პიეტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიეტა, მიქელანჯელო, წმ პეტრეს ტაძარი, რომი.

პიეტა (იტალ.: Pietà - თანაგრძნობა, ღვთისმოსაობა) ძვ. რომაულ მითოლოგიაში მშობლების მიმართ შვილის სიყვარულის განსახიერება. ლეგენდის მიხედვით, სიკვდილმისჯილი მამა (თუ დედა) ქალიშვილს ძუძუთი გამოუკვებავს და სიცოცხლე გაუხანგრძლივებია. პიეტას გამოსახავდნენ ქალის სახით, მისი ატრიბუტებია ბავშვები და წერო. პიეტას უწოდებენ აგრეთვე იესო ქრისტეს დატირების სცენებს (ღვთისმშობელი და მკვდარი ქრისტე). პიეტას სახელით არის ცნობილი მიქელანჯელოს განთქმული კომპოზიცია.

ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქალწული მარიამის მკლავებზე დასვენებულ ქრისტეს ქანდაკების სანახავად. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს ქანდაკება არაერთი მხატვრის შეგონების წყაროდ იქცა. იგი ტოსკანის თეთრ მარმარილოშია გამოკვეთილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პიეტა&oldid=2357669“-დან