს, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის გამო დაზარალდა-წერს გარდიანი. ნაციონალიზებული სკოლები სახელმწიფო აკადემიებად ჩამოყალიბდება. ბრისთოლში მდებარე ხუთი სკოლიდან ორი უკვე ამ სქემაშია მოხვედრილი, დანარჩენები სექტერმბრიდან შეძლებენ სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლას. ექსპერტთა აზრით, ბევრი კერძო სასწავლო დაწესებულება სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადასვლას ამჯობინებს დახურვას. მთავრობის გეგმის მიხედვით, იმისათვის, რომ კერძო დაწესებულებამ სახელმწიფო დოტაცია მიიღოს, სწავლის ქირის დაწევა და სასწავლო პროგრამაში ჩართვის სახელმწიფო პროგრამის მიღება მოუწევს. მაგრამ, ამის მიუხედავად, კერძო სკოლებს ბევრი პრივილეგია მიანც დარჩებათ როგორც სწავლის მეთოდის თვალსაზრისით, ასევე თანამშრომელთა დაქირავების კუთხით. guardian.co.uk