თებერვალი 2009

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
<< თებერვალი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28
2009

თებერვალი 2009 წლის მეორე თვეა. დაიწყო კვირას და დამთავრდა 28 დღის შემდეგ შაბათს.

პორტალი:ახალი ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე მოვლენები 1 თებერვალი, 2009 (2009-02-01) (კვირა)
  • სულ ცოტა 43 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში თალიბებსა და სახელმწიფო ჯარებს შორის ატეხილი სროლისას (CNN). შეტაკება სვატის ველზე მოხდა. დანაკარგებზე პაკისტანის არმიაში ან მებრძოლებს შორის არაფერია ცნობილი. სვატის ველი ყოფილი სამთო-სათხილამურო კურორტი და ტურისტების თავშეყრის ადგილია, ამჟამად კი ველს ისლამისტები აკონტროლებენ.
  • ისლანდიაში მინისტრთა კაბინეტი ახალმა მთავრობამ შეცვალა. კაბინეტის გადაყენების მიზეზი მძიმე ეკონომიკური ვითარება გახდა. მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის მეთაური იოჰანა სიგურდარდოტირი გახდა. იოჰანა ყოფილი სტიუარდესაა, რომელიც პოლიტიკაში პროფკავშირული მოძრაობის შემდეგ მოხვდა. იგი ისლანდიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია. წინა ხელისუფლებისას იოჰანა სიგურდარდორტირი სოციალური პოლიტიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. ახალი პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში ერთადერთი ღია ლესბოსელი ქალი პრემიერია. ისლანდიის ახალი მთავრობა 25 ივნისამდე, ანუ ხელისუფლების ვადამდელი არჩვნების დანიშვნამდე იმუშავებს. CNN
  • ლონდონში, ჩინეთის საელჩოსთან ტიბეტის თავისუფლების მომხრეებმა მასობრივი აქცია გამართეს, რაც არეულობაში გადაიზარდა (BBC). წინა დღით ლონდონს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩინეთის მთავრობის მეთაური ვენ ძიაბაო. საელჩოს შენობასთან ორგანიზაცია „თავისუფალი ტიბეტის“ ასობით წევრმა მოიყარა თავი. BBC
მიმდინარე მოვლენები 2 თებერვალი, 2009 (2009-02-02) (ორშაბათი)
  • კოლუმბიის სამხრეთში, ქალაქ კალის პოლიციის განყოფილებასთან მომხდარ აფეთქებას 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა შორის კი ხუთი არასრულწოლოვანია. elpais
  • მეხიკოს ორ მილიონამდე მოსახლეს ეკონომიის მიზნით სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. NY Times
  • კუბის ფორმის ლოგიკური სათამაშოს გამომგონებელი უნგრელი სკულპტორი და არქიტექტურის პროფესორი ერნო რუბიკი 5 თებერვალს ახალ, ბურთისებრ ლოგიკურ სათამაშოს წარადგენს. რუბიკის ახალი ვარიანტი, რომელსაც „რუბიკ 360“ ჰქვია, ერთმანეთში ჩაწყობილ სამ გამჭვირვალე სფეროს წარმოადგენს. შუაგულში ექვსი სხვადასხვა ფერის ბურთულაა, რომლებიც გარეთ უნდა გამოვიტანოთ. Telegraph
  • თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ თაიფ ერდოღანი თეირანის საპატიო მოქალაქე გახდა. PressTV Iran
  • აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას კენიაში დაპატიმრებულ ნახევარძმას ყველა ბრალდება მოეხსნა. CNN
  • 2009 წლის იანვრის თვეში დედამიწის სხვადასხვა წერტილში 14 ჟურნალისტი დაიღუპა-ასეთი დასკვნა გამოაქვეყნა 2 თებერვალს ფრეს ფრეს ემბლემ ქემფეინმა, რომელიც პრესის წარმომადგენელთა უფლებების მონიტორინგს ახდენს მსოფლიო მასშტაბით. იანვრის მონაცემებით, მარტო ღაზას სექტორში 4 ჟურნალისტი დაიღუპა,რუსეთში 2, ვენესუელაში 2, პაკისტანში 3, სომალიში, ნეპალსა და შრი-ლანკაზე თითო-თითო ჟურნალისტი გამოასალმეს სიცოცხლეს. ორგანიზაცია „ფრეს ემბელემ ქემფეინი“ გვახსენებს, რომ 2008 წელს 91 რეპორტიორი დაიღუპა, ანუ ყოველ კვირა მსოფლიოში ორ-ორი ჟურნალისტი იღუპებოდა. lenta.ru
მიმდინარე მოვლენები 3 თებერვალი, 2009 (2009-02-03) (სამშაბათი)
  • გამთენიისას, რიხტერის შკალით 5,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა პერუში. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ მონაცემები არ გავრცელებულ.
  • ამდილას ათენში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა ადამიანებმა შენობას ავტომატებიდან გაუხსნეს ცეცხლი და ჭურვიც კი ესროლეს. დაღუპულების და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. lenta.ru
  • ქალაქ ბარსელონას პოლიციამ ათი პაკისტანელი დააპატიმრა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით. heraldo
  • საფრანგეთი და გერმანია მოლაპარაკებებს აწარმოებენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გერმანიის ჯარების საფრანგეთის მიწაზე განთავსების შესახებ-წერს 3 თებერვლის გარდიანი. guardian
  • ამერიკის შტატ ნიუ-ჯერსიში წუხელ მიწისძვრა მოხდა-წერს ნიუ-იორქ თაიმზი. მიწისძვრის მაგნიტუდა 3,0 იყო. დაშავებული არავინაა. მიწისძვრის ეპიცენტრი ვიქთორი-გარდენსის რაიონში მდებრაეობდა. NY Times
  • სულ ცოტა 20 ადამიანი უნდა იყოს დაღუპული კოლუმბიაში სამგზავრო ავტობუსის 120 მ სიმაღლის კლდიდან გადავარდნის შედეგად. NewsCom
  • ათენში, პორტ პირესში პოლიციასა და ფერმერებს შორის შეტაკება მოხდა.1200 ფერმერი 500 ტრაქტორით ათენში შესვლას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინ მიტინგის მოწყობას აპირებდა. ბერძენი ფერმერები 19 იანვრიდან ბამბეულზე, ხორბალზე, ზეითუნსა და გარგარზე ფასების დაცემას აპროტესტებენ.lenta.ru
  • ევროკავშირმა და კანადამ აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის შემუშავებული გეგმა მოჭარბებული პროტექციონიზმისთვის გააკრიტიკეს-იუწყება ბბს. BBC
მიმდინარე მოვლენები 4 თებერვალი, 2009 (2009-02-04) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 5 თებერვალი, 2009 (2009-02-05) (ხუთშაბათი)
  • დაღესტანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მებრძოლების აყვანის მიზნით დაწყებული ოპერაცია მაჰაჩყალიდან 10 კილომეტრში, სოფელ ლენინკენტში ტარდება. lenta.ru
  • შრი-ლანკის ხელისფლებამ დაჯგუფება „თამილის ვეფხვების“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. lenta.ru
მიმდინარე მოვლენები 6 თებერვალი, 2009 (2009-02-06) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 7 თებერვალი, 2009 (2009-02-07) (შაბათი)
  • აშშ ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიუნხენში გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ბარაკ ობამას ადმინისტრაციის განზრახვა დაადასტურა, რომ ამერიკა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას გააგრძელებს. lenta.ru
  • თალიბანის მოძრაობამ შარშან პაკისტანში დატყვევებული პოლონელი ინჟინრის მოკვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მძევლის გათავისუფლებაში გამტაცებლებმა დიდძალი თანხა და ექვსი მებრძოლის ციხიდან გამოშვება მოითხოვეს. lenta.ru
  • 1 იანვარს გატაცებული ეგვიპტური ხომალდის „ბლუ სთარის“ მფლობელმა სომალელ მეკობრეებთან შეთანხმებას მიაღწია ხომალდის და ეკიპაჟის გათავისუფლების საკითხზე. გამტაცებლები მზად არიან ნადავლი ერთ მილიონ დოლარად დათმონ. lenta.ru
მიმდინარე მოვლენები 8 თებერვალი, 2009 (2009-02-08) (კვირა)
  • 8 თებერვალს პრაღაში სამ ქართველ დიპლომატს ტაქსის მძღოლთან კონფლიქტი მოუვიდა. მედიანიუსი
  • ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორრეამ განკარგულება გასცა ამერიკის ელჩის არმანდო ასტორგას ქვეყნიდან გაწვევის შესახებ.
  • ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დღეის მდგომარეობით 35 ადამიანს აღწევს-იუწყება როიტერი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით. დაღუპულთა შორის, ორი ბავშვია. დაღუპულთა დიდი ნაწილი მელბურნის ჩრდილო-დასავლეთში, ვიქტორიას შტატში ფიქსირდება. Mმასშტაბური ხანძრები შტატ ახალ სამხრეთ უელსშიც აღინიშნება. მაშველების ვარაუდით, უახლოეს საათებში გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
  • ნაზრანის ერთ-ერთ რაიონში სპეცოპერაცია ტარდება; ინგუშეთის სამართალდამცავი ორგანოები მებრძოლებს ეძებენ-იუწყება რია ნოვოსტი.
მიმდინარე მოვლენები 9 თებერვალი, 2009 (2009-02-09) (ორშაბათი)
  • ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის შენობას ორშაბათს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. vesti.ru
  • ტყის ხანძრის შედეგად ავსტრალიაში 9 თებერვლისთვის 173 ადამიანი იყო დაღუპული-იუწყება ტელეკომპანია სქაი-ნიუზი. სქაი-ნიუზი
  • ესპანეთის უმღლესმა სასამართლომ ხელისუფლების მოთხოვნა დააკამყოფილა და რეგიონული არჩევნებიდან ორი რადიკალური ბასკური პარტია „დემოკრატია 3 000 000“ და „ასკატასუნა“ მოხსნა. ტერორისტულ ორგანიზაცია ეტასთან და მის პოლიტიკურ ფრთა ბატასუნასთან კავშირის ბრალდებით, რომელთა მოღვაწეობა ესპანეთში 2003 წლიდან აკრძალულია. lenta.ru
  • მადრიდში საგამოფენო ცენტრ „იფემას“ ტერიტორიაზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. პასუხისმგებლობა მომხდარზე ბასკურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ეტამ იკისრა-იუწყება ესპანეთის ეროვნული ტელერადიომაუწყებელი RTVE.
  • იემენის ხელისუფლებამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ალ-ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი 170 ადამიანი გაათავისუფლა. YahooNews
მიმდინარე მოვლენები 10 თებერვალი, 2009 (2009-02-10) (სამშაბათი)
  • აშშ სენატმა ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული გეგმა მოიწონა.
  • ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა დაიწყო, რომლის შედეგების მხედვით მინისტრთა ახალი კაბინეტის ჩამოყალიბება მოხდება. დილის 07:00 გახსნილი საარჩევნო უბნები ღამის 22:00-მდე იმუშავებენ. ლენტარუ
  • ნარკოტიკებთან ბრძოლის მექსიკის სამსახურმა სახელმწიფო არმიის დახმარებით ქალაქ კანკუნში პოლიციის შენობა შტურმით აიღო და 36 პოლიციელი დააპატიმრა,
  • ბოლივია ენერგოსისტემის ნაციონალიზებას აპირებს-აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი ევო მორალესი.
მიმდინარე მოვლენები 11 თებერვალი, 2009 (2009-02-11) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 12 თებერვალი, 2009 (2009-02-12) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 13 თებერვალი, 2009 (2009-02-13) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 14 თებერვალი, 2009 (2009-02-14) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 15 თებერვალი, 2009 (2009-02-15) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 16 თებერვალი, 2009 (2009-02-16) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 17 თებერვალი, 2009 (2009-02-17) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 18 თებერვალი, 2009 (2009-02-18) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 19 თებერვალი, 2009 (2009-02-19) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 20 თებერვალი, 2009 (2009-02-20) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 21 თებერვალი, 2009 (2009-02-21) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 22 თებერვალი, 2009 (2009-02-22) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 23 თებერვალი, 2009 (2009-02-23) (ორშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 24 თებერვალი, 2009 (2009-02-24) (სამშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 25 თებერვალი, 2009 (2009-02-25) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 26 თებერვალი, 2009 (2009-02-26) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 27 თებერვალი, 2009 (2009-02-27) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 28 თებერვალი, 2009 (2009-02-28) (შაბათი)