პეტრე კაპიცა
|
პეტრე კაპიცა |
||
|---|---|---|
| დაბადების თარიღი | 26 ივნისი/8 ივლისი 1894 | |
| დაბადების ადგილი | კრონშტადტი, რუსეთი | |
| გარდაცვალების თარიღი | 8 აპრილი 1984 | |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი | |
| სამეცნიერო სფერო | ფიზიკა | |
| ალმა-მატერი | პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი | |
| სამეცნიერო ხელმძღვანელი | აბრამ იოფე, ერნესტ რეზერფორდი | |
| ჯილდოები და პრემიები | სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი; ლენინის ორდენი; შრომის წითელი დროშის ორდენი და სხვ. |
|
პეტრე ლეონიდეს ძე კაპიცა (რუს. Капица, Пётр Леонидович; დ. 26 ივნისი/8 ივლისი 1894[1], კრონშტადტი — გ. 8 აპრილი 1984, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი. აკადემიკოსი (1939). ნობელის პრემიის ლაურეატი.
სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი (1957 წლიდან), ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1945, 1974).
- 1924-1932 წწ. კევენდიშის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე
- 1930-1934 წწ. მონდის სახელობის ლაბორატორიის დირექტორი კემბრიჯში
- 1935-1946 წწ. და 1955 წლიდან — დირექტორი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკურ პრობლემათა ინსტიტუტისა, რომელიც თვითონ ჩამოაყალიბა.
სექციების სია |
ბიოგრაფია და სამეცნიერო მოღვაწეობა [რედაქტირება]
დაიბადა სამხედრო ინჟინრის ოჯახში. მამამისი — ლეონიდე კაპიცა გენერალი იყო, ხოლო დედამისი — ოლგა სტებნიცკაია პედაგოგი. ოლგა სტებნიცკაია (კაპიცა) იყო რუსი გეოდეზისტის იერონიმ სტებნიცკის შვილი, რომელიც XIX საუკუნის კავკასიის მთავარ კარტოგრაფად და გეოდეზისტად გვევლინებოდა.
პეტრე კაპიცა პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების (1918) შემდეგ მუშაობდა იქვე. 1921 წელს სამეცნიერო მივლინებით წარგზავნილი იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც გამოკვლევებს ატარებდა ერნესტ რეზერფორდის ხელმძღვანელობით.
1928 წელს პეტრე კაპიცამ აღმოაჩინა ძლიერ მაგნიტურ ველში მრავალი ლითონის ელექტრული წინაღობის წრფივი დამოკიდებულება ველის დაძაბულობაზე (კაპიცას კანონი). 1939 წელს დაამუშავა ჰაერის გათხევადების ახალი მეთოდი (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941), რომელსაც იყენებენ დიდი რაოდენობით თხევადი ჟანგბადის მისაღებად. 1938 წელს აღმოაჩინა თხევადი ჰელიუმის ზედენადობის მოვლენა (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943, ნობელის პრემია, 1978).
სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი (1959). 1955 წლიდან „ჟურნალ ეკსპერიმენტალნოი ი ტეორეტიჩესკოი ფიზიკის“ მთავარი რედაქტორი. პაგუოშის მოძრაობის საბჭოთა ეროვნული კომიტეტის, ლონდონის სამეფო საზოგადოების (1929), აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის (1946), დანიის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის (1946), შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის (1966), პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის (1963) და მრავალი სხვა აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი.
დაჯილდოებულია 5 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
თხზულებები [რედაქტირება]
- Электроника больших мощностей, М.,1962: Жизнь для науки, М., 1965;
- Теория, эксперимент, практика, М., 1966;
- Физические задачи, М., 1972;
- Collected papers, v. 1—3, Oxf., 1964—67.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Pyotr Leonidovich Kapitsa: Official Nobel page — Good, fast coverage of highlights of his many innovations.
- Annotated bibliography for Peter Kapitza from the Alsos Digital Library for Nuclear Issues
- «P.L.Kapitza» Краткая биография П. Л. Капицы на официальном сайте Института Физических Проблем.
- «Интервью с женой Капицы» Интервью 16 февраля 1990 года и 23 ноября 1992 года.
- Информация с сайта Нобелевского комитета
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V, გვ. 387, თბ., 1980 წელი.
- Академик Петр Леонидович Капица (к 60-летию со дня рождения), «Журнал экспериментальной и теоретической физики », 1954, т. 27, в. 3
- Алексеевский Н. Е., Петр Леонидович Капица (к 70-летию со дня рождения), «Успехи физических наук», 1964, т. 83, в. 4 (приведена библ. работ К.)